შაბათი, აპრილი 25, 2026
- Advertisement -
Google search engine

მუცო – განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის

0

მუცო — სოფელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის თემში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე.

განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის.

მუცოს ნასოფლარში შემავალი ძეგლებია:

  • ბორჩაშვილების ციხე-სახლი
  • ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი
  • თორღვაის კოშკი
  • თორღვაის ციხე-სახლი
  • კოშკიანი ციხე-სახლი
  • ჩოლოყაანთ კოშკი

 

ქალაქიდან სოფელში წასული მწერალი, რომელიც ბაღდათში 150 წლიან ოდაში ცხოვრობს

0

ქალაქიდან სოფელში წასული მწერალი, რომელიც ბაღდათში 150 წლიან ოდაში ცხოვრობს.

ის ჰყვება თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რა უპირატესობები აქვს სოფლად ცხოვრებას.

„დავიბადე და გავიზარდე თბილისში. მთელი ცხოვრება თბილისში გავატარე და 2020 წელს შევიძინე მიწა ბაღდათის რაიონში. თავის წესები აქვს ქალაქს, სადაც შენ ვერ ოპერირებ, თუ მეტი თავისუფლება გინდა, აქ სრული თავისუფლებაა. გადმოვედი ჩავყარე ვენახი, პატარა ოდა დამხვდა 150 წლის, რომელიც გავაკეთე.

რაც შენთვის არის საჭირო უნდა გააკეთო. ვინც მიცნობდა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თოხს ავიღებდი ხელში. სოფელი უპირატესია იმ გაგებით, რომ შენი თვითრეალიზება ხდება.

უნდა შევინარჩუნოთ სოფელი, სოფლის გარეშე ქვეყანა არ არსებობს“,- ამბობს ალექსანდრე პაიკიძე.

ნახეთ ვიდეო:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ფქვილზე საიმპორტო გადასახადი პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა

0

საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე 2023 წლის 12 ივნისს ამოქმედებული დროებით გადასახადის ვადა 1 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წლის 12 ივნისიდან მოქმედებს, რომელიც 2024 წლის პირველ მარტამდე იყო ძალაში და ტონაზე 50 ლარიდან 250 ლარამდე გაიზარდა.

გადაწყვეტილება ფქვილის ქერისა და ქატოს იმპორტის შემთხვევაში საბაჟო გადასახადზეც გავრცელდება, რომლის ვადაც 1 მარტს იწურებოდა გადავადება ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციისა და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერების მოთხოვნა იყო.

ფქვილის იმპორტირებისას გადასახადის დაწესების შესახებ 12 ივნისს ამოქმედებული დადგენილება 10 სექტემბერს შეიცვალა, რომლის მიხედვითაც 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს ყოველ კილოგრამზე 0.25 ლარის გადახდა უწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 200-დან 250 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა. ახალი დადგენილებით, იმპორტის რეგულირების სწორედ ეს ვერსია გახანგრძლივდა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, ნორმები ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე იქნება.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ გასული წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება და რუსული ფქვილის იმპორტზე 200-ლარიანი გადასახადი დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა. მიზეზი, რუსეთში ხორბლის ექსპორტისას არსებული ე.წ. საბაჟო გადასახადია, რომელიც ფქვილის შემთხვევაში ნულოვანია.

მოგვიანებით, საიმპორტო გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა და 100 ლარით განისაზღვრა.

როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელის დაწესებამ ყველა მიმართულებით შესამჩნევად დადებითი ეფექტი მოიტანა, კერძოდ: აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის, შედეგად, წისქვილკომბინატებმა განაახლეს მუშაობა და აღადგინეს მრავალმილიონიანი შენატანები საქართველოს ბიუჯეტში, პურის ფასი სტაბილურია და გამოწვევები არ არსებობს.

„ოტიას ეზო“ – როგორ გამოიყურება მწერლის კარ-მიდამო

0

“ოტიას ეზო” – ეზო, რომელიც მოიცავს მუზეუმს, მარანს, მასტერკლასებისა და კულტურული ღონისძიებების სივრცეს.

ოტია იოსელიანის შვილიშვილი 27 წლის ასაკ­ში მა­მა­პა­პი­სე­ულ სახ­ლში დაბ­რუნ­და და ბა­ბუ­ის ეზოს ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა… ცნო­ბი­ლი წი­ნაპ­რის სახ­ლი რომ არ და­კე­ტი­ლი­ყო, ოჯახ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და წყალ­ტუ­ბო­სა და თბი­ლისს შო­რის ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი გა­ი­ბა. ამ­გვა­რად, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ოტია იო­სე­ლი­ა­ნის სახ­ლი “სი­ჩუ­მეს” გა­და­არ­ჩი­ნეს და არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სახლ-მუ­ზე­უ­მად აქ­ცი­ეს.

ოტიას ეზოს სხვა დატვირთვაც აქვს – აქ მისული სტუმრები და ტურისტები ადგილზე წარმოებულ პროდუქციას ეცნობიან და აგემოვნებენ. სახელზე ბევრი არც უფიქრიათ, ალბათ, ძნელად შეირჩეოდა სხვა უფრო ეფექტური სახელი, ამგვარ ბმაში რომ ყოფილიყო მწერალთან. ასე შეიქმნა პროექტი „ოტიას ეზო“, საკუთარი ლოგოთი და ნატურალური პროდუქტებით.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

“კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს

0
xr:d:DAGCHA4b0I0:3,j:4335139175096207044,t:24041112

2024 წლის 10 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მედიაჰოლდინგ “შენის” თანამშრომლობა, ასევე მათთვის არაერთი სიახლე შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერას გიორგი ფხაკაძე სრულიად საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს. ეს პროექტი კი საკუთარი მშობლიური ქალაქიდან, ქუთაისიდან დაიწყო…

“შეხვედრა უკავშირდებოდა ჩვენს ახალ პროექტს – მედიაჰოლდინგ “შენის” 11-დან ერთ-ერთ ვებგვერდ sheniganatleba.ge -ზე შევქმნით პლატფორმას “შენი სიტყვა”, რომლის მიზანია, სტუდენტებს, ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, გამოხატონ აზრი იმ პროფესიის შესახებ, რასაც ეუფლებიან.

მათ საშუალება ექნებათ, ჩვენს პლატფორმაზე გამოაქვეყნონ სტატია თანდართული ვიდეოთი, სადაც მოკლედ და ლაკონიურად ახსიან, თუ რას ფიქრობენ იმ პროფესიის შესახებ, რაც აირჩიეს. სტუდენტები ამით საკუთარ თავს გააცნობენ ფართო საზოგადოებას და გაუწევენ პოპულარიზაციას იმ უნივერსიტეტს, რომელსაც წარმოადგენენ.

მჯერა, რომ ახალგაზრდების ფართო ჩართულობა და საჯაროობა არის სწორი გზა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენი მედიაჰოლდინგი კარს უხსნის ახალგაზრდობას, სტუდენტობას და უზრუნველყოფს მათ პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს…” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

შეხვედრის შესახებ ისაუბრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა იმერი ბასილაძემაც:

“დღევანდელ შეხვედრაზე შევჯერდით –  ეს პროექტი არის საუკეთესო და გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ კომუნიკაცია, რაც აკლია სტუდენტებს, იყოს მრავალფეროვანი და მრავალმხრივი. თანაც, ეს პროექტი პოპულარულზაციას გაუწევს უნივერსიტეტს და ჩვენს სტუდენტებს განუვითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს.
ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი ფხაკაძის ამ შემოთავაზებით სტუდენტების ძირითადი ნაწილი დაინტერესდება, რა თქმა უნდა.

ამასთან, ფაკულტეტებიდან მათ გამოეყოფათ კურატორები, რომლებიც გარკვეულ დახმარებას გაუწევენ ინფორმაციის წარმოდგენის და რედაქტირების მხრივ და ეს ინფორმაცია, რომელიც განთავსდება ვებგვერდებზე, არამხოლოდ უნივერსიტეტის პოპულარიზაციას მოახდენს, არამედ თავად სტუდენტებისათვისაც იქნება ხელსაყრელი, რადგან ისინი გახდებიან ცნობადები და გამოქვეყნებული ინფორმაცია იქნება მათთვის საინტერესო.”

ეკატერინე გაჩეჩილაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე:

“უნივერსიტეში სტუმრად გვყავდა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელმაც გამართა შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

მან წარადგინა თავისი კონცეფცია, რომელიც განკუთვნილია სტუდენტების თავისუფალი სიტყვასთვის, მათი თავისუფალი ნების გამოხატვისათვის. გიორგი ფხაკაძემ დააანონსა ახალი პლატფორმა “შენი სიტყვა” , სადაც სტუდენტები შეძლებენ 50-წამიანი ვიდეოების ატვირთვას, რომელშიც გააჟღერებენ მათ ინტერესებსა და იდეებს.

რა თქმა უნდა, ამ პლატფორმამ დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგზარდებში, გაიმართა აქტიური ინტერაქცია, დისკუსია. გვჯერა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ათეულობით ვიდეო ჩაიწერება ახალი პლატფორმისთვის….”

#drpkhakadze

კენკროვანი კულტურების მოსავალი მნიშვნელოვნად დაზიანდა – მოსავლის დაზიანება, პროდუქციის ღირებულებაზეც აისახება

0
კენკროვანი კულტურების მოსავალი მნიშვნელოვნად დაზიანდა - მოსავლის დაზიანება, პროდუქციის ღირებულებაზეც აისახება
#image_title

ძლიერი წვიმები საქართველოში: კენკროვანი კულტურების მოსავალი მნიშვნელოვნად დაზიანდა და მოსავლის დაზიანება, პროდუქციის ღირებულებაზეც აისახება.

ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებულმა ძლიერმა და ხანგრძლივმა ნალექმა სერიოზული ზიანი მიაყენა კენკროვანი კულტურების ბაღებს. როგორც მეწარმეები აღნიშნავენ, დაზიანდა როგორც მოსავლის რაოდენობა, ისე ხარისხი, რაც პროდუქციის ღირებულებაზე პირდაპირ აისახა.

უხვმა ნალექმა კენკროვანი კულტურები მნიშვნელოვნად დააზიანა

ერთ-ერთი ფერმერი, რომელიც აქტიურად მოჰყავს კენკროვანი მცენარეები, ამბობს, რომ ბაღების არანაკლებ 40% უკვე დაზიანებულია. მისი თქმით, ხშირი წვიმები ნეგატიურად მოქმედებს ნაყოფის ხარისხზე, რაც ფასებს მნიშვნელოვნად ამცირებს:

„წვიმიანი ამინდი ხელს არ აძლევს კენკროვან კულტურებს. ნაყოფი კარგავს ვიზუალურ და გემურ მახასიათებლებს, რის გამოც გაყიდვადობაც იკლებს. მოსავლის ხარისხის დაქვეითება ბუნებრივად იწვევს ფასების კლებას“, — აღნიშნავს ის.

მეორე მოსავლის მოლოდინი აგვისტოში

ფერმერის განცხადებით, საადრეო ჯიშების კრეფა უკვე დასრულებულია, თუმცა მეორე ეტაპი — ამერიკული ჯიშის კენკრის მოსავალი — აგვისტოს შუა რიცხვებში იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯიში შედარებით უხვმოსავლიანია, იგი მაინც მგრძნობიარეა კლიმატური ცვლილებების მიმართ, განსაკუთრებით კი გადაჭარბებული ნალექის შემთხვევაში.

რისკები და პროგნოზები

გადაჭარბებული ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემები მხოლოდ მოკლევადიან ფინანსურ ზარალს არ გულისხმობს — ასევე, ეს ქმნის გამოწვევებს შენახვის, ტრანსპორტირების და ექსპორტის თვალსაზრისითაც. დაბალი ხარისხის პროდუქტი რთულად იყიდება საერთაშორისო ბაზარზე, რაც ექსპორტიორების წინაშე დამატებით სირთულეებს აჩენს.


📌 დასკვნა:
ცუდი ამინდი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორზე მკვეთრად აისახა. კენკროვანი კულტურების მწარმოებლები დღეს დგანან გამოწვევის წინაშე — როგორ უზრუნველყონ ხარისხიანი მოსავალი და კონკურენტუნარიანი ფასები მუდმივად ცვალებად გარემო პირობებში.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

თხილის ბუჩქების ხმობის პრობლემამ პიკს მიაღწია

0
რა უნდა ვიცოდეთ თხილის კულტურის გაშენებისას - რჩევები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
#image_title

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, თხილის ბუჩქების უეცარი ხმობის პრობლემამ პიკს მიაღწია და ზოგიერთ ბაღებში ხმობის კოეფიციენტი 50%-საც აღწევს. გაერთიანება მეთხილე ფერმერებს მიმართავს და მათ ხმობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.

ორი წელია თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად ვცდილობთ მიზეზის იდენტიფიცირებას და პრევენციის გზების პოვნას. პროცესში ჩართულები არიან იტალიელი და თურქი მეცნიერებიც. სამწუხაროდ კონკრეტული მიზეზის იდენტიფიცირება მაინც ვერ მოხერხდა, თუმცა ამ მომენტისათვის ჩვენი საერთო ფოკუსი “ქსანტომონას” ბაქტერიაა”, – წერია განცხადებაში.

ასოციაციის ცნობითვე, ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზე გახმა თხილის ნარგავები, ამიტომ ასოციაციის წევრ ფერმერებს სთხოვენ მიაწოდონ ინფორმაცია, ზარალის მასშტაბის დასადგენად.

“მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვგეგმავთ მოვიძიოთ რესურსები, რათა დავეხმაროთ ფერმერებს რომლებიც აღმოჩნდნენ აღნიშნული გამოწვევის წინაშე და გავზარდოთ პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობა”, – წერია განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

არასდროს ჭამოთ სტრესისას – ემოციური ჭამის საფრთხე

0
ემოციური ჭამა და სტრესი – რატომ არ უნდა გავათავისუფლოთ ემოცია საჭმლით

💡 არასდროს გამოიყენოთ საკვები ემოციებისგან განტვირთვისთვის

📅 7 ივლისი, 2025
✍ სტატია მომზადებულია shenisofeli.ge-ს რედაქციის მიერ

🍽 რატომ ვჭამთ, როცა სევდიანები ვართ?

ძალიან ხშირად ადამიანები საკვებს არ ჭამენ შიმშილის გამო – არამედ ემოციური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ეს ფენომენი ცნობილია როგორც ემოციური კვება, და ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ქცევით შეცდომას, რაც ჯანმრთელობასა და წონას პირდაპირ ზიანს აყენებს.

📺 როგორც საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განმარტა პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ:
„არასდროს გამოიყენოთ საკვები ემოციებისგან განტვირთვისთვის. საკვები არ არის ფსიქოლოგიური დახმარების ინსტრუმენტი“.

😞 ემოციური ჭამის ძირითადი გამომწვევი მიზეზები

  • სტრესი ან შფოთვა — კორტიზოლის მომატება აუმჯობესებს შაქრიანი ან ცხიმიანი საკვების მოთხოვნას
  • მარტოობა ან მოწყენილობა — ტკბილეულით ან კომფორტული საჭმლით “თავსმოყვანა”
  • საჩუქრის ან წახალისების მცდელობა — საჭმელი როგორც პრიზი ან კომპენსაცია
  • ბავშვობის მეხსიერებები — „ტკბილეულით დამშვიდება“ ხშირად ბავშვობიდან მოდის

🚫 რისკები: რატომ არ უნდა გავაგრძელოთ ეს ჩვევა?

ემოციური ჭამა დროთა განმავლობაში იწვევს:

  • ჭარბწონიანობასა და სიმსუქნეს
  • მეტაბოლურ სინდრომს და დიაბეტს
  • საჭმლისადმი დამოკიდებულებას
  • ნერვულ ან შფოთვით აშლილობებს
  • თვითშეფასების დაქვეითებას და დანაშაულის გრძნობას

✅ რას გვირჩევს პროფესორი გიორგი ფხაკაძე?

  • განსაზღვრეთ ჭამის მიზეზი — მართლა გშიათ თუ უბრალოდ გრძნობა გიშლით ხელს?
  • შეაჩერეთ ავტომატური რეაქცია — წაიკითხეთ წიგნი, გაისეირნეთ ან გაიღრმავეთ სუნთქვა
  • გამოიყენეთ ემოციებთან გასამკლავებელი ჯანსაღი ალტერნატივები
  • დარეგულირეთ კვების გრაფიკი — რაციონი და დრო მნიშვნელოვანია

„ემოციებისგან გათავისუფლება ფსიქოლოგიის საქმეა, არა საჭმლის. საკვები ემოციურ პრობლემებს ვერ წყვეტს“ — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

📌 შეჯამება

  • ემოციური ჭამა რეალურ პრობლემას წარმოადგენს
  • საკვების არასწორი გამოყენება შეიძლება გამხდარიყოს ჯანმრთელობის საფუძველი პრობლემის
  • აუცილებელია ემოციებისთან გამკლავების ჯანსაღი სტრატეგიების ძიება
  • პროფესორ ფხაკაძის რჩევები ეფექტურია ყოველდღიურ პრაქტიკაში

❓💬 კითხვები და პასუხები

❓ ჭამის დროს როგორ ვიცნობ განსხვავებას შიმშილსა და ემოციას შორის?
💬 შიმშილი მოდის თანმიმდევრულად და ფიზიკურად იგრძნობა. ემოციური ჭამა კი უეცარი და კონკრეტულ საკვებზე მომართული სურვილია.

❓ რა არის ემოციური ჭამისგან თავის დაღწევის პირველი ნაბიჯი?
💬 გააცნობიერეთ ემოცია და გააჩერეთ რეაქცია – წყალი დალიეთ, 5 წუთით დაისვენეთ და შეაფასეთ – ნამდვილად გშიათ თუ არა.

📲 გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

✔ მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

  • 🔹 iPhone: https://apps.apple.com/app/sheniekimi/id6746522706
  • 🔹 Android: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.sheniekimi.app
  • 📡 Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

📚 წყარო:

საქართველოს პირველი არხი. პირადი ექიმი – მარი მალაზონია. „არასდროს გამოიყენოთ საკვები ემოციებისგან განტვირთვისთვის“. 7 ივლისი, 2025.
🔗 სტატიის ბმული

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi #აქხარისხია

რა ვიცით ამ დროისთვის? – მესამე ვიზიტორი ვარსკვლავთშორისი სივრციდან — ახალი ობიექტი ჩვენი მზის სისტემაშია!

0
რა ვიცით ამ დროისთვის? - მესამე ვიზიტორი ვარსკვლავთშორისი სივრციდან — ახალი ობიექტი ჩვენი მზის სისტემაშია!
#image_title

მესამე ვიზიტორი ვარსკვლავთშორისი სივრციდან — ახალი ობიექტი ჩვენი მზის სისტემაშია!

ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
sheniekimi.ge | ოფიციალური სამეცნიერო საინფორმაციო პლატფორმა
ასტრონომებმა აღმოაჩინეს იდუმალი ობიექტი — A11pl3Z, რომელიც ჩვენი მზის სისტემისკენ 245,000 კმ/სთ სიჩქარით მოემართება. ეს არის ვარსკვლავთშორისი ობიექტი, და მხოლოდ მესამედ ისტორიაში, როცა მსგავსი მიგნება დადასტურდა!
რა ვიცით ამ დროისთვის?
• აღმოჩენა განახორციელა ATLAS სისტემამ, ხოლო დამტკიცდა NASA-სა და საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირში.
• ობიექტი სავარაუდოდ წარმოშობით სოლარულ სისტემის გარეთ არის.
• დიამეტრი: 12 მილიამდე — ეს მასსაში საკმაოდ სოლიდურ ობიექტად აქცევს.
• მზესთან ყველაზე ახლოს ოქტომბერში გაივლის, შემდეგ კი სამუდამოდ დატოვებს ჩვენს სისტემას.
• დედამიწაზე არ ემუქრება, მაგრამ მეცნიერები მას მუდმივად დააკვირდებიან.
კვლევაში ჩაერთვებიან:
• Vera C. Rubin-ის ობსერვატორია
• მარსის როვერები, თუ იქნება ამის შესაძლებლობა
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
ვარსკვლავთშორისი ობიექტები იშვიათია:
ადრე გამოვლენილი ობიექტებიდან მხოლოდ 2 იყო მსგავსი — მათ შორის ყველაზე ცნობილი ‘ოუმუამუა’, რომელმაც უცხოპლანეტურ ზონას ეჭვი გააჩინა.
A11pl3Z — ფანჯარა კოსმოსის სიღრმეში:
მისი უცნაური სიჩქარე და მარშრუტი მიგვანიშნებს, რომ ის ჩვენს მზის სისტემაში “სტუმარია”. სწორედ ასეთი ობიექტები გვაძლევს იშვიათ შანსს გავიგოთ მეტი იმ გალაქტიკების შესახებ, სადაც შესაძლოა სიცოცხლე ან სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობდეს.
ინტერესი საქართველოშიც უნდა გაიზარდოს:
  • ახალი თაობის მოზარდებისთვის ასეთი აღმოჩენები მოტივაციის წყაროა — მეცნიერება, კოსმოსი და სამყაროს შესწავლა ჩვენი მომავლის ნაწილია. უნდა გავამყაროთ STEAM განათლება და წვეთი კოსმოსური ინსპირაციისაც კი ბევრს შეუძლია მომავალი მეცნიერის გაზრდა.
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” — და იყავი პირველი, ვინც გაიგებს მნიშვნელოვან სამეცნიერო სიახლეებს!
მეცნიერება, კოსმოსი, ჯანმრთელობა — ყველაფერი ერთ სივრცეში
შეიძინე სანდო ინფორმაცია მარტივად, ქართულად
მიიღე ყოველკვირეული ინფორმაცია შენთვის საინტერესო თემებზე
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
მეტი სანდო სამეცნიერო ინფორმაცია:
www.sheniekimi.ge – შენი სივრცე, შენი სამყარო, შენი მეცნიერება.
პროფესორი გიორგი ფხაკაძედავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
კონფლიქტების ინტერესის განცხადება:
ავტორს არ აქვს კომერციული ან პირადი ინტერესი, რომელიც გავლენას ახდენს ამ პუბლიკაციის შინაარსზე.
ლიტერატურა:
1. EarthSky Editors. New interstellar object candidate heading toward the sun: A11pl3Z [Internet]. EarthSky; 2025 Jun 30 [cited 2025 Jul 3]. Available from: https://earthsky.org/…/new-interstellar-object-candidate…/
2. NASA. Interstellar Visitors: What We’ve Learned From ’Oumuamua and 2I/Borisov [Internet]. NASA; 2023 [cited 2025 Jul 3]. Available from: https://solarsystem.nasa.gov/…/1542/interstellar-visitors/
3. International Astronomical Union. Interstellar Object Candidate A11pl3Z Registered [Internet]. IAU Central Bureau for Astronomical Telegrams; 2025 [cited 2025 Jul 3]. Available from: https://www.cbat.eps.harvard.edu/iau/cbat.html
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

გიორგი ფხაკაძის ახალი პროექტები საქართველოში

0

გიორგი ფხაკაძის ახალი პროექტები საქართველოში:

www.sheniekimi.ge, www.shenidasveneba.gewww.sheniambebi.gewww.shenisofeli.gewww.sheniinterieri.gewww. shenihoroskopi.gewww.sheniganatleba.ge

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ, შექმნა ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საინფორმაციო პროექტი www.sheniekimi.ge

ეს არის პირველი დამოუკიდებელი საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 7 ვებ და facebook-გვერდებს; 3 Instagram-გვერდს; YouTube და TikTok არხებს; Twitter – სა და X პლატფორმას… ყველა ერთად კი, ყოველთვიურად 500,000-მდე ადამიანს აწვდის ქართულენოვან, დამოუკიდებელ, აპოლიტიკურ, აქტუალურ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სიახლეებზე. ასევე – მსჯელობას, ანალიზსა და ექსპერტების არგუმენტებს.

sheniekimi-ის მიზანია, გააშუქოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ ინფორმაცია და გასაგებ, მისაღებ ენაზე მიაწოდოს ქართულენოვანი საზოგადოების ყველა ფენას, ასაკობრივ ჯგუფსა და სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს მათთვის კომფორტულ და მისაღებ პლატფორმაზე.

  • sheniekimi.ge აშუქებს ჯანმრთელობის შესახებ ყველა საკითხს – მედიცინის სიახლეებით დაწყებული, მკურნალობითა და ჯანდაცვის სამინისტროს სიახლეებით დამთავრებული.

2023 წელს შეიქმნა პირველი პლატფორმა www.sheniekimi.ge

შემდეგ გამოვიდა www.sheniambebi.ge , სადაც საზოგადოებას ვაწვდით სიახლეებს, მათთვის საინტერესო და სახალისო ინფორმაციას…

ასევე, ჩვენი ვებგვერდებია:

www.sheniganatleba.ge

  • sheniganatleba.ge – აშუქებს ყველაფერს, რაც საქართველოს განათლების სფეროს უკავშირდება და ასევე ყურადღებას ვამახვილეთ საერთაშორისო ტენდენციაზე ამ მიმართულებით… განათლებისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ჩვენი პლატფორმის პრიორიტეტია…

www.shenisofeli.ge

  • shenisofeli.ge – აშუქებს სოფლის ცხოვრებასა, დავინტერესდებით და გავავრცელებთ საქართველოს რეგიონებისა თუ სოფლების მაცხოვრებელთა საინტერესო ამბებს, ისტორიებს, მიღწევებსა და მათთვის საჭირო ინფორმაციას…

www.shenidasveneba.ge

  • shenidasveneba.ge – საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას იმ ყველა დეტალის შესახებ, რაც დასვენებას, მოგზაურობასა და განტვირთვას შეეხება… ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ კურორტებზე, დასასვენებელ ადგილებზე, საინტერესო ტურისტულ ობიექტებზე, რაც საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ეკონიმიკის წინსვლას შეუწყობს ხელს… ამასთან ერთად, ადამიანებიც სრულფასოვან ინფორმაციას მიიღებენ დასვენებისა და მოგზაურობის შესახებ…

www.shenihiroskopi.ge

  • shenihiroskopi.ge შეიქმნა მათთვის, ვისაც სჯერა და სწამს, რომ მათი ცხოვრების გზას პლანეტების განლაგება განაპირობებს… ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ჰოროსკოპსა და ზოდიაქოს ნიშანთა თავისებურებებს შეეხება…

www.sheniinterieri.ge

  • sheniinterieri.ge საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ინტერიერზე, ექსტერიერზე, სახლის მოწყობასა და ყველა იმ საკითხზე, რაც კომფორტულ გარემოში ადამიანის ჯანსაღ ცხოვრების წესს უკავშირდება. ამ პლატფორმას არამხოლოდ ესთეტიკური, არამედ საჭირო ინფორმაციის გავრცელების დატვირთვა აქვს. მაგალითად, ჩვენ ვსაუბრობთ ერგონომიკაზე – კომფორტულ საცხოვრებელ და სამუშაო გარემოზე, რაც ჯანმრთელობის საწინდარია… ამასთან ერთად, ჩვენი აუდიტორია მუდმივად შეიტყობს ინტერიერისა და ექსტერიერის შესახებ უახლეს ტენდენციებს… რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობის შესახებ… ჯანსაღი საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო ჩვენი პლატფორმის პრიორიტეტია… ზემოთ ხსენებული ყველა საინფორმაციო პლატფორმა ყოველდღიურად ასევე აქვეყნებს შესაბამისი აუდიტორიისთვის შესატყვის ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ.

არ ვთანამშრომლობთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართულნი არიან თამბაქოს, ბავშთა ხელოვნური კვების, იარაღის, და სათამაშო ბიზნესებთან წარმოებასა და მათთან დაკავშირებულ კომპანიებთან.

ასევე არ ვითანამშრომლებთ იმ ფარმაცევტულ კომპანიებთანაც, რომელთა წამლებს არ ექნება ევროკავშირის წამლის სააგენტოს სერტიფიკათი. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ეს ხდება პირველად, როდესაც თავიდანვე ვზღუდავთ საკუთარ პლატფორმას ამ მიმართულებით, რადგანაც ჩვენთვის პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა. ყველა ჩვენი სტატია თუ სხვა სახის საინფორმაციო კონტენტი მიმართულია საზოგადოების ჯანდაცვის გაუმჯობესებისკენ. ჩვენი პლატფორმის თითოეული კომპონენტი ხელს შეუწყობს სიჯანსაღის პროპაგანდას და თქვენ მიიღებთ სწორ, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას.

www.sheniekimi.ge

www.shenidasveneba.ge

www.sheniambebi.ge

www.shenisofeli.ge

www.sheniinterieri.ge

www.shenihoroskopi.ge

www.sheniganatleba.ge Instagram:

https://www.instagram.com/sheniambebi.ge

https://www.instagram.com/sheniinterieri

https://www.instagram.com/drpkhakadze YouTube:

https://youtube.com/@drpkhakadze TikTok:

https://www.tiktok.com/@drpkhakadze

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli