შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine

წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 16 მლნ ლარი დაიხარჯება

0

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტი 2024 წელს 16 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს, – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ.

ამასთან ერთად, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში.

ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის მოხმარების კულტურის გაზრდისთვის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მილიონი ლარიდან, 2 მილიონი ლარი გათვალისწინებულია „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისთვის“, რომლის მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა და, ამასთან ერთად, აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ სხვა პირობებს.

ქართული ღვინო 2023 წელს მსოფლიოს 15 ქვეყანაში, ჯამში, 14 გამოფენაზე, 20 ფესტივალსა და 100 პროფესიულ დეგუსტაციაზე იყო წარდგენილი; ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებულ შტატები, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, პოლონეთი, ლატვია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ისლანდია, იტალია და თურქეთი. ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართა საქართველოშიც.

2023 წლიდან ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში ჩაერთო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ახორციელებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება

0
სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბრიდან დაიწყება. 

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. პროცესი ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება.

წელს თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული ორიდან ექვს წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან.

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა აზერბაიჯანში პირველად იმართება

0
ბაქოში ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გამოფენაზე გუდიაშვილის მიერ პარიზის პერიოდიდან მისი ცხოვრების ბოლომდე შექმნილი ნამუშევრებია წარდგენილი. მათ შორის გამოფენილია მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები.
ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა აზერბაიჯანში პირველად იმართება. გამოფენა 24 აპრილამდე გაგრძელდება.
 

დუხობორების სოფელი გორელოვკა – სულისთვის მებრძოლი ადამიანები

0

დუხობორების სოფელი გორელოვკა – სამცხე ჯავახეთში, ზღვის დონიდან 2 065 მეტრზე.

ადგილი ჯავახეთში, სადაც სულისთვის მებრძოლი ადამიანები ცხოვრობენ.

მძიმე კლიმატური პირობების მიუხედავად, აქ თითქმის ორი საუკუნეა დუხობორები ცხოვრობენ

დუხობორებით დასახლებული სოფლები ყოველწლიურად იცლება და მათ უნიკალურ კულტურაზე მოყოლა დღეს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეუძლია.

180 წლის წინ, აქ მცხოვრები დუხობორების წინაპრები, რუსეთის იმპერატორმა განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო, საკუთარი ქვეყნიდან გააძევა და საქართველოში გადმოასახლა. გზა უცხო მიწამდე ცივი და მკაცრი იყო. ღამეებს ღია ცის ქვეშ ათევდნენ. მალევე თავშესაფრისთვის მიწურების გაკეთება დაიწყეს. ასე შემორჩა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე 8 სოფელს მიწური სახლები და სამშობლოდან გამოყოლილი სახელწოდებები.

 

 

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ქართული დამწერლობა ქრისტეს შობამდე! – ოკუმენტური ფილმი, რომელიც შეგიცვლით წარმოდგენებს ჩვენი ანბანის წარმოშობის შესახებ

0
xr:d:DAGCAK4jeKw:26,j:2648541000158870344,t:24041009
ქართული დამწერლობა ქრისტეს შობამდე!
თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი, რომელიც შეგიცვლით წარმოდგენებს ჩვენი ანბანის წარმოშობის შესახებ.
ამ აღმოჩენით მტკიცდება ის, რომ IV საუკუნემდე წარმართულ პერიოდშიც არსებობდა ქართული დამწერლობა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ჩურჩხელა მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია

0

ჩურჩხელა მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია. თუმცა, ის უნდა იყოს ნატურალური, რომ შესაბამისი ემოცია დაიმსახუროს, რაც ნიშნავს, მწარმოებლები იყვნენ კეთილსინდისიერნები.

თათარა და ჩურჩხელა ყველა ქართველისთვის საყვარელი ნუგბარია. მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნისგან ღვინის დამზადების პარალელურად, თათარისა და ჩურჩხელის დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დათარიღებული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელის დამზადების სცენებია ასახული და თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენ. ჩურჩხელა ომში მიმავალ მებრძოლთა განუყრელი ატრიბუტი იყო, მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთიელ მწყემსთა აბგაში. დიდი სამამულო ომის დროს ზურგში მყოფი ქართველები ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ფრონტზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სწორედ ყურძნის ბადაგისგან დამზადებულ ტკბილ კვერებსა და ჩურჩხელებს აგზავნიდნენ.

ქართული ჩურჩხელა მზადდება ძაფზე აცმული თხილის ან კაკლის ფქვილით გასქელებულ ყურძნის წვენში, იგივე თათარაში ანუ ფელამუშში ამოვლებით, შემდეგ მზეზე გაშრობით. ბადაგის დასამზადებლად იყენბენ ყურძენს

მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნისგან ღვინის დამზადების პარალელურად, თათარისა და ჩურჩხელის დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დათარიღებული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელის დამზადების სცენებია ასახული და თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენ. ჩურჩხელა ომში მიმავალ მებრძოლთა განუყრელი ატრიბუტი იყო, მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთიელ მწყემსთა აბგაში. დიდი სამამულო ომის დროს ზურგში მყოფი ქართველები ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ფრონტზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სწორედ ყურძნის ბადაგისგან დამზადებულ ტკბილ კვერებსა და ჩურჩხელებს აგზავნიდნენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

0
საზაფხულო პროგრამები

თბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პროგრამებზე რეგისტრაცია ეტაპობრივად ვებგვერდზე: www. youthtbilisi.ge განხორციელდება.

„თბილისის მერია, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად ახორციელებს მასშტაბურ საზაფხულო ღონისძიებებს ახალგაზრდებისთვის. წელსაც ტრადიციულად განხორციელდება ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს თბილისში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობების შეთავაზებას. პროგრამებზე რეგისტრაცია განხორციელდება ეტაპობრივად ვებგვერდზე – www. youthtbilisi.ge. პროგრამის ფარგლებში, გაიმართება შეჯიბრებები ჩოგბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ტირში, ბილიარდში, კარტინგში, აგრეთვე ლაშქრობები თბილისის გარშემო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 2023 წელს საზაფხულო-ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 4 000-მა ახალგაზრდამ, მიმდინარე წელს კი, სავარაუდოდ, 5 000-მდე მონაწილე იქნება.

„მნიშვნელოვანია, რომ წელს დაგვემატა ახალი მიმართულებებიც. მათ შორის, პროგრამირების ბანაკი, სადაც ახალგაზრდები ისწავლიან ვებგვერდების შექმნას და მართვას, ინგლისური ენის ბანაკი, კიბერ სპორტის ბანაკი, ბანაკი ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე, ბანაკი სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკი, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ინოვაციური სამეწარმეო იდეების განვითარებას, ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი, თეატრალური და კინოხელოვნების ბანაკები, გაცვლითი ბანაკი ფრანგი და ქართველი ბავშვების ჩართულობით და ახალგაზრდა სპორტსმენების საზაფხულო პროფესიული შეკრებები. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულებით უფასო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„დაუშვებელია ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება“

0

შოვში, სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია – ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია, რომელიც სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული გასული წლის აგვისტოში, შოვში მომხდარი სტიქიის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული.

„უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება“, – წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, გარემოს ეროვნული სააგენტოს შეფასების დოკუმენტის მიხედვით, რეკომენდებული არ არის მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება.

ამასთან, მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, ხოლო იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება.

„ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს“, – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

შოვში, სტიქია 2023 წლის 3 აგვისტოს მოხდა. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებულმა სტიქიამ კურორტზე 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 32 და დაკარგულად ითვლება 1 ადამიანი.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“ – ალექსანდრე გოგინავა

0

„ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა თუ გვაქვს, თავი უნდა შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება.

„თუ ტემპერატურა ხუთ დღეზე მეტ ხანს ხანგრძლივდება, ან გამოხატულია ცნობიერების დაბინდვა, ძლიერი სისუსტე, ან სუნთქვის გაძნელება, ეს არის ნიშნები, რომ შეიძლება გართულებულ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. ასეთ დროს აუცილებელია ნებისმიერი ასაკისა და იმუნური სტატუსის ადამიანმა დროულად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. პრევენციას რაც შეეხება, უნდა მოხდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება. თუ ვირუსის სიმპტომები, ხველა ან ტემპერატურა გვაქვს, თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

ქვეყანაში რესპირატორული ვირუსების შემთხვევები იზრდება. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც. ექიმების ინფორმაციით, ძირითადად H1N1 და H1N3 ვირუსები ცირკულირებს, რომლის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მოსავლიანი ღობეები – ქაცვის ღობე, მაყვლის ღობე, კუნელის ღობე, ასკილის ღობე

0

მოსავლიანი ღობეები

ქაცვის ღობე.

ვი­დ­რე თქვენს ბაღს ღობედ ქაცვის ნარგა­ვებს შემოავლებთ, და საერთოდაც ქაცვის კულტურის გასაშენებ­ლად, აუცილებელია და­იცვათ ერთი პირობა – უნდა გქონდეთ სარწყავი წყალი უშუალოდ ნაკვეთში ან მის სიახლოვეს.
ქაცვი, საუკეთესო საკვები და სამკურნალო მცენარე, მეტწილად მდინარეთა ნაპირებზე, უმთავრესად ივრის ჭალებში იზრდება. ხარობს აგრეთვე როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, ზღვის პირიდან დაწყე­ბული – მთაშიც, ზღვის დონიდან 2100მ სიმა­ღ­ლეზე. კარგად იტანს როგორც სიცხეს, ისე ზამთრის მკაცრ ყინვებსაც. ძირითადად ტენიანი ადგილების მცენარეა, მაგრამ ხშირად მშრალ ფერდობებზეც გვხვდება.
ერთი ბუჩქის მოსავალი მერყეობს 7-დან 16კგ-მდე. ნაყოფი ვიტამინების შესანიშნავი წყა­როა. შეიცავს: B1, B2, B6, E, A და F ვიტამინებს. ვიტამინებით მდიდარია ასევე ქაცვის თესლიც. ამიტომაც ქაცვის ნაყოფი იხმარება როგორც საკვებად, ასევე სამკურნალოდ.
ქაცვის ნაყოფის შეგროვების ყველაზე ადვილი მეთოდია ყინვების დროს ბუჩქის ძირში ბრეზენტის დაფენა და ჩამობერტყვა.


მაყვლის ღობე.

მაყვლის ღობე საკმაოდ ლამაზად გამოიყურება და ძვირფასი ნაყოფის მომცემია. ამ, გასამრავლებლად ადვილი, კულტურის სანერგე მა­სალის მოპოვება ჩვე­ნი ქვეყნის ყველა კუ­თხე-კუ­ნ­ჭულში შეიძ­ლება. მრა­ვლდება ბუჩ­ქის და­­ყო­ფით და გადაწვენით. ერთ­ხელ გადარგული ბუჩქი ძლიერდება და დიდ ფართობსაც იკავებს, ამიტომ მებაღემ თვითონ უნდა მისცეს ბუჩქს მიმართულება.
შემოღობეთ მაყვლის ბუჩქებით თქვენი კარ-მი­დამო, ამით თქვენს მამულსაც დაიცავთ და საკუთარ ჯანმრთელობასაც.


კუნელის ღობე.

მშვენიერი სანახავია თეთ­რი, ქათქათა ყვავილებით გადაპენტილი კუნელი გაზაფხულზე და უფრო ლამაზია მწვანე ფოთლებში მოელვარე წითელნაყოფიანი კუნწულები შემოდგომით. მთავარი ის გახლავთ, რომ კუნელის ყვავილი, ნაყოფი და ფოთოლიც შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა. კუნელი წარმატებით გამოიყენება მედიცინაში.
ნაყოფი შეიცავს: შა­ქრებს, სახამებელს, მთრი­მ­ლავ ნივთი­ერე­ბებს, C ვიტამინს, კა­რო­ტინს, საპონი­ნებს, გლიკოზიდებს, პექ­ტი­ნებს, ცხიმოვან ზეთს.
ყვავილები მდი­და­­რია ორგანული მჟა­­ვე­ბით და ეთერზე­თე­ბით.
ფოთლები შეიცავს ორგანულ მჟავებს, ას­­კორბინის მჟავას, მთრიმ­ლავ ნივთიერებებს.
კუნელზე დამზადე­ბული პრეპარატები გა­-
­მოიყენება გულის სისუსტის, არითმიის, ას­თმის, ანგიონევროზის, ჰიპერტონიული დაავა­დების, უძილობის, ნერვული აღგზნებადობის, ქოშინისა და ხველების სამკურნალოდ.


ასკილის ღობე.

თქვენს ნაკვეთს ძალიან გა­ალამაზებს დეკორატიული ასკილის ღობე, რო­მე­ლიც ამავდროულად შეუვალიცაა და მოსავ­ლიანიც. ოღონდ შეღობვა ჯერ უნდა დაიწყოთ მავთულის ბადით, რათა ცოცხალი ღობის გაზრდამდე ნაკვეთი იყოს დაცული. ასკილის ბუჩქის გამრავლება შეიძ­ლება როგორც კალმე­ბით, ისე თესლითა და ბუჩქის დაყოფით. ეს უკა­ნასკნელი მეთოდი ყვე­ლაზე ადვილია: ერთერ­­თი ბუჩქიდან მი­ი­ღებთ 5-6 ნერგს. თუ მთლიანად ასკილით ვერ შემოღობავთ, შე­გიძლიათ სხვა მცე­ნა­რეებთან ერთად დარგოთ (მაგალითად, მაყვალი, ქაცვი და ა.შ.).
ასკილი ერთ-ერთი იმ საჩუქართაგანია, რო­მელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას, როგორც უძვირფასესი სამკურნალო მცენარე. ას­­კი­ლი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს. ძველი ბერძნები ასკილს მოიხსენიებდნენ `ძაღლის ვარდის~ სახელით, რადგან მას თვლიდნენ ძაღლის ნაკბენის საწინააღმდეგო უებარ საშუალებად. რუსეთში XVI-XVII საუკუნეებში ასკილის ნაყოფი ოქროზე ძვირად ფასობდა, სამკურნალო დანიშნულებით გაიცემოდა სპეციალური უფლების საფუძველზე, თანაც მ­ხო­ლოდ წარჩინებული, დიდგვაროვანი ავადმყო­ფების სამკურნალოდ. ასკილის ნაყოფი იცვლებოდა ხავერდის, ატლასის ქსოვილებზე და სიასამურის ბეწვზე. გლეხებს დანაშაულად ეთვლებოდათ მისი კრეფა. ასკილის მოსაკრეფად იგზავნებოდა სპეციალური ექსპედიციები. სამკურნალო წამლად გამოიყენება ასკილის ნაყო­ფი, თესლი, ყვავილები, ფოთლები და ფესვი. ყველა სახეობის ასკილის ზემოთ ჩამოთვლილი ნაწილების ერთობლიობა წარმოადგენს ბუნებრივ პოლივიტამინებს. ნაყოფის გამოყენება როგორც ნედლი, ისე ხმელი სახით ყველას შეუძლია შინაურ პირობებში. გარდა სამკურნალო დანიშნულებისა, ასკილი წარმატებით გამოიყენება კულინარიაშიც. მისგან ამზადებენ კანფეტებს, დრაჟეს, მარმელადს, პასტილას, სიროფს, რომელიც თავის თვისებებს ი­ნარჩუნებს წლობით.
იკრიფება მწიფე და არა გადამწიფებული ნა­ყოფი. ყინვადაკრული ნაყოფი კარგავს ვიტა­მი­ნებს. აშრობენ ღუმელებში 80-90ºჩ ტემპერატურაზე, ინახავენ ქსოვილის პარკებში ან ჯვალოს ტომრებში. შენახვის ვადა 2 წელია.

ჭინჭარი… სასუქად

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli