მეთუნეობის ტრადიცია ზემო იმერეთში და ქვევრის დამზადების წესი…
ქვევრის დამზადების წესი… „ამ ჩვენს ნაშრომში, ამ ჩვენს ნაწვალებში ვინც ღვინოს ჩაასხამს, იმას გაუმარჯოს“
ქვევრის დამზადების წესი… „ამ ჩვენს ნაშრომში, ამ ჩვენს ნაწვალებში ვინც ღვინოს ჩაასხამს, იმას გაუმარჯოს“
სექტემბერი – მობრძანდა მადლიანი შემოდგომა
მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინავებლად საუკეთესო ამინდით. ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარულითა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს. უყურებს და ტკბება დამკრახული ყურძნის მტევნების, მუქი ლურჯი და ვარდისფერი ქლიავის, ფერად-ფერადი ვაშლისა და მსხლის, სხვა უტკბილესი და უგემრიელესი ხილის ცქერით, რომელსაც დროულად სჭირდება მოკრეფა-დაბინავება. ეს კი არც ისე ადვილი საქმეა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ხეხილის ჯიშების მიხედვით ნაყოფის სიმწიფის ხარისხიც. ნაადრევად მოკრეფილი ვაშლი ცუდად ინახება და არც არომატი აქვს შესაბამისი. არც დაგვიანებით მოკრეფილი ვარგა, გადამწიფებული კარტოფილივით ფხვიერი ხდება.
კრეფის ნორმალურად ჩასატარებლად აუცილებელია: კიბეები, ვედროები, კავები ტოტის მოსაწევად და ვედროს ჩამოსაკიდებლად, გრძელ ჭოკზე მიმაგრებული სპეციალური საკრეფი, რომელიც გამოიყენება ვაშლისა და მსხლის კენწეროებიდან ჩამოსაკრეფად. ვაშლის კრეფისას შეეცადეთ ნაკლებად დაზიანდეს ცვილი, რომლითაც დაფარულია ნაყოფი, ვინაიდან იგი აუცილებელია ნაყოფის შესანახად; ვედროშიც ფრთხილად ჩააწყვეთ, არ დაჟეჟოთ. მოკრიფეთ სათითაოდ და არა ორ-ორი ნაყოფი ერთად. კარგად ინახება მხოლოდ მწიფე (და არა გადამწიფებული ხილი).
მოკრეფილი ხილი ფრთხილად ჩააწყვეთ ხის ყუთებში და შეინახეთ ბნელ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 2-4ºჩ-ია, შეფარდებითი ტენიანობა – 85-90%. ხილი მოკრეფისთანავე უნდა დახარისხდეს, დაჟეჟილი და ჭიანი მოსცილდეს და ზომის მიხედვით გადაირჩეს, ხოლო შემდეგ ფრთხილად ჩალაგდეს 4%-იანი საჭმელი სოდით წინასწარ გარეცხილ ყუთებში ან დალაგდეს თაროებზე. ვ
აშლი დაალაგეთ ყუნწით ქვემოთ, მსხალი – პირიქით. იმისათვის, რომ ჰაერი არ გამოშრეს, საცავში დადგით წყლიანი თასი. ტენიან სარდაფებში დგამენ ჩამქრალი კირით სავსე ყუთს, რომ ზედმეტი ტენი შეიწოვოს. იქ, სადაც ხილი ინახება, არ შეიძლება მძაფრსუნიანი პროდუქციის ან ქიმიური საშუალებების (მათ შორის ბენზინის, ნავთის) შენახვა. ძალიან კარგად ინახება გაუქმებულ ჭაში კალათით ჩაკიდებული ხილი, მათ შორის ქლიავიც. სარდაფის უქონლობის შემთხვევაში ხილის შენახვა შეიძლება აივანზეც, ოღონდ წინასწარ სათითაოდ შეახვიეთ ქაღალდში და ისე ჩააწყვეთ, ხოლო ყინვის შემთხვევაში ყუთები შეფუთეთ. კარგად ინახება ვაშლი, მსხალი და კომში ღია აივანზე ან საკუჭნაოში დადგმულ სახურავიან ტახტებსა და სკივრებში, ოღონდ იქაც სათითაოდ ქაღალდში გახვეული ჩაალაგეთ. ყურძნის შესანახად ვარგისია სათავსი, სადაც ტემპერატურაა 5-6ºჩ, ტენიანობა – 80%, ასეთია სარდაფი. უკეთესია, თუ მტევნებს ასე ჩაალაგებთ – ერთი ფენა ნახერხი, შემდეგ მტევნები და ა.შ.
მოსავლის აღების შემდეგ, როცა ყველაფერს დააბინავებთ, ნაკვეთი გადაბარეთ. თუ სამი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, სასურველია, ყოველ 10 მ2-ზე 40-60კგ ნაკელის შეტანა. ყინვების დაწყებამდე გადაბარვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ყინვა ბელტებს შლის და ნიადაგს აფხვიერებს. გამხმარი და დაავადებული ხეები ძირიანად ამოძირკვეთ და ნაკვეთიდან გაიტანეთ. ხის ამოსაღებად ძირიდან 60-100 სმ-ის დაშორებით ირგვლივ მოთხარეთ და ყველა ფესვი გადაჭერით. როგორც კი ხეს გვერდზე გადახრით, მისი მოთხრა ადვილია.
სექტემბერში იბერტყება კაკალი; თხლად გაშალეთ მშრალ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება და დაცულია მღრღნელებისაგან. მსხვილი, მაღალხარისხოვანი კაკლები გადაარჩიეთ და შეინახეთ სათესლედ. ითესება ადრე გაზაფხულზე.
გახსოვდეთ
შესანახი ვაშლი და მსხალი იკრიფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზიანებლად.
აგვისტო – ბაღი. აგვისტოში იკრიფება საადრეო ჯიშის ვაშლი (პაპიროვკა, სუისლაპერი, ზაფხულის ატმისებრი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ღვინის ექსპორტი და მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლის შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას. „ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების დასადგენად, მიმდინარე წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით აშშ-ში სამომხმარებლო ბაზრის კვლევა ჩატარდა. კვლევის მიხედვით, ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა ამაღლდეს არა მხოლოდ კონკრეტულად დარგის პროფესიონალებში, არამედ ზოგადად, რიგით ამერიკელ მომხმარებლებში. მომხმარებელი არის საბოლოო რგოლი ღვინის გაყიდვების ჯაჭვში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშშ-ში მომხარებელზე ორიენტირებულ სარეკლამო კამპანია დაიგეგმა“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ. 2023 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და მხარდაჭერით, აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და ისეთ მედია საშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებშია. აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანია ამ ეტაპზე მოიცავს: Ø 16-18 სექტემბერს, პრესტიჟული ამერიკული ღვინის გამოცემის „Wine Enthusiast“ ერთ-ერთი რედაქტორი და სადეგუსტაციო კომისიის წარმომადგენლის ემილი სალადინო (Emily Saladino) ეწვევა საქართველოს.
ვიზიტის ფარგლებში იგი ჩაატარებს ქართული ღვინის ბრმა დეგუსტაციას და Wine Enthusiast-ის 100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით შეაფასებს წარდგენილ ღვინოებს, ასევე ეწვევა კახეთის რეგიონს. დეგუსტაციაზე წარდგენილი ღვინოების შეფასებები გამოქვეყნდება Wine Enthusiast-ის გვერდზე.
სექტემბერის თვეში განხორციელდება ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების ტური საქართველოში. 23 სექტემბერიდან, 2 კვირის განმავლობაში, ქალაქ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, აუთდორ კამპანიის ფარგლებში, ე.წ. 25 ლაითბოქსზე განთავსდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები. 26 სექტემბერს, ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა „გრანდ თეისტინგი“ ღვინის პროფესიონალების, მედიის და კომერციული სექტორის წარმომაგენლებისთვის გაიმართება. ოქტომბრისა და ნოემრის თვეებში, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას ადგილი პრესტიჟულ გამოცემა „New York Times“ დაეთმობა.
New York Times-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება ე.წ. ბლოკბანერი და ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ესტუმრება საიტს სარეკლამო ველში გამოუჩნდება ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ. აღნიშნული გამოცემის საშუალო ნახვა კვირის განმავლობაში 100 მლნ მომხმარებელს აჭარბებს.
თუ მოგზაურობისას გსურთ ქართული სამზარეულო დააგემოვნოთუთ, გთავაზობთ იმ ქვეყნების სიას, სად შეხვდებით ავთენტურ ქართულ გემოს
1. აშშ
ამერიკაში მრავალი ქართული რესტორანი გაიხსნა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ვაშინგტონი. ნიუ-იორკში მაგალითად, რესტორნები “Oda House” და “Chama Mama” სთავაზობენ სტუმრებს ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა ხინკალი, ხაჭაპური და სხვა ცნობილი კერძები.
2. რუსეთი
რუსეთში ქართული სამზარეულო ფართოდ გავრცელებულია და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში უამრავი ქართული რესტორანია, სადაც სტუმრებს უყვართ ავთენტური ქართული კერძების დაგემოვნება. “Хачапури и Вино” და “Генацвале” ამ ქალაქებში პოპულარული ქართული რესტორნებია.
3. უკრაინა
უკრაინაში ქართული რესტორნები დიდი პოპულარობით სარგებლობს. კიევში რესტორნები “Chachapuri”, “Mama Manana” და “Suluguni” ცნობილია ტრადიციული ქართული კერძებით, რომლებიც სტუმრებს ტრადიციულ ქართულ გემოს სთავაზობენ.
4. საბერძნეთი
საბერძნეთი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქართველ ემიგრანტებთან, ასევე გვთავაზობს ქართულ სამზარეულოს ავთენტურ რესტორნებში. ათენში “Tamara” და “Tbilisi” რესტორნები პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე ადგილობრივ გურმანებს შორის.
5. თურქეთი
თურქეთში ქართული სამზარეულო განსაკუთრებით გავრცელებულია სტამბოლში, სადაც მრავალრიცხოვანი ქართული რესტორნებია. “Machakhela” და “Tbilisi Restaurant” მოგზაურებს ქართული კერძების მრავალფეროვნებას სთავაზობენ.
6. ისრაელი
ისრაელშიც საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს საქართველოდან, ამიტომ ქართულ რესტორნებს აქაც შეხვდებით. თელ-ავივში და სხვა დიდ ქალაქებში რესტორნები, როგორიცაა “Georgian House” და “Nanuchka”, ქართულ გემოს არაერთ მოყვარულს იზიდავს.
7. პოლონეთი
პოლონეთი ასევე ცნობილი გახდა თავისი ქართული სამზარეულოთი, განსაკუთრებით ვარშავაში. ქართული რესტორანი “Gruzińskie Chaczapuri” პოპულარობით სარგებლობს, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ხაჭაპური, მწვადი და სხვა კერძები.
ქართულ სამზარეულოს უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ, სადაც ქართველ ემიგრანტები ცხოვრობენ. თუ მოგზაურობისას ქართული გემოს დატკბობა გსურთ, ეს ქვეყნები აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სამოგზაურო სიაში.
ალოე (Aloe vera) არის მრავალწლოვანი მცენარე, რომელიც ცნობილია თავისი მრავალი სამკურნალო თვისებებით და სილამაზით. მისი ფოთლები შეიცავს უნიკალურ გელს, რომელიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტებში. გაეცანით ალოეს უპირატესობებს და ის, როგორ შეუძლია ამ მცენარეს თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება. ვიდეო გაკვეთილი – ალოე
#gardeniashevardnadze #ზაქარიაჭელიძე
ხიზაბავრული ფენოვანი ხაჭაპური – მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი უნიკალური და გულგრილი კერძია, რომელიც გემოვნური თვისებებითა და ტრადიციული მომზადების მეთოდით გამოირჩევა. ე
ანწლი – ბუნებაში ფართოდ იყენებენ სხვადასხვა სამკურნალო თვისებების გამო. ანწლის ფასი და ხარისხი დამოკიდებულია ადგილზე მოყვანისა და დამუშავების მეთოდებზე.
როგორ შევინახოთ კარტოფილი სწორად: მარტივი და ეფექტური რჩევები – კარტოფილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მრავალმხრივი საკვებია, რომელსაც მრავალი რეცეპტისთვის ვიყენებთ. მნიშვნელოვანია მისი სწორი შენახვა. გაეცანით მარტივ და ეფექტურ რჩევებს, როგორ უნდა შეინახოთ კარტოფილი ისე, რომ მისი ხარისხი და გემო მაქსიმალურად შენარჩუნდეს.
irakli arabuli-ის ბლოგი
„ხაბიზგინა“ – ოსური სამზარეულოს ერთ-ერთი განსაკუთრებული და პოპულარული კერძია. ეს უგემრიელესი ხაჭაპური, რომელიც კარტოფილთან და ყველთან ერთად მზადდება, შესანიშნავი არჩევანია ოჯახის და მეგობრების შეკრებებისთვის.
🎞️ პირველი არხის არქივი
ხასხასა მწვანე ფოთლებში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული ან მსხვილი შინდისფერი ნაყოფით დახუნძლული ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს. ნაყოფი 63%-მდე წვენს შეიცავს, რომლის შემადგენლობაშიც 4,5-19,2% შაქრებია, 0,2-9% ლიმონისა და ვაშლის მჟავები, 14% ვიტამინი C. გამოიყენება როგორც ნატურალური სახით, ისე დასაკონსერვებლად (წვენის სახით). მისგან აყენებენ ალკოჰოლურ სასმელს, ე.წ. ბროწეულის ღვინოს და ადუღებენ უძვირფასეს საწებელს – მაშარაბს. ნაყოფის ქერქი და მასში არსებული თხელი ტიხრები შეიცავს 28% მთრიმლავ ნივთიერებებს, რომელთაც იყენებენ ტყავის დასამუშავებლად და სხვადასხვა ქსოვილის შესაღებად. გამოიყენება ჩამოცვენილი ფოთლებიც. ღეროსა და ფესვის ქერქი შეიცავს ალკალოიდებს.
მედიცინაში გამოიყენება ბროწეულის წვენი ყელის ტკივილის დროს, ყვავილების ნახარში შემკვრელი საშუალებაა კუჭის აშლილობის დროს. ქერქის ნახარშს ხმარობენ დამწვრობის, ანთებების სამკურნალოდ და კუჭის შემკვრელად. ფესვისა და ღეროს ქერქის ნახარში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მუცლის ყოველგვარი პარაზიტის მოსაცილებლად, ოღონდ მისი ხმარება მკაცრი დოზირებით უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწამვლა გარდაუვალია.
ადვილად ფესვიანდება ერთწლიანი კალმები, რომლებიც შემოდგომაზე უნდა აიჭრას; შეინახეთ გრილ სარდაფში მოთავსებულ ქვიშიან ყუთებში და გაზაფხულზე დარგეთ. მშვენივრად ფესვიანდება ადრე გაზაფხულზე აჭრილი და პირდაპირ დასაფესვიანებლად დარგული კალმებიც. ამობარეთ ერთ ბარისპირზე კვალი, ჩააწყვეთ შიგ კალმები დახრილად, დააყარეთ მიწა, კარგად მიუტკეპნეთ და მორწყეთ. თუ ფესვიანს იშოვით, შეგიძლიათ დარგოთ მუდმივ ადგილზე. ძალიან კარგად ფესვიანდება ამონაყარები გადაწვენითაც. დარგეთ აუცილებლად მზისგულზე, ჩრდილი არ უყვარს.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)