ხიზაბავრული ჩაშუშული ბატის ხინკალი
ივნისი – ნიადაგს ესაჭიროება ხშირხშირად გაფხვიერება. არ უნდა დავუშვათ, რომ მიწამ პირი შეიკრას…
ივნისი
ზაფხულში მხოლოდ ამინდის იმედზე ნუ ვიქნებით, ახლა ნიადაგს ესაჭიროება ხშირხშირად გაფხვიერება. არ უნდა დავუშვათ, რომ მიწამ პირი შეიკრას, როგორც კი ნიადაგის ზედაპირი გამაგრდება, მასში წარმოქმნილი ე.წ. კაპილარების საშუალებით ქვედა ფენებში არსებული ტენი ორთქლდება და მცენარეებს პრობლემები ექმნება. ამიტომ, რაც შეიძლება, ხშირად გააფხვიერეთ ნიადაგი. ამას სხვანაირად მშრალად რწყვასაც უწოდებენ. თუ საშუალება გაქვთ და მორწყავთ, ხომ კარგი, თუ არადა, რეგულარულად აფხვიერეთ მიწა.
ამ პერიოდში სასურველია დამატებითი თხიერი სასუქის (წუნწუხის) შეტანა. მრავალწლიან კულტურებს შეაცალეთ შტამბსა და ტოტებზე განვითარებული ამონაყარები, შეწამლეთ მავნებელთა და დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებებით.
ხენდროს წააწყვიტეთ ზედმეტი ულვაშები, დატოვეთ მხოლოდ ნერგებად საჭირო რაოდენობა.
ბაღჩაში გადარგეთ ყაბაყის, ნესვის, კომბოსტოსა და პამიდვრის ნერგები. შემოაყარეთ მიწა კარტოფილს, გააფხვიერეთ რიგთაშორისები, გამოხშირეთ ნათესები. შეგიძლიათ განმეორებით დათესოთ თვის ბოლოკი და ქინძი. პამიდორს შეაცალეთ ფოთლის იღლიაში განვითარებული ყლორტები და ააკარით საყრდენზე.
ვენახში საქმეს რა გამოლევს?! შეაცალეთ შტამბსა და მრავალწლიან მხრებზე განვითარებული ზედმეტი უნაყოფო და დაზიანებული ამონაყარები და ნამხარი (ფოთლის იღლიაში განვითარებული ყლორტები). ამოსული ბალახი გათიბეთ, ხოლო შემდეგ მოთოხნეთ. ნათიბი შეგიძლიათ პირუტყვს აჭამოთ, ხოლო ნათოხნი მიწა ვაზებს მიუტკეპნეთ ძირში მულჩის სახით. ამის შემდეგ ვაზი შეწამლეთ შესაბამისი საშუალებებით: ჭრაქის დროს ბორდოს ხსნარით ან მისი შემცვლელებით, ნაცრის საწინააღმდეგოდ შეაფრქვიეთ გოგირდი. შეფრქვევისას საბერვლიდან გოგირდთან ერთად გამოსული ჰაერის ჭავლი ხელს უწყობს დამტვერვას. ეს კი წინა პირობაა კარგი მოსავლისათვის.
გახსოვდეთ
სამკურნალო საშუალებების შეფრქვევა და შესხურება ტარდება მხოლოდ უქარო და მშრალ ამინდში.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ახლა კენკროვანი კულტურების კრეფის დროცაა. მოსავლის აღება სასურველია დილით.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
თუშური გუდის ყველი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ყველია
თუშური გუდის ყველი აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე ცნობილი ყველის სახეობაა. მის ამოსაყვანად ბატკნის სადედს, ანუ მაჭიკს იყენებენ, ამოყვანილ ყველს აძლევენ ფორმას, ამარილებენ, ათავსებენ ცხვრის ტყავისგან მომზადებულ გუდაში (თავის მხრივ, გუდას მატყლის მხარე შიგნით აქვს, რისი დამსახურებითაც ტენიანობის საჭირო დონეს უზრუნველყოფს, ამის გამო ყველი არ შრება), მოუკრავენ გუდას პირს, დებენ ხის წვრილ ტოტებზე, რომ ჰაერმა იმოძრაოს და არ დალპეს. გუდას პერიოდულად ატრიალებენ, რათა ყველმა თანაბრად მიიღოს მარილი და შეინარჩუნოს მრგვალი ფორმა. მეორე დღეს უმატებენ მარილიან წყალს – წათხს და პერიოდულად კვლავ ატრიალებენ. გუდაში ყველის შენახვა დიდი ხნითაა შესაძლებელი.
გუდის ყველი ცხვრის რძისგან დამზადებული ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ყველია, რომელიც პირველად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კონკრეტულად კი თუშეთში დამზადდა. ამ ყველის დამზადების ტექნოლოგია განსხვავებულია და, რაც მთავარია, საუკეთესო გუდის ყველი მზადდება მხოლოდ ალპურ საძოვრებზე მიღებული ცხვრის რძით. შესაძლებელია გუდის ყველის მომზადება ბარშიც, მაგრამ მას ის საგემოვნებო თვისებები არ ექნება, როგორც მთაში დამზადებულს.
ტრადიციულ გუდის ყველს ისე არაფერი უხდება, როგორც კახური მეთოდით, ქვევრში ექვსი თვის განმავლობაში დავარგებული რქაწითელი. ეს ცნობლი წყვილია, კახური ღვინისა და თუშური ყველის „მეგობრობა” საუკუნეებია მოდის.
პანდემიის პერიოდში შექმნილი, კიდევ ერთი წარმატებული აგრობიზნესი – ნიკა წულუკიძეს ხულოში ჰოლანდიური ჯიშის ვარდები მოჰყავს
ნიკა წულუკიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. 26 წლისაა, ჰყავს მეუღლე – ჯული და ორი ტყუპი გოგონა. ნიკა ტბელ აბუსერიძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს, იურიდიულ ფაკულტეტზე, სტატუსის შეჩერება მოუწია, რადგან ბაკალავრისა და მაგისტრის საფეხურებზე ერთდროულად სწავლა არ შეიძლება.
ნიკა წულუკიძე ხულოს წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. ახლა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არ არის.
ნიკა წულუკიძე ხულოს მუნიციპალიტეტში სტუმრობისას გავიცანი. ნიკა არის ძალიან მიზანდასახული, ჭკვიანი, შრომელი.
ნიკამ მიამბო, რომ ვარდების მოშენებას აპირებდა. ნიკა ახლა უკვე ფერმერია, სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად სოფელში სათბურის გააკეთა მოახერხა. ხულოში ჰოლანდიური ჯიშის ვარდები მოჰყავს. 2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპილოტე პროგრამის თანადაფინანსება მოიპოვა. სოფელ დიდაჭარაში, დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრზე, გააშენა სათბური.
ოჯახთან ერთად ვარდის მოშენება ნიკამ 2021 წლის მარტში დაიწყო. ნერგებმა მალევე გაიხარა. თავიდან მხოლოდ სათბურის კონსტრუქცია ჰქონდათ, შემდეგ გამწოვი დააყენეს, ახლა წვეთოვანს აკეთებენ, გეგმავენს განათების დამონტაჟებასაც.
სათბურის დახვეწისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის დამატებას ოჯახი უკვე საკუთარი ძალებით ახერხებს, პარალელურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგრანტო კონკურსშიც. ნიკა ვარდებს უვლის, მისი მეუღლე ჯული მარკეტინგის საკითხებს აგვარებს. სათბურში დარგულ ვარდებს ნიკა და მისი ოჯახის წევრები უვლიან, ხოლო ღია გრუნტზე დარგულ ვარდებზე ნათესავები ზრუნავენ. სეზონურად კიდევ ორი ადამიანის დასაქმებას შეძლებენ.
ვესაუბრეთ ნიკა წულუკიძეს:
-„გაამართლებდა თუ არა სათბური ხულოში, ალბათ, ჩვენს შრომაზეც იყო დამოკიდებული. გვეშინოდა, ზამთარს არ ჩამოეშალა სათბური. ხულოს მიწა გამოვიკვლიეთ. ვარდს ნამდვილად შეუძლია ხულოს მიწაზე გახარება და მოსავლის მოცემა.
მე და ჯული ვეძებდით ვარდის ჯიშებს. ჯერ სხვა ჯიში გვირჩიეს, გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ ის ჯიში ვერ გაუძლებდა სიცივეს, ამიტომ ჰოლანდიური ვარდის ჯიშის, ჯუმელიას მოშენება გადავწყვიტეთ. ეს ჯიში დაახლოებით 7-8 წელი იძლევა მოსავალს, ერთი ძირი 10-12 ცალ ვარდს იძლევა წელიწადში, საშუალო პირობები რომ შეუქმნა.
სოციალური ქსელით ვიპოვეთ ადამიანი, რომელსაც უცხოეთიდან ჩამოჰქონდა ჯუმელიას ვარდის ნერგები, საწყის ეტაპზე 2000 ვარდის ნერგი შევიძინეთ.
დაახლოებით 4 000 ცალი ვარდის რეალიზება შევძელით. გადავწყვიტეთ, ვარდები ღია გრუნტზეც მოგვეშენებინა. დაახლოებით 400 მეტრზე დავამატეთ 3500 ძირი ვარდი და აქედან მოსავალს შემოდგომისთვის ველოდებით.
ვარდისთვის ყველაზე კარგი სეზონი აპრილის ბოლოდან იწყება და სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.
ჩვენი გაანგარიშებით, ამ ეტაპზე 20 000 – 25 000 ვარდის მიღება შეგვიძლია სეზონურად. რაც უფრო მეტად მოუვლი ვარდს, მით უფრო მეტ შემოსავალს იძლევა. 200 კვადრატულ ფართობში ვარდი ვეღარ სუნთქავდა და გამწოვები სჭირდებოდა სათბურს. საქმემ გვიჩვენა საქმე.
მიხარია, რომ დღეს უკვე ჩემი საქმიდან მაგალითს იღებენ. დიდაჭარაში 2 კერა გაჩნდა, სადაც ვარდების ბიზნესი უნდა დაიწყონ“, – ამბობს ნიკა.
ნიკა წულუკიძემ ყვავილების საკუთარი მაღაზია გახსნა ბათუმში.
ვარდებს ბათუმში ყვავილების 2 მაღაზიას აბარებდა. შეფუთულ ვარდებს ხანდახან მიკროავტობუსით აგზავნიდა, იქიდან კი მაღაზიებს თავად მიქონდათ ადგილზე.
-„ბაზარი გამოვიკვლიეთ, ბათუმსა და ქუთაისში დღეში დაახლოებით 50 000-მდე გასაყიდი ვარდი შემოაქვთ სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ადგილზე წარმოებულ ვარდს ბევრი პრივილეგია აქვს, უფრო სწრაფად მიაწოდებ გამყიდველს, უფრო მხნედ გამოიყურება და ხარისხიანია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ვარდი. ჩვენ შევამოწმეთ ჩვენი ვარდის გამძლეობა. მინიმუმ 16 დღეა სიცოცხლისუნარიანი წყლის გამოცვლის გარეშე, წყალი თუ გამოუცვალე – 25 დღემდე ძლებს“, – გვითხრა ნიკამ.
ნიკას აზრით, სასათბურე მეურნეობის განვითარება ხულოს მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ვარდი იქნება ეს, ჟოლო თუ სხვა.
-„მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სტრუქტურებისგან ადგილზე სწავლება იყოს უზრუნველყოფილი, – როგორ დახვეწოს და განავითაროს იდეები მოსახლეობამ. ამ პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც სოფელში დარჩებიან, ადგილზე დასაქმდებიან, ფინანსურ შემოსავალს გაამყარებენ და ადგილობრივებს დაასაქმებენ. სოფელში თუ იქნება 3-4 ისეთი სათბური, შესაძლებელი იქნებოდა 15-20 ადამიანის მუდმივად დასაქმება.

საჩუქარი რუსთავს – ბუნებრივი ჭალის ტყის ტერიტორიაზე 60 ერთეული კოლხური ხოხობი გაუშვეს
რუსთავში, ფონდ ,,ქართუს” დაფინანსებით და ,,განვითარება და გარემოს” ჩართულობით, ეკოლოგიურ პროექტი ხორციელდება.
რუსთავის ბუნებრივი ჭალის ტყის ტერიტორიაზე და მე-19 მიკრორაიონში, 60 ერთეული კოლხური ხოხობი გაუშვეს. პროექტს ფონდი ,,ქართუ” მესამე წელია რაც ახორციელებს.
რუსთავის ჭალის ტყის ტერიტორიაზეც კოლხური ხოხბის გაშვება უკვე მესამედ მოხდა. ფონდი ,,ქართუს” საჩუქარი, რუსთავის ჭალის ტყეების ფაუნის აღსადგენი უნიკალური საშუალებაა, რადგან ფრინველის ამ სახეობისთვის, ეს ტერიტორია ენდემური ზონაა.
გილოცავთ ნათლისღებას! 19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს
გილოცავთ ნათლისღებას! 19 იანვარს, მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს.
ნათლისღება ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.
სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.
ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.
ბიზანტიური ფულის ნიშნები სვანეთში – 613-14 წლიდან 630 წლამდე და შემდეგაც მოჭრილი მონეტებია


როგორ გავაგრილოთ გადახურებული მცენარეები – მცენარეთა ბუნებრივი გამაგრილებელი და დამცავი ნაზავი ზაფხულის სიცხისთვის 🌿🍀
მცენარეთა ბუნებრივი გამაგრილებელი და დამცავი ნაზავი ზაფხულის სიცხისთვის 🌿🍀
როგორ გავაგრილოთ გადახურებული მცენარეები
ზაფხულის განმავლობაში, როდესაც სიცხე პიკს აღწევს, ბევრ ბაღსა და აივანზე მწვანე ნარგავებს ემუქრება გადახურება, მავნებლების შემოტევა და სოკოვანი დაავადებები. გაგაცნობთ სრულიად ნატურალურ და ეფექტურ ნარევს, რომელიც ბუნებრივად აცივებს მცენარეს, ამაგრებს მის იმუნიტეტს და აფრთხობს მავნებლებს.
ინგრედიენტები:
-
1 ჭიქა ხის ნაცარი (კარგად გაცრილი)
-
100 გრამი ნატურალური ყავის ნალექი
-
2 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი
-
2 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი
მომზადება:
მთელი ინგრედიენტები ჩაყარეთ დიდ ჭურჭელში, დაასხით 2 ლიტრი წყალი და კარგად აურიეთ. დააყოვნეთ 2-3 საათით, რათა ნარევი კარგად გაიჟღინთოს. შემდეგ გადაწურეთ.
გამოყენება:
მცენარეები მორწყეთ დილაობით ადრე ან გვიან საღამოს, როდესაც მზე არ ანათებს პირდაპირ. ნარევი გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ, განსაკუთრებით ხანგრძლივი სიცხის დღეებში.
რატომ მუშაობს ეს რეცეპტი:
-
ნაცარი მდიდარია კალიუმით და ამაგრებს მცენარის უჯრედებს.
-
ყავა ბუნებრივად აფრთხობს მავნებლებს და ასტიმულირებს ფესვების ზრდას.
-
დარიჩინი ძლიერია სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
CNN-ის 50 საუკეთესო პურის სახეობას შორის აჭარული ხაჭაპური მოხვდა
CNN-ის 50 საუკეთესო პურის სახეობას შორის აჭარული ხაჭაპური მოხვდა.
„იმერული ყველითა და სულგუნით გაჟღენთილი ხაჭაპური საქართველოს საუკეთესო კერძია.
ბრტყელი ფორმის პური ცხვება საფუვრიანი ცომით, რომელსაც ნავის ფორმას აძლევენ. მასში ათავსებენ უხვად ყველსა და კვერცხს. წაგრძელებული ფორმა მაქსიმალურად ზრდის კონტრასტს ტექსტურაში, ნაზი შიგთავსიდან მკვეთრ, ყავისფერ წვეროებამდე.
2019 წელს ხაჭაპური „იუნესკოს“ არამატერიალურ ფასეულობათა ნუსხაში შეიტანეს“, – წერს CNN-ი.











