სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

შეიძლება თუ არა თევზის ქონის და ვიტამინების მიღება მარხვის დარღვევის გარეშე?

0
შეიძლება თუ არა თევზის ქონის და ვიტამინების მიღება მარხვის დარღვევის გარეშე?
#image_title

მარხვის დროს ბევრი ადამიანი კითხულობს: შეიძლება თუ არა თევზის ქონის და ვიტამინების მიღება მარხვის დარღვევის გარეშე?

მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმა განმარტა, თუ როგორ უნდა მიუდგეს მორწმუნე მედიკამენტებს და პრევენციულ ზომებს ამ მკაცრი შეზღუდვების პერიოდში.

მისი თქმით, მარხვა მოითხოვს გარკვეული საკვებისგან თავის შეკავებას, მაგრამ მედიკამენტები არ არის აკრძალული მარხვის არცერთი ფორმის დროს.

მედიკამენტების მიღება შესაძლებელია ლიტურგიკული მარხვის დროსაც კი. ლიტურგიკული მარხვა არის ის, როდესაც ადამიანი სრულად თავს იკავებს საკვებისა და წყლისგან დილით, ზიარების მიღებამდე. ეს არის მარხვის ყველაზე მკაცრი ფორმა, რომელიც მოითხოვს სრულ თავშეკავებას. ამ შემთხვევაშიც კი, ადამიანს აქვს უფლება მიიღოს აბი და დალიოს წყლით – ეს არც ცოდვაა და არც მარხვის დარღვევა.

მღვდელმა დასძინა, რომ იგივე ლოგიკა ვრცელდება თევზის ზეთზე და სხვა ომეგას შემცველ დანამატებზე.

გახსოვდეთ: თუ ვიტამინები მეტ ენერგიას გაძლევთ, მაშინ მეტი ენერგია დაგრჩებათ ეკლესიაში სიარულისთვის, ლოცვისთვის და კეთილი საქმეების კეთებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

0
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!
#image_title

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე

იცოდით, რომ თქვენი სამზარეულოს ღრუბელი შეიძლება უფრო ბინძური იყოს, ვიდრე ტუალეტის ნიჟარა?

კვლევები აჩვენებს, რომ სამზარეულოს ღრუბელი ერთ-ერთი ყველაზე ბაქტერიებით სავსე ნივთია სახლში.

მიკრობიოლოგების შეფასებით:

ღრუბელზე ბაქტერიების კონცენტრაცია ისეთივე მაღალია, როგორც ადამიანის ფეკალიებში!

მასში გვხვდება E. coli, სალმონელა და სტაფილოკოკი, რაც შეიძლება მძიმე ინფექციების გამომწვევი გახდეს.

ღრუბლის დასუფთავება მიკროტალღურ ღუმელში ან მდუღარე წყალში ჩადება მხოლოდ მცირე ხნით კლავს ბაქტერიებს – ისინი ისევ სწრაფად მრავლდებიან!

როგორ ავიცილოთ თავიდან ეს საფრთხე?

  • ყოველ 5-7 დღეში ერთხელ შეცვალეთ სამზარეულოს ღრუბელი.
  • გამოიყენეთ ჭურჭლის ჯაგრისები, რომლებიც ადვილად ირეცხება და ნაკლებ ბაქტერიას შეიცავს.
  • ღრუბელი დეზინფექციის შემდეგაც ხშირად გამოიცვალეთ, რადგან ბაქტერიების ნაწილი მაინც რჩება.
  • იდეალური ალტერნატივაა უჟანგავი ფოლადის ქსოვილები და ეკოლოგიური ბამბუკის ღრუბლები, რომლებიც ნაკლებად ინახავს ბაქტერიებს.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის  რეკომენდაცია:

  • „ღრუბელი არ უნდა გახდეს ბაქტერიების ბუდე!
  • ნუ გამოიყენებთ ერთსა და იმავე ღრუბელს კვირების განმავლობაში – ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია!
  • დაბინძურებული ღრუბელი შეიძლება გახდეს ნაწლავური ინფექციებისა და საკვების მოწამვლის მიზეზი.
  • სამზარეულოს ჰიგიენის დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხელების დაბანა!“

წყაროები:

შენი სუფრა – სამზარეულოს ჰიგიენა და კვების უსაფრთხოება: shenisupra.ge

შენი ამბები – ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი: sheniambebi.ge

BBC Health – “How Dirty is Your Kitchen Sponge?” https://bbc.in/4b86MwG

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი;

WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.

მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა სხვებმაც გაიგონ, რატომ უნდა შეცვალონ სამზარეულოს ღრუბელი რეგულარულად!

#გიორგიფხაკაძე #drpkhakadze #ჰიგიენა #სამზარეულოსუსაფრთხოება #ბაქტერიები #საკვებისუსაფრთხოება #სისუფთავე #ჯანმრთელობათავიდან

Giorgi Pkhakadze

@[61552603185704:2048:SheniEkimi.gehttp://xn--podalbard8ewa.ge/]

@[61554408115760:2048:SheniAmbebi.gehttp://xn--lodcajcveug2j.ge/]

SheniMedicina.ge

SheniSupra.ge

 

შეიძლება იყოს text გამოსახულება

თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ერთვება

0
თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ერთვება
#image_title

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ერთვება.

შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა. დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის დახმარებას სპეციალური ტექნიკით დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები უკვე ახორციელებენ.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები.

„ქართული ხორცი აღარაა!“

0
„ქართული ხორცი აღარაა!“
#image_title

„ქართული ხორცი აღარაა!“

Irakli Arabuli’s Blog

7 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა სურსათის უვნებლობაში

0
7 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა სურსათის უვნებლობაში
#image_title

7 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა სურსათის უვნებლობაში

სურსათის უვნებლობის სფეროში გამოცდილი სპეციალისტის, ირაკლი არაბულის რეკომენდაციები:

ღვინის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე წელს, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს

0
ღვინის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე წელს, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს
#image_title

ამერიკის შეერთებული შტატებში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები კომპანიებთან „Colangelo & Partners“ და „Glodow Nead Communication“ გააფორმა.

აღნიშნული კომპანიების ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანიები განხორციელდება, რაც გულისხმობს: სხვადასხვა ქალაქში დეგუსტაცია-სემინარებს ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, მიზნობრივ სარეკლამო და მედია კამპანიებს; ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში მოეწყობა ღვინის ტურები; გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.

„Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე თითქმის 20 წელია ოპერირებს. აღნიშნულ კომპანიასთან ღვინის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.

კომპანიასთან „Glodow Nead Communication“ თანამშრომლობას სააგენტო მიმდინარე წლიდან იწყებს. „Glodow Nead Communication“ 1974 წელს კალიფორნიაში დაარსდა და ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პრემიალურ PR სააგენტოდ ითვლება, რომლის ძირითადი სერვისებია სტრატეგიული ბრენდინგი, PR, ბრენდის კონტენტის შექმნა და დამკვიდრება ყველა მნიშვნელოვანი მედია პლატფორმის საშუალებით.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. აშშ ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია ქართული ღვინისთვის. აქ ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ქართული ღვინის მაღალი ხარისხისა და მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.

„უფრო მეტს მოველოდი საკუთარი თავისგან, მაგრამ ისეთი რთული დროება დამიდგა მაინც ვეცადე გამომსვლოდა …“ – “ა&ლ ფლორა”-ს დამფუძნებელი ნიკა წულუკიძე

0
#image_title

მცირე ბიზნესის გამოწვევები, გამოწვევები ყვავილების ბიზნესში

მცირე ბიზნესის გამოწვევებზე საუბრობს “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელი ნიკა წულუკიძე

ნიკა წულუკიძე საკმაოდ რთულ და შრომატევად საქმიანობას არის შეჭიდებული. 

წარმატებულია თუ არა ყვავილების ბიზნესი და რით არის წარმატება განპირობებული.

„დღეს არსებული რეალიზატორები ვინც ვართ, ვისარგებლეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგრანტო პროგრამით და გავაკეთე 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე სასათბურე მეურნეობა. საკმაოდ დიდი სირთულეები გავიარე. პირველ ეტაპზე ვიყავით მწარმოებლები. შემდეგ უკვე განვითარების მიჯნაზე პროგრამური სარგებლობით ევროსტანდარტების გათვალისწინებით 4 წლის განმავლობაში ვაწარმოებდით ჰოლანდიურ ვარდებს. ამისკენ გვიბიძგა იმან, რომ ადგილობრივი პროდუქციის დაუფასებლობა აღინიშნა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ვერ იყიდებოდა შესაბამის ფასად. ადგილობრივი პროდუქციის დაუფასებლობაა.

ძირითადად სომხეთიდან შემოდის ყვავილები და ამ ბაზის საფუძველზე ჩვენი პროდუქტის თვითღირებულება იკლებს. ხარჯების უთანასწორობა იწვევს ბიზნესის ჩავარდნას“, – განაცხადა “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელმა ნიკა წულუკიძემ

როგორ შეიძლება იმპორტირებული პროდუქცია ღირდეს უფრო  იაფი იმის გათვალისწინებით, რომ მისი წარმოება ხდება სხვა ქვეყანაში, ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯები და ბუნებრივია, ადგილზეც ფასნამატი ჩნდება.

რატომ ვერ ახერხებს ადგილობრივი წარმოება, რომ კონკურენტული ფასი ქონდეს?

ნიკა წულუკიძე ამბობს, რომ მის საქმიანობაში ხედავს ხარვეზებს.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განვითარების ეტაპზე ვართ. ვფიქრობ, რომ ის ინსტიტუტები, რომლებიც ამ ყველაფერს სწავლის ეტაპზე გადასცემენ მომავალ თაობას, უფრო მეტად უნდა მიექცეს ყურადღება, ვგულისხმობ საგადასახადო პროცედურებს.

მე უშუალოდ ჩემს საქმიანობაში დავინახე ხარვეზი. ვერ ვიპოვე ისეთი კადრი, რომელიც  ინფორმაციას მომაწვდიდა გადახდისუნარიანობათან, თუნდაც საშემოსავლო მიმართულებით. ამიტომ ყველა პუნქტზე ახალ გამოწვევას კიდევ ახალი გამოწვევა მოსდევდა, რომ თავად მე შემესწავლა და ამის შემდეგ უნდა დამეწყო კადრების ძიება.

რაც შეეხება შემოტანილი პროდუქციის ვერდაბალანსებას, ეს გამოიახატება იმით, რომ ვისაც შემოაქვს, ფასებს განკარგავენ და ამის მოცემულობა არის ის, რომ არ გვაქვს ისეთი ბაზები, სადაც დიდი ხნის განმავლობაში შეინახება პროდუქტი. სამწუხაროდ  საქართველოში არ გვაქვს შესაბამისი, თანამედროვე სტანდარტების პირობები, რომ იგივე ბაზა მოვაწყოთ, გლეხებს საგრანტო მიმართულები მივცეთ იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი დახვეწონ და ევროსტანდარტებს შეუსაბამონ. არ ვამბობ იმას, რომ სახელმწიფოსგან არ მოდის ეს ბერკეტები. სახელმწიფოსგან ყველა ბერკეტი მოდის, მაგრამ სამწუხაროდ ადგილობრივი მოსახლეობა იმდენად ინფორმირებული არ არის, როგორიც შეიძლება იყოს განათლების ამაღლება, თუნდაც ყვავილების მიმართულებით. სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხაში უნდა იქნას თითოეული პუნქტი მიზნობრივად დატანილი, თუნდაც ის ხარჯვითი ნაწილი, რა პრობლემის წინაშეც მე აღმოვჩნდი. მწარმოებელი ვიყავი, მაგრამ არ მქონდა ამის შესაძლებლობა“ – აღნიშნა “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელმა ნიკა წულუკიძემ.

მისი თქმით, ადგილობრივი პროდუქცია არ დაფასდა.

„სამწუხაროდ, ადგილობრივი პროდუქცია არ დაფასდა. ვაბარებდი 1-1.5 ლარად,  უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქცია გაცილებით დაბალ ნიშნულზე იყო – 3-3,5-4 ლარი ღირდა, სადღესასწაულო დღეებში კი კატასტროფულად იმატებს ფასი.

ჩემთვის ფასების ცვლილება მომხმარებლების დაკარგვას ნიშნავს. ამას ყოველდღიური განვითარება ჭირდება. ოჯახის წევრებისგან ამ მიმართულებით დიდი ხელშეწყობა მაქვს.

დღესდღეოსობით ჩვენ მუდმივი მომხმარებლები გვყავს და ფულადი ნაკადის გათვლა შეგვიძლია, რითაც ვარსებობთ და ვითარდებით, სოციალური ქსელების ჩართულობით დღევანდელი მოცემულობოთ მარკეტინგის დახმარებით

აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართველოს“ დამწყები მეწარმეებისთვის აქვს 10 000- ლარიანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს გაციფრულებას, ასევე მარკეტინგის ამაღლებას. შესაძლებელია, რომ გადაამზადოს პერსონალი, რომელიც ბიზნესში დაგვეხმარება. ამ მხრივ ეტაპობრივი ზრდა გვაქვს“ – “ – აღნიშნა ნიკა წულუკიძემ.

რამდენად მომთხოვნია მომხმარებელი ხარისხთან მიმართებაში და ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც ვერ დააკმაყოფილეთ შემკვეთის მოთხოვნები და ამის გამო დაკარგეთ კლიენტი?

ამის პასუხად “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც არ ქონდათ ისეთი ხარისხი, რაც მაღალი მოთხოვნების კატეგორიის მომხმარებლებს დააკმაყოფილებდა.

„მოგეხსენებათ, ბათუმი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება და ამისი ერთ-ერთი გამოხატულება არის ტურიზმი. ხელის შეწყობა აქვს ბიზნესს. მთავარია, „მოინდომოს“ ადამიანმა, ყველა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეუწყონ…

ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ არ გვქონდა ისეთი ხარისხი, რაც მაღალი მოთხოვნების კატეგორიის მომხმარებლებს დააკმაყოფილებდა. დღევანდელი მოცემულობით იმ კატეგორიას, რომლებსაც წლების წინ ვერ ვაკმაყოფილებდით, დღეს საშუალოზე მაღალ ნიშნულზე ვაკმაყოფილებთ და კიდევ გვაქვს ყველაფრის განვითარების პოტენციალი“ – განაცხადა ნიკა წულუკიძემ.

რა არის მთავარი გამოწვევა? რა გიშლით ხელს, რომ სწრაფად განვითარდეთ?

ნიკა წულუკიძე აღნიშნავს, რომ უფრო მეტი შრომაა საჭირო. უფრო მეტს მოელოდა საკუთარი თავისგან …

„უფრო მეტი შრომა გჭირდება. ქვეყანაში და გლობალურ დონეზე მშვიდობა და სახელმწოფოს ბერკეტების მომართვა დამწყები ბიზნესისკენ. ბევრი შრომითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჩვენს პროდუქტთან მისადაგებით დავძლევთ ყველაფერს და მივაღწევთ იმ მიზანს, რაც გათვლილი გვაქვს.

უფრო მეტს მოველოდი საკუთარი თავისგან, მაგრამ ისეთი რთული დროება დამიდგა მაინც ვეცადე გამომსვლოდა …“ – განაცხადა “ა&ლ ფლორა“-ს დამფუძნებელმა ნიკა წულუკიძემ

 

ვაზის შეყელვა და გადაწვენა

0
ვაზის შეყელვა და გადაწვენა
#image_title

ვაზის შეყელვა და გადაწვენა

გასხვლის შემდეგ იწყებთ შეყელვას. შესაყელი რქები ფრთხილად უნდა მოიღუნოს ისე, რომ თითქმის მართი კუთხე შეიქმნას. ამას ისე ვერ გააკეთებთ, თუ რქას ნელ-ნელა გადაწევით ხელისგულებს შორის არ დაარბილებთ. მისაბმელ ადგილას აკეთებთ კანაფის მარყუჟს და რქის წვერს აბამთ მავთულზე.

საქმე ისაა, რომ ვაზის რქას ახასიათებს კენწეროსკენ „გაქცევა“, ანუ პოლარობა; შეყელვის მიზანი კი ამ პროცესის ხელოვნურად შეფერხებაა, რაც ხელს უწყობს ახალი ყლორტების თანაბარი სიძლიერით ზრდას. გ­ადასაწიდნად დატოვებული რქისთვის გათხარეთ მიწა ერთ ბარისპირზე, ჩააწვინეთ შიგ რქა, რომელსაც ჩასაწვენ ნაწილზე წინასწარ ააჭრით კვირტებს. დაამაგ­რეთ ფ­სკერზე ორკაპებით, იმ ადგილას, სადაც აპირებთ ვაზის გახარებას, მკვეთრად მ­ოღუნეთ და ისიც დაამაგრეთ, შემდეგ კი დაუსვით ჭიგო, ზედ მიაკარით და 2-3 კვირტზე გადა­ჭე­რით. ბოლოს მიწით შეავსეთ და დატკეპნეთ. ამ წესით შეგიძლიათ გადაწიდნოთ ჟოლო, უეკლო მაყვალი, მოცხარი და ა.შ.

ვაზის ტირილი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#drpkhakadze #აქხარისხია

ნაცარს ასე მოვაშორებთ…

0
ნაცარს ასე მოვაშორებთ...
#image_title

ნაცარს ასე მოვაშორებთ

ნაცარი ერთ-­ერთი ვერა­გი დაავა­დე­ბაა, რო­­მელ­საც უნარი შეს­წევს, მეურნე კაცს ერთი­­ანად ააღე­ბინოს ხელი მო­სავალზე. ჩვენში ამე­რიკი­დან შემოვიდა 1850 წელს. წამლობის გარეშე ვენახში გაწეული შრომა წყალში გადაყრილია, დროული ღონისძიებებით კი შეგიძლიათ მთლიანად შეინარჩუნოთ მოსავალი.
ნაცრის განვითარებას შესაბამისი ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა უწყობს ხელს – ოპტიმალური ტემპერატურაა 20-24ºჩ, ხოლო ტენიანობა 60-80%. წინასწარ ვ­ენახის შეწამვლას შესაბამისი საშუალებებით აზრი არა აქვს, მაგ­რამ დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ ნაცრის გამოჩენა არ გამოგვეპაროს.
ფოთოლზე თავდაპირველად ჩნდება მოთე­თ­­რო ფერის ლაქისებრი ფიფქი, რომელიც ნაცარს წააგავს. ლაქები თანდათან ერთდება და, შესაძლებელია, ფოთოლი ერთიანად დაიფა­როს ამ ფიფქით. ფოთოლი ყვითლდება და ცვივა. ავადდება ნორჩი ყლორტები, ხოლო შემ­დგომ მარცვალიც მთლიანად იფარება ფიფქით. ნაყოფი აღარ იზრდება, წვენის მიწოლის გამო სკდება და ხმება.
რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?

ნაცრის გაჩენისთანავე, პირველ რიგში, დაავადებული ფოთლები უნდა შევაცალოთ, შემდეგ კი აუცილებლად შევწამლოთ. ამ ბოლო ხანებში ნაცრით დაავადებული ვენახის სამკურნა­ლოდ უამრავი საშუალება გამოჩნდა – კარატანი, ბაილეტონი, ტოპსინ-მ, სეროცინი და სხვ., მაგრამ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანია გოგირდის შეფრქვევა.

მოსავლიანი ვენახის გოგირდით შეფრქვევა ხდება 4-5-ჯერ: პირველი – ყვავილობამდე, მეორე – ყვავილობის დროს, მესამე – დაყვავილების შემდეგ, მეოთხე – როცა მარცვალი გამონასკვულია, ანუ ისრიმობის დაწყებისას, მეხუთე კი საჭიროების მიხედვით ყურძნის შეთვალებამდე.

გახსოვდეთ!

შესაფრქვევად ვარგისია ძალიან წმინდად დაფქული გოგირდი, რომლის შეფრქვევაც ხდება ზურგის ან ხელის საბერვლით. გამოფრქვეული მტვერი თხელ ფენად უნდა დაეფინოს ვაზის მწვანე ნაწილებს.

ვაზის შეყელვა და გადაწვენა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ვაზის გრუნტში მყნობა ხდება გაზაფხულზე, ვაზის ტირილის დაწყებამდე

0
ვაზის გრუნტში მყნობა ხდება გაზაფხულზე, ვაზის ტირილის დაწყებამდე
#image_title

ვაზის გრუნტში მყნობა

ამგვარ წესს მაშინ მიმართავენ, როცა ვაზის გაახალგაზრდავება ან ჯიშის შეცვლა უნდათ. ეს მეთოდი ძალიან მარტივი და, პროცედურის ნორმალურად ჩატარების შემთხვევაში, ყოველ­თვის დადებითშედეგიანია.
მყნობის დაწყებამდე 8-10 დღით ადრე და­სამყნობი ვაზის ძირს გარშემო შემოაცლიან მი­წას 20 სმ სიღრმეზე ისე, რომ ფესვის ყელი გა­­მოჩნდეს. გადახერხავენ ფესვის ყელიდან 4-­5სმ-ზე, გა­დანახერხს ასწორებენ ბასრი და­ნით, გააპობენ ცალი მხრიდან და გაუკეთებენ პატარა სოლს, რომ სანამყენე კალამი ადვილად ჩაისვას. სანამყენე კვირტს 2-3 მუხლზე გადაჭრიან და სოლისებურად ჩათლიან რქის ბოლო ნაწილს ისე, რომ სანამყენემ განაპობი, რაც შეიძლება, ნაკლებად გასწიოს და ლერწის ქსოვილები ერთმანეთს კარგად დაემთხვეს. ჩასმის დროს კვირტი გარეთ უნდა იყოს მიმართული. ამის შემდეგ მაგრად უჭერენ კანაფს (შეიძლება ალუმინის მავთულიც, ოღონდ შეხორცების შემდეგ აუცილებლად უნდა შეხსნათ) და 8-10 სმ სიმაღლეზე აყრიან ფხვიერ მიწას. თუ საძირე განიერია, შეგიძლიათ იმავე წესების დაცვით 2 კალამიც ჩაამყნოთ, ერთი ან სხვადასხვა ჯიშისა.
ვაზის გრუნტში მყნობა ხდება გაზაფხულზე, ვაზის ტირილის დაწყებამდე. ტირილის პერიოდში მყნობა უშედეგოა.

ვენახის განოყიერება

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#drpkhakadze #აქხარისხია