ორშაბათი, ივლისი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

„თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“ – ალექსანდრე გოგინავა

0
სოფლის ოჯახი იცავს ჯანმრთელობის ღონისძიებებს ვირუსული ინფექციების პრევენციისთვის
ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას რჩევები რესპირატორული ვირუსების პრევენციისთვის სოფლის პირობებში. ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი პრინციპები.

„ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა თუ გვაქვს, თავი უნდა შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება.

„თუ ტემპერატურა ხუთ დღეზე მეტ ხანს ხანგრძლივდება, ან გამოხატულია ცნობიერების დაბინდვა, ძლიერი სისუსტე, ან სუნთქვის გაძნელება, ეს არის ნიშნები, რომ შეიძლება გართულებულ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. ასეთ დროს აუცილებელია ნებისმიერი ასაკისა და იმუნური სტატუსის ადამიანმა დროულად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. პრევენციას რაც შეეხება, უნდა მოხდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება. თუ ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა გვაქვს, თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც. ექიმების ინფორმაციით, ძირითადად H1N1 და H1N3 ვირუსები ცირკულირებს, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„საქართველო ცივილიზაციის თასი“ – დოკუმენტური ფილმი Channel 4-ზე

0

საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პოპულარულ გადაცემაში „TREASURES OF THE WORLD“ 46 წუთიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. გადაცემის წამყვანმა და ცნობილმა ისტორიკოსმა ბეთანი ჰიუზმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იმოგზაურა.

საქართველოს Channel 4-ის გადამღები ჯგუფი დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ეწვია. კამპანიის ფარგლებში, ლონდონში “Royal Geographical Society”-ში, საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ დოკუმენტური ფილმის – “Treasures of Georgia” ჩვენებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

დოკუმენტურ ფილმში ვარძია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სვანეთი, თბილისი, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, არქეოლოგიური მასალები, ქვეყნის კულტურულ საგანძური, ციხე-კოშკები, ტაძრები და ქართული ანბანია ნაჩვენები.

ფილმში ბეთანი ჰიუზმა მაყურებელს გააცნო ლეგენდა ოქროს საწმისის შესახებ, სვანური კოშკები, სვანეთის ეკლესიებში დაცული შუასაუკუნეების ხატები, ვარძიაში მდებარე თამარის ფრესკა, ხერთვისის ციხე, ძველი თბილისის არქიტექტურა და დმანისში აღმოჩენილი უძველესი არქეოლოგიური ნიმუშები.

ფილმში წარმოდგენილი იყო ქვევრი, ქართული ღვინის წარმოების 8 ათასწლოვანი ისტორია, ქართული უნიკალური მუსიკა, პოლიფონიური სიმღერები და კულინარიული ტრადიციები.

ბეთანი ჰიუზის გადაცემაში „TREASURES OF THE WORLD“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია და კულტურა არის წარმოდგენილი. გადაცემათა ციკლი 2021 წლიდან მზადდება და პოპულარულია როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება

0
სოფლის ბავშვები საბავშვო ბაღის ეზოში თამაშობენ და სწავლობენ
თბილისის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში იწყება სამართლიანი განაწილების პრინციპებით. სოფლის ოჯახებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური კატეგორიებისა და უპირატესობების გაგება.

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. პროცესი ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება.

წელს თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული ორიდან ექვს წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან.

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 15 მარტს დაიწყო და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება

0

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.

გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 176 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 9875 ჰა. მათ შორის, ასპინძა – 3, ახალციხე – 1, ნინოწმინდა – 14, ბორჯომი – 9, დმანისი – 20, წალკა – 2, მარნეული – 5, დედოფლისწყარო – 29, საგარეჯო – 4, თელავი – 3, სიღნაღი – 14, ყვარელი – 5, ახმეტა – 4, გურჯაანი – 3, ლაგოდეხი – 3, მცხეთა – 4, ყაზბეგი – 2, დუშეთი – 1, გორი – 9, კასპი – 2, ქარელი – 2, ხაშური – 4, წყალტუბო – 13, ბაღდათი – 1, ვანი – 6, ზესტაფონი -1, ჭიათურა – 2, სენაკი -2, წალენჯიხა -1, ხობი – 2, ონი – 2, ლანჩხუთი – 3.

პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტომ შეარჩია და 10 ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი 45 726 ჰექტარი საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები და განახორციელა დაინტერესებული პირების განაცხადების მიღება. ამ პერიოდში იჯარით გაიცა 13 446 ჰექტარი საძოვარი.

მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge).

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას.

მეთერთმეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ჩურჩხელა მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია

0

ჩურჩხელა მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია. თუმცა, ის უნდა იყოს ნატურალური, რომ შესაბამისი ემოცია დაიმსახუროს, რაც ნიშნავს, მწარმოებლები იყვნენ კეთილსინდისიერნები.

თათარა და ჩურჩხელა ყველა ქართველისთვის საყვარელი ნუგბარია. მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნისგან ღვინის დამზადების პარალელურად, თათარისა და ჩურჩხელის დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დათარიღებული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელის დამზადების სცენებია ასახული და თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენ. ჩურჩხელა ომში მიმავალ მებრძოლთა განუყრელი ატრიბუტი იყო, მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთიელ მწყემსთა აბგაში. დიდი სამამულო ომის დროს ზურგში მყოფი ქართველები ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ფრონტზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სწორედ ყურძნის ბადაგისგან დამზადებულ ტკბილ კვერებსა და ჩურჩხელებს აგზავნიდნენ.

ქართული ჩურჩხელა მზადდება ძაფზე აცმული თხილის ან კაკლის ფქვილით გასქელებულ ყურძნის წვენში, იგივე თათარაში ანუ ფელამუშში ამოვლებით, შემდეგ მზეზე გაშრობით. ბადაგის დასამზადებლად იყენბენ ყურძენს

მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნისგან ღვინის დამზადების პარალელურად, თათარისა და ჩურჩხელის დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დათარიღებული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელის დამზადების სცენებია ასახული და თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენ. ჩურჩხელა ომში მიმავალ მებრძოლთა განუყრელი ატრიბუტი იყო, მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთიელ მწყემსთა აბგაში. დიდი სამამულო ომის დროს ზურგში მყოფი ქართველები ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ფრონტზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სწორედ ყურძნის ბადაგისგან დამზადებულ ტკბილ კვერებსა და ჩურჩხელებს აგზავნიდნენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ქართული დამწერლობა ქრისტეს შობამდე! – ოკუმენტური ფილმი, რომელიც შეგიცვლით წარმოდგენებს ჩვენი ანბანის წარმოშობის შესახებ

0
xr:d:DAGCAK4jeKw:26,j:2648541000158870344,t:24041009
ქართული დამწერლობა ქრისტეს შობამდე!
თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი, რომელიც შეგიცვლით წარმოდგენებს ჩვენი ანბანის წარმოშობის შესახებ.
ამ აღმოჩენით მტკიცდება ის, რომ IV საუკუნემდე წარმართულ პერიოდშიც არსებობდა ქართული დამწერლობა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „ზეგაანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

0

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი ადგილწარმოშობის დასახელება „ზეგაანის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ზეგაანის ღვინის განვითარება პირდაპირპროპორციულადაა მიბმული წინანდლის ღვინის ისტორიაზე. ეს ორი სოფელი ერთმანეთისგან მხოლოდ 20 კილომეტრითაა დაშორებული. შესაბამისად, მე-19 საუკუნის ბოლოს, წინანდალში დაწყებული პროცესები – ღვინის ქარხნის აშენება, წარმოების გაფართოება, მამულების შესყიდვა და ვენახების გაშენება პირდაპირ აისახა ზეგაანში მეღვინეობის მოდერნიზებაზე. თუმცა, გამორჩეულად აღსანიშნია ის, რომ ზეგაანი უკვე დამოუკიდებელ მიკროზონაშია მოქცეული, მისი ვენახები არ მიეკუთვნება „წინანდლის“ მიკროზონას, ამიტომ ზეგაანის ღვინო ცალკე დარეგისტრირდა ადგილწარმოშობის დასახელებად და დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვა ქართულ ღვინოებს შორის.

მისი მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფელ ზეგაანს და მის სავარგულებს, შესაბამისად, ღვინო „ზეგაანი“ მზადდება მხოლოდ ამ მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან.

1920 წლიდან შეეხო ზეგაანს ღვინის წარმოების განვითარება. სოფელში აშენდა ქარხანა და თბილისსა და თელავში მომუშავე ღვინის სამეცნიერო ცენტრებმა ზეგაანის ღვინის დახვეწა-განვითარებაზე იზრუნეს. დღესდღეობით, ზეგაანის ღვინო არის ბიოღვინო.

ზეგაანი არის ქვევრის წითელი მშრალი ბიოღვინო. აქვს მუქი ბროწეულისფერი შეფერილობა. გემოზე სავსე, ხავერდოვანი, მაყვლისა და შავი მოცხარის ტონებით გაჯერებული გემო და დაბალანსებული ტანინები. დავარგებისას მას უვითარდება განსაკუთრებული არომატი – პილპილ-მიხაკის სანელებლებისა და მშრალი ხილის – შავი ქლიავის ტონებით სავსე ბუკეტი.

ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი უნდა იყოს არაუმეტეს 4 გ/ლ.

ღვინო „ზეგაანის“ დასამზადებლად მოკრეფილი ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს არ უნდა იყოს 21%-ზე ნაკლები. ყურძნის დაწურვის წესი ზეგაანს ლიმიტირებული აქვს, ყურძნის მოკრეფიდან დაწურვამდე არ უნდა იყოს გასული 3 საათზე მეტი. ღვინის დადუღება უნდა მოხდეს ველურ საფუარზე, ქვევრში დავარგება კი უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 20 თვის განმავლობაში.
ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ზეგაანი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2022 წლის 30 აგვისტოს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.

პროექტი „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“

0

პროექტის „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი სამთავრობოთაშორისი ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა ქიმიური იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის მოთხოვნის სრულფასოვანი შესრულებისთვის, ეროვნულ დონეზე საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისა და მისი აღსრულების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო, რომელმაც აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს პროექტი ქვეყნისთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს, ვინაიდან მისი მიზანი ქიმიური უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაა, რაც საქართველოს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის პრიორიტეტული ნაწილია“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროექტს „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს (WMDT) მხარდაჭერით, კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ერთად (REC Caucasus), 2022 წლიდან ახორციელებს. 3 წლიანი პროექტის მიზანი, რომლის ბიუჯეტიც 1 500 000 აშშ დოლარია, ქიმიური უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემების გაუმჯობესება და გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების განხორციელებაა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გსურთ მერძეული და მეცხოველეობის მიმართულებით წარმოების გაუმჯობესება?

0
« ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა » – იცით რას ჭამთ?!
#image_title

გსურთ მერძეული და მეცხოველეობის მიმართულებით წარმოების გაუმჯობესება?

🥛 FAO-ს ვეტერინარები განაგრძობენ საგანმანათლებლო შეხვედრებს სურსათის უვნებლობის შესახებ მერძეული მიმართულებით მომუშავე ფერმერებთან.
📍 მომავალი კვირის ტრენინგების სერია ჩატარდება ასპინძის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში.
➡️ საგანმანათლებლო შეხვედრები მოიცავს შემეგ საკითხებს:
✳️ რძე, ლაქტაცია და წველის ჰიგიენა.
✳️ კლინიკური და ფარული მასტიტი
📅 განრიგი:
☑️ 8 ივლისი, 15:00: ფერმერული საველე სკოლა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში;
☑️ 9 ივლისი, 15:00: ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა სოფელ სვირში;
☑️ 10 ივლისი, 11:30: ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ვალე.
🇺🇳🇸🇪🇪🇺 FAO-ს ტრენინგი სურსათის უვნებლობის შესახებ ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.
🐄 Would you like to advance your dairy production efforts?
🥛 The FAO Veterinarians are continuing their educational meetings on food safety for dairy farmers.
📍 The training series will be held next week in Aspindza, Akhaltsikhe, and Adigeni Municipalities.
➡️ The following topics will be covered during the educational sessions:
✳️ Milk, lactation, and milking hygiene.
✳️ Clinical and subclinical mastitis.
📅 Schedule:
✅8 July, 15:00: Farmer Field School in the Rustavi Village of the Aspindza Municipality;
✅9 July, 15:00: Akhaltsikhe Municipality library in the Sviri Village;
✅10 July, 11:30: Vale Village of the Akhaltsikhe Municipality.
support of the European Union and Sweden, under ENPARD IV.
🇺🇳🇸🇪🇪🇺 The FAO Food Safety training is implemented through the support of the European Union and Sweden, under ENPARD IV.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გასტრობლოგერების მოლხენა ეთნოგრაფში

0
ქართული კულტურისა და გასტრონომიის აღმოსაჩენად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოს საერთაშორისო მოგზაურები და გასტრობლოგერები ესტუმრნენ, რომელთაც ეთნოგრაფში ვუმასპინძლეთ.
ეთნოგრაფი ქართული სტუმარმასპინძლობის ცოცხალი მუზეუმია, სადაც ნაციონალური სამზარეულო, რეგიონული კერძების სახასიათო გემოები, ინტერიერში დაბრუნებული კულტურული არტეფაქტები, ქართული ცეკვა-მუსიკა და სტუმრის მიღების საუკეთესო ტრადიციები ერთად იყრის თავს.
გვახარებს, რომ ქართულ მოლხენას, ჩვენი კერძების ავთენტურ გემოსა და გამასპინძლების წესს, სწორედ ეთნოგრაფში ვაზიარეთ სხვადასხვა ქვეყნის 180-მდე სტუმარი, რომელთაც აქამდე განუცდელი ემოციები გაიყოლეს თან.
მადლობას ვუხდით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შესაძლებლობისთვის, რომ ქართული კულტურისა და გემოს გასაცნობად, ეთნოგრაფი შეარჩია. გვიხარია, რომ ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სწორედ ამ მისიას ვემსახურებით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli