პარასკევი, აგვისტო 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება

0
მასწავლებლების ანაზღაურება

„37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეფორმები გაგრძელდება როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში.

„ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. ჩვენს საჯარო სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით და მეტით, დაახლოებით 25%-ს გაეზრდება ანაზღაურება სულ მცირე 300 ლარით. ყველა პედაგოგს სულ მცირე 200 ლარით გაეზრდება შრომის ანაზღაურება. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

0
საქართველოს ამინდის რუკა სოფლის მეურნეობის ფონით
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 27-29 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები და ტემპერატურის შემცირება. სოფლის მეურნეობისთვის ეს ცვლილებები მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოშობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

„ვაშლის ბაღს 35-ჯერ წამლავენ, რაც წარმოუდგენელია”

0

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორის მარიამ ჯორჯაძის განცხადებით, წარმოების სტანდარტის და აგროქიმიკატების გამოყენების დროს დოზების დაცვა არაბიომეურნეობების შემთხვევაშიც აუცილებელია. ვაშლის ბაღების  შეწამვლა წლის განმავლობაში 35-ჯერ ხდება.

მისი თქმით, პრობლემაა ფერმერებში შესაბამისი ცოდნა და ქიმიკატების გამოყენების წესების დაცვა, რასაც ფერმერების ნაწილი არ ითვალისწინებს.

“მწარმოებლები, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში, მაღალი რისკის ქვეშ არიან. ფერმერები ხშირ შემთხვევაში არ არიან ინფორმირებული, ქიმიკატები როგორ უნდა გამოიყენონ. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ონკოლოგიასთან“, – აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება – პროექტის მიზანია საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვა…

0

წარმოდგენილი იყო პროექტის შვიდი ძირითადი კომპონენტის – ბიომრავალფეროვნების პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, ჭალის ტყის აღდგენა და განვითარება, ტერიტორიაზე დაფუძნებული კონსერვაცია, ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგი, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეროვნული სისტემის გაფართოება, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება – მიზნების მიღწევის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების ანალიზი; ასევე, განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში 2024 წელს დაგეგმილი აქტივობები.

პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ მმართველი კომიტეტის რიგით მესამე სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომას საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი ესწრებოდნენ.
პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, 2021 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის მმართველი კომიტეტის წევრები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, დაცული ტერიტორიების, გარემოს ეროვნული და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოების, ბუნების მკვლევართა ქართული საზოგადოება „ორქისის“ წარმომადგენლები, ასევე, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის წევრები.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გრიპის ვირუსის გავრცელება აქტიურ ფაზაში შედის – სპეციალისტები გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობენ

0

„გრიპის ვირუსის შემთხვევები გახშირდა. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც, ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებში ფიქსირდება. ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელება აქტიურ ფაზაში შედის – სპეციალისტები იანვრის პირველ კვირაში გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობენ.
ვრცლად – rustavi2.ge/ka/news/272788

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ვარიაში არაჟნის შენახვისა და კარაქის დღვების ტრადიცია

0
ვარიაში არაჟნის შენახვისა და კარაქის დღვების ტრადიცია
| ხის მორისგან ძველებური ჭურჭლის, საგომელის დამზადების წესი
პირველი არხის არქივი

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში მარწყვის ბაღი მოეწყო – პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდადებულებს ხელფასის სახით დაერიცხებათ

0

მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პენიტენციურ დაწესებულებებში აგრარული მიმართულებით პროექტების განხორციელებას აგრძელებს.

ამჯერად, მე-15-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ღია გრუნტზე მარწყვის ბაღი მოეწყო. საზაფხულო სამუშაოები სხვა დაწესებულებებშიც დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო პროექტების ფარგლებში, მოსავლის რეალიზაცია რამდენიმე ობიექტში ხდება.

პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდადებულებს ხელფასის სახით დაერიცხებათ. პროექტის მიზანი მსჯავრდადებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია, ახალი პროფესიული უნარების განვითარება და მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.