საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აპრილი

დადგა აპრილი, წელიწადის უმ­შვენიერესი თვე, გაიღვიძა ბუნებამ, ხემ, ბუჩქმა, ბალახმა. ეს ის დროა, როცა მამულის პატრონი მუხლჩა­უხ­რელად უნდა შრომობდეს; ახლაა საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება.
ბაღი. თუ ბაღში ხეხილის სხვლა დღემდე ვერ მოახერხეთ, ყვავილობის დამთავრების შემდეგ ხმელი ტოტები მაინც მოაჭერით, ძირები ამოუბარეთ, თუ ნაკელი გაქვთ, ნაცარიც შეურიეთ და ჩაბარეთ. თუ თქვენი ბაღი სამხრეთ ექსპოზიციაზე მდებარეობს, ალბათ მორწყვაც დასჭირდება. თუ ეს ასეა, ჯერ სასუქი ჩაუბარეთ და მერე კარგად დაუტბორეთ ჯამები.
ეს ის პერიოდია, როცა შეგიძლიათ დარგოთ ყველა სახის ხეხილი და კენკროვანი ბუჩქები, მათ შორის ხენდროც (კულტურული მარწყვი), რომელიც ირგვება 40სმ-ის რიგთაშორისებში და 25 სმ – მცენარეთა შორის. შეიძლება 20 სმ მცენარეთა შორის და 60სმ – რიგთა შორის. ნერგი ისე უნდა დარგოთ, რომ მისი შუა ნაწი­ლი მიწაში არ მოყვეს, ანუ იმავე სიღრმეზე, როგორც იყო დარგული. თუ საშუალება გაქვთ და ორმოებში 1-2 მუჭა ნაკელსაც ჩააყოლებთ, საუკეთესო მოსავალს მოიწევთ.
ვენახი. თუ ვაზი დღემდე არ გაგისხლავთ, ნუღარ გადადებთ, სასწრაფოდ ჩაატარეთ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაცია. სხვლის დროს, გარდა იმისა, რომ თითოეული ვაზი შეძლებისდაგვარად უნდა დატვირთოთ, სხვაც ბევრია გასათვალისწინებელი…

წაიკითხეთ სრულა

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება. 13 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/საჭირო-ბაღში-ვენახსა-და-ბ-2/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. საჭირო ბაღში, ვენახსა და ბოსტანში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თორემ მერე გვიან იქნება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%91-2/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network