კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისაზოგადოებათბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. პროცესი ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე წარიმართება.

წელს თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული ორიდან ექვს წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან.

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები