„ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 02.11.2020 წლის №02/73 ბრძანებით, „ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოში და მათ შორის აჭარაში ხელსაქმეს ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.აჭარაში ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა. ქარგვის ტრადიციები აჭარაში ძველიდან მომდინარე ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი საინტერესო გაგრძელებაა. აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია ორნამენტი და სიუჟეტური მრავალფეროვნება. ძირითადად, დამახასიათებელი იყო მცენარეული, ცხოველური და ანთროპომორფული სახეები. გვხვდება გეომეტრიული ფორმებიც. აჭარულ ნაქარგობას მჭიდრო პარალელები ეძებნება ქართულ საეკლესიო ნაქარგობაში გამოყენებულ მხატვრულ-სიმბოლურ ფორმებთან. ასეთებია: ჯვარი, ვარსკვლავი, რომბი, მასში ჩაქარგული ჯვარი, ან რომბში მოქცეული ჩიტები, თევზები, მზის სიმბოლოები, ირმები, მიხაკები, და ოთხყურა მცენარეული ორნამენტები. განსაკუთრებით კი საინტერესოა სიცოცხლის ხის თემის ფორმათა გადმოცემის ვარიანტები.
საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება
აპრილი
დადგა აპრილი, წელიწადის უმშვენიერესი თვე, გაიღვიძა ბუნებამ, ხემ, ბუჩქმა, ბალახმა. ეს ის დროა, როცა მამულის პატრონი მუხლჩაუხრელად უნდა შრომობდეს; ახლაა საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება.
ბაღი. თუ ბაღში ხეხილის სხვლა დღემდე ვერ მოახერხეთ, ყვავილობის დამთავრების შემდეგ ხმელი ტოტები მაინც მოაჭერით, ძირები ამოუბარეთ, თუ ნაკელი გაქვთ, ნაცარიც შეურიეთ და ჩაბარეთ. თუ თქვენი ბაღი სამხრეთ ექსპოზიციაზე მდებარეობს, ალბათ მორწყვაც დასჭირდება. თუ ეს ასეა, ჯერ სასუქი ჩაუბარეთ და მერე კარგად დაუტბორეთ ჯამები.
ეს ის პერიოდია, როცა შეგიძლიათ დარგოთ ყველა სახის ხეხილი და კენკროვანი ბუჩქები, მათ შორის ხენდროც (კულტურული მარწყვი), რომელიც ირგვება 40სმ-ის რიგთაშორისებში და 25 სმ – მცენარეთა შორის. შეიძლება 20 სმ მცენარეთა შორის და 60სმ – რიგთა შორის. ნერგი ისე უნდა დარგოთ, რომ მისი შუა ნაწილი მიწაში არ მოყვეს, ანუ იმავე სიღრმეზე, როგორც იყო დარგული. თუ საშუალება გაქვთ და ორმოებში 1-2 მუჭა ნაკელსაც ჩააყოლებთ, საუკეთესო მოსავალს მოიწევთ.
ვენახი. თუ ვაზი დღემდე არ გაგისხლავთ, ნუღარ გადადებთ, სასწრაფოდ ჩაატარეთ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია. სხვლის დროს, გარდა იმისა, რომ თითოეული ვაზი შეძლებისდაგვარად უნდა დატვირთოთ, სხვაც ბევრია გასათვალისწინებელი…
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 ავიარეისს ნიშნავს. დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:
2 მაისი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -18:15 საათზე.
3 მაისი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 18:15 საათზე.
6 მაისი: ნატახტარი -ამბროლაური, გაფრენა – 17:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა – 18:15 საათზე.
8 მაისი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 16:15 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 18:15 საათზე;
შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საქართველოში 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა
საქართველოში ირანიდან 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა – როგორია სხვა ქვეყნების მონაცემები
იანვარ-მაისში საქართველოში საზამთროს იმპორტი 13%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასული წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 849 720 დოლარის 2 811 ტონა საზამთრო, ხოლო მიმდინარე წელს 976 460 დოლარი 3 078 ტონა.
საქართველომ 2024 წლის პირველ 5 თვეში საზამთრო ირანისგან, თურქეთისა და ნიდერლანდებისგან იყიდა. საანგარიშო პერიოდში, ყველაზე დიდი რაოდენობით საზამთრო საქართველოში ირანიდან შემოვიდა. ირანის წილი საზამთროს იმპორტში 56.5%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზეა თურქეთი, მისი წილი იმპორტში 41.2%-ია, ხოლო ნიდერლანდების წილი მხოლოდ 2.3%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქართული წარმოების საზამთროს იმპორტი არ განხორციელებულა.
დასაქმებულთა სამუშაო გარემოს საკითხებზე შრომის ინსპექციის ხელმძღვანელობა ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდა
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და მისი პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ.
ღონისძიების მთავარი თემა დასაქმებულის სამუშაო გარემოსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო. შეხვედრაზე განხილული იყო შრომის ინსპექციისა და დამსაქმებელთა როლი ამ პროცესში.
„საუბარი შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შედეგებსაც: 2018 წლიდან დღემდე 42%-ით არის შემცირებული სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა. ყოველწლიურად რამდენჯერმე იზრდება ინსპექტირებების რაოდენობა როგორც უსაფრთხოების ისე უფლებების მიმართულებით.
შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს თანამონაწილეობით ჩატარდა. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს როგორც ბიზნეს ასოციაციების თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე საჯარო-კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებას, რომელიც საბოლოო ჯამში, ეფექტურ შედეგებს იძლევა როგორც ბიზნეს გარემოს, ასევე დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა“ -რამდენი მლნ სჭირდება „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარების სუბსიდირებას 2024-2029 წლებში?
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში უკვე გაცემული სესხების თანადაფინანსებისთვის 2024-2029 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 408,904,700 ლარი და 3 881 დოლარი იქნება გადასახდელი.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა.
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით“, რომლითაც სახელმწიფო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სესხის პროცენტის თანადაფინანსების გზით, იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომას სთავაზობს, 2013-2023 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტის (5,992,122,690 ლარი და 879,005,435 დოლარი) სესხია გაცემული, რომელთა თანადაფინანსებისთვის უკვე 879 მლნ ლარია გადახდილი.
ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი დაარსდება
პარლამენტმა 78 ხმით, „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.
საკითხი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტში ასახულია რედაქციული ხასიათის ცვლილებები.
კანონპროექტის მიღებით ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი დაარსდება. შესაბამისად, კანონის პროექტით დგინდება გურიის ეროვნული პარკის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები.
კანონპროექტით წესრიგდება გურიის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული ტერიტორიისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ობიექტების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.
პროექტით აგრეთვე წესრიგდება გურიის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვასთან, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმთან, ქონებრივ ურთიერთობებთან, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, გურიის ეროვნული პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოკორიდორების შექმნას, ეკოლოგიური ქსელის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ეკოტურისტულ სერვისებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გურიის გეგმარებითი ეროვნული პარკი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიაა, რომელიც წარმოდგენილია კავკასიის ეკორეგიონული კონსერვაციის განახლებული გეგმის (ECP 2020) ბიომრავალფეროვნებისთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე არეალების (Key Biodiversity Areas / KBAs) ნუსხაში, დასახელებით „ბახმარო“.











