სამინისტრო აგროდაზღვევის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროდუქტზე მუშაობს

SheniSofeli.ge
2 წუთიანი წაკითხვა

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროდუქტზე მუშაობს“, – ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

2 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებისა და მართვის ეფექტიანობის ანგარიში” წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ სადაზღვევო შემთხვევების სრული და ზუსტი აღრიცხვის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს. კერძოდ, აუდიტით გამოვლინდა, რომ სააგენტოს მიერ წარმოებული 2014-2021 წლების ზარალების ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის 22% არასრულია.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სოფლის განვითარების სააგენტო მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე უკვე მუშაობს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

“სადაზღვევო ბაზარი, არა მხოლოდ აგროსექტორის მიმართულებით, განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს. ჩვენ შემთხვევაშიც არის კონკრეტული საკითხები, რომლებზეც უნდა ამაღლდეს ცნობიერება, რათა დაიხვეწოს სერვისები და ამ ძალიან ეფექტური პროგრამის მოცვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გაიზარდოს.

რაც შეეხება აუდიტის პირველ რეკომენდაციას, რომელიც ადმინისტრირების პროცესს ეხება და ის უშუალოდ აგროდაზღვევის გავრცელებასთან არ არის დაკავშირებული. ეს არის საკითხი, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან დამატებით ძალისხმევას საჭიროებს, რათა აღრიცხვის პროცესი სისტემურად მოწესრიგდეს და კონკრეტული სადაზღვევო პროდუქტების შესახებ მეტად ინფორმირებული ვიყოთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, და დასკვნაშიც წერია, რომ არასრული ინფორმაცია, რაც გადამოწმდა უშუალოდ სადაზღვევო კომპანიებშიც, მათ მიერ წარმოდგენილი და სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაცია ერთმანეთთან თავსებადია, თუმცა არასრულყოფილი. ვმუშაობთ ამ საკითხზეც და მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად, პროგრამულად ახალ პროდუქტს შევქმნით”, – ამბობს თენგიზ ნასარიძე.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაშიც კი, როდესაც სახელმწიფო აგროდაზღვევის 70%-ს აფინანსებს, 30%-ს კი ფერმერი ფარავს, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტით მაინც არ სარგებლობენ, რის გამოც იგეგმება სადაზღვევო პაკეტების დივერსიფიცირება.

“აუდიტის დასკვნაში წარმოდგენილი ციფრებიდან ჩანს ტენდენცია, რომ იმ არეალში, სადაც სადაზღვევო შემთხვევების დადგომის მაღალი რისკი არსებობს, აგროდაზღვევა საკმაოდ პოპულარულია, პირობითად ყვარელში, 50%-იანი მოცვაა. თუმცა დაბალი რისკის მქონე რეგიონებში დაზღვევის პოპულარობა იკლებს. ბუნებრივია, მოსახლეობის მხრიდან არის ასეთი დამოკიდებულება, რომ ამ 30%-ის გადახდაც კი ეფექტიანად არ ითვლება.

გადავწყვიტეთ, ამ პროდუქტის დახვეწისთვის წავიდეთ მისი დივერსიფიცირების კუთხით და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გზა სადაზღვევო პროდუქტზე მოთხოვნის გასაზრდელად, ნაკლები რისკის მქონე არეალებში იაფი პროდუქტის შეთავაზებაა. ხოლო სადაც რისკი მაღალია, შედარებით დაბალანსებული, მაღალღირებულებიანი პროდუქტი წარვადგინოთ”, – აცხადებს ნასარიძე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). სამინისტრო აგროდაზღვევის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროდუქტზე მუშაობს. 4 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/სამინისტრო-აგროდაზღვევი/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. სამინისტრო აგროდაზღვევის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროდუქტზე მუშაობს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network