ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია

0

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო სივრცეში რაპანას პოპულაციის მდგომარეობის შეფასების მიზნით, მასშტაბურ კვლევებს აგრძელებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) შეფასებით, რაპანა წარმოადგენს შავი ზღვის პრიორიტეტულ სახეობას, ამიტომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მისი საფუძვლიანი შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია.

კვლევები შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს გონიო-ანაკლიის აკვატორიაში ეტაპობრივად ტარდება. ნიმუშების აღება წინასწარ შერჩეულ 23 საზღვაო სადგურზე მოხდა.

აღნიშნულ კვლევებში გამოყენებულია თანამედროვე სტანდარტების ხელსაწყო, რომელიც სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გადასცა.

რაპანა მოთხოვნადი პროდუქტია და მის რეალიზაცია მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება. რაპანას კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. კვლევის საფუძველზე შეგროვდება ინფორმაცია შავი ზღვის რაპანას პოპულაციის მარაგების, მათი გავრცელების, რიცხოვნობის, ზომა-ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ.

აღნიშნული კვლევები ხელს შეუწყობს საქართველოში რაპანას რესურსების მარაგების შეფასებას და სარეწაო პერსპექტივების განსაზღვრას“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

დღეიდან ამბროლაურში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლის

0

„ქალაქ ამბროლაურში პირველად, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეიდან, 26 იანვრიდან ამოქმედდა.“

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. გავრცელებული განცხადების თანახმად, ავტობუსები მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, ქალაქის ტერიტორიაზე სატესტო რეჟიმში იმოძრავებს.

“სატესტო რეჟიმი გულისხმობს, მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით, ავტობუსის გადაადგილების საბოლოო მარშრუტის და გაჩერებების დადგენას, ასევე შესაძლებელია მოძრაობის დროების და გრაფიკის ცვლილება. სატესტო რეჟიმის განმავლობაში (26 იანვრიდან 1 თებერვლამდე), ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში.

1-ლი თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ფასი 50 თეთრი იქნება. სოციალურად დაუცველი პირები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები შეღავათებით ისარგებლებენ.

ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ავტობუსები ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს სხვა რეგიონებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, გასული წლის ბოლოს გადაეცათ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აიაზ­მა ის­ტო­რი­უ­ლი თრი­ა­ლე­თის უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლი

0

აიაზ­მა

სო­ფე­ლი აიაზ­მა (წმინ­და წყა­ლი) ყო­ფი­ლი თეთ­რი­წყა­როა წალ­კის რა­ი­ონ­ში, წალ­კის ქვა­ბუ­ლის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, წალ­კი­დან 18 კმ-ში, ზღვის დო­ნი­დან 1580 მ. სო­ფელ­ში ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­აა.

აიაზ­მა ის­ტო­რი­უ­ლი თრი­ა­ლე­თის უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლია. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის რუ­კა­ზე (XVIII ს.) თეთ­რი­წყა­როს სა­ხე­ლი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი. აიაზ­მა XIX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში შე­აქ­ვეს იქ ჩა­მო­სახ­ლე­ბულ­მა ბერ­ძნებ­მა. აიაზ­მა­ში VI-VII სს-ის მიჯ­ნის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგლი დგას, ღვთის­მშობ­ლის ერ­თნა­ვი­ა­ნი ეკ­ლე­სია – აიაზ­მის ეკ­ლე­სია. ეკ­ლე­სი­ის კე­დელ­ზე, კა­რის თავ­ზე წარ­წე­რა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ძეგლი 1045 წელს აღუდ­გე­ნი­ათ. აქვე მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია კა­თა­ლი­კო­სი ოქ­რო­პი­რი (მოღ­ვა­წე­ობ­და ბაგ­რატ IV-ის დროს). სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეკ­ლე­სი­ის ია­ტაკ­ზე და­გე­ბუ­ლი ქვის ფი­ლე­ბის ქვეშ წყა­ლუხ­ვი წყა­რო მო­ე­დი­ნე­ბა, რო­მე­ლიც მი­ლე­ბით გო­რა­კის ფერ­დობ­ზე მო­წყო­ბილ აუზ­ში ჩა­დის.

ფოტოგრაფი, მხატვარი და დიზაინერი ქუთაისიდან – საკუთარ ნამუშევრებში არაერთი ქალაქი და განსაკუთრებული კადრი ასახა

0
xr:d:DAGCAK4jeKw:5,j:2738612985941130405,t:24041008

გაიცანით ფოტოგრაფი, მხატვარი და დიზაინერი ქუთაისიდან

| გელა ღაჭავა, რომელმაც საკუთარ ნამუშევრებში არაერთი ქალაქი და განსაკუთრებული კადრი ასახა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, კონკურსის „მწვანე ჯილდო“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

0

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, რომლის აღნიშვნის ფარგლებშიც, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას 170-მდე სტუმარი, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ესწრებოდა.

„მწვანე ჯილდო – სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2024” ქ.თბილისის N126 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელმა ნინო ბარბაქაძე-კახნიაშვილმა მოიპოვა, ხოლო „მწვანე ჯილდო – გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2024” ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალისა და ვარხანის საჯარო სკოლების ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის მასწავლებელმა ნინო კაჭკაჭაშვილმა.
გამარჯვებულებს ჯილდოები მინისტრმა ოთარ შამუგიამ გადასცა.

„დიდ პატივისცემას გამოვხატავ პედაგოგებისა და აღმზრდელების მიმართ; ჩვენი შვილების, მომავალი თაობის განათლება და მათთვის ცოდნის გადაცემა, როგორც გარემოსდაცვითი, ასევე აგრარული განათლების მიმართულებით, დიდი პასუხისმგებლობაა და დასაფასებელია. 5 ივნისს მთელი მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს და სიმბოლურია, რომ კონკურში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება ამ დღესთან დაკავშირებით იმართება. ვულოცავ ყველას და ვუსურვებ ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას. ჩვენი მთავრობის, სამინისტროს პრიორიტეტია, ვიზრუნოთ და დავიცვათ გარემო, უნიკალურ ბუნება; ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ იმ ამოცანებზე, რომელიც დასახული გვაქვს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე სხვა საერთაშორისო ვალდებულებებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ჯანსაღი გარემოს დასაცავად არაერთი რეფორმა უკვე განვახორციელეთ. მომავალში ეს რეფორმები კიდევ უფრო მასშტაბური იქნება”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კონკურსი „მწვანე ჯილდო” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წლიდან ტარდება. კონკურსის მიზანი იმ პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისებაა, რომლებიც ზრუნავენ ბავშვების გარემოსდაცვით და აგრარულ განათლებაზე და სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”.

ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადასცა. სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები და საკონკურსო კომისიის რჩეული მონაწილეები. დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.

კონკურსის „მწვანე ჯილდო” მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისის ზოოპარკი, ეკოხედვა, CENN.

„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში – ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი

0

ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი (ერეკლეს სასახლე) – დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მდებაორებს კახეთში, ქალაქ თელავში.

„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ლაზური ნავის სამშენებლო ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზეა წარდგენილი

0

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არამეტერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მიმდინარეობს ლაზური ნავთმშენებლობის სამშენებლო ტრადიციების კვლევა.

იგი სპეციალურ ლიტერატურაში არსებული წყაროების პარალელურად, საველე-ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობითაც ხორციელდება. ნავმშენებლობა, ნაოსნობა და მეთევზეობა ისტორიულად ლაზების ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა იყო და როგორც „ზღვაზე მცხოვრებმა ხალხმა“, ნაოსნობისა და ნავის კეთების მდიდარი ტრადიციები შემოინახა.

„ლაზები კაცნი არიან ხელოსანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა დიდთა და მცირეთა“ ვახუშტი ბატონიშვილის ეს ჩანაწერი ლაკონურად აღწერს და ლაზური ტრადიციული ყოფის ძირითად თავისებურებებზეც ნათლად მიუთითებს. ლაზური ნავის ფართოდ გავრცელებულ სახელწოდებად შემოინახა „ფელუკა“. ეს სიტყვა, გარდა ლაზურისა ჩანს იტალიურში, არაბულში, ასევე სვანურში.

ისტორიკოს თამაზ ბერაძის გამოკვლევით ფელუკას თავდაპირველად ქართული სახელი „ორჩხომელი“ ერქვა. ლაზური ნავის კონსტრუქციის შესახებ საინტერესო დაკვირვება და ჩანაწერი დაგვიტოვა ტაციტუსმა. მას შეუნიშნავს, რომ ძველი კოლხები საჭიროების შემთხვევაში – დიდი დატვირთვის დროს ფელუკას დაბალ გვერდებს სპეციალური ფიცრებით ამაღლებდნენ, რაც ტაციტუსის ცნობით კოლხი მენავეების უძველესი ხერხი ყოფილა.

ლაზური ფელუკების აგებულების ძირითად თავისებურებას წარმოადგენდა: ოდნავ ოვალური მოყვანილობა, მომრგვალო ძირი, წინ და უკან აწეული ცხვირი, ხოლო შუა ნაწილში შედარებით დაბალი გვერდები. ამგვარი აგებულება განპირობებული იყო შავი ზღვის სანაპირო ზოლის თავისებურებებით, რაც ადგილობრივი ნავმშენებლებს სპეციფიურ სანაოსნო პირობებს უწესებდა. ლაზური ფელუკები მეტად მოსახერხებელ საზღვაო ტრანსპორტს წარმოადგენდა და სწორედ, ზემოთ აღნიშნული კონსტრუქციული აგებულება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო ტრადიციები წარმოადგენს ლაზური ნავის სამშენებლო ტრადიციების ძირითად სახასიათო ნიშანთვისებას.

აღნიშნული ნავის ფორმის სახასიათო ლაზური ტერმინია „მამალიწი“. თანამედროვეობაში ფელუკას სამშენებლო ტრადიციები საქართველოში თანდათანობით მივიწყებას ეძლევა. სწორედ ეს გარემოება გახდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხრიდან აღნიშული საკითხით დაინტერესების მიზეზი. თემაზე მუშაობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ – თანამშრომელი, თემურ ტუნაძე.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სამსაუკუნოვანი მუხის ხე, რომელშიც სამლოცველოა მოწყობილი

0

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი – მდებარეობს ქალაქ ქუთაისში,

სამსაუკუნოვანი მუხის ხე, რომელშიც სამლოცველოა მოწყობილი. მას საქართველოში ანალოგი არ აქვს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები – მკვლევართა უმეტესობა ზღმარტლის სამშობლოდ…

0
ზღმარტლი და მისი სასარგებლო თვისებები - მკვლევართა უმეტესობა ზღმარტლის სამშობლოდ...
#image_title

ზღმარტლი

მკვლევართა უმეტესობა ზღმარტლის სამშობლოდ ჩრდილოეთ ირანს, შუა აზიას, სამხრეთ ევროპასა და ამიერკავკასიას მიიჩნევს.
საქართველოს უძველესი ძეგლების გამოკვლევით დადგინდა, რომ ზღმარტლი ცნობილი იყო ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომებისათვის.
საქართველოში ზღმარტლის ველურად გავ­რცელების არეალი საკმაოდ დიდია როგორც ქვეყნის აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მისი ერთ-ერთი სამშობლო ჩვენი ქვეყანაა.
ზღმარტლი 6მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. საჭმელად გამოიყენება მისი მწიფე ნაყო­ფი, რომელიც შეიცავს 17,3%-მდე შაქრებს, 0,2-0,9% მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინსა და ვიტამინ ჩ-ს. ამრავლებენ მყნო­ბით ზღმარტლის, კუნელის, მსხლისა და კომშის საძირეებზე.
საქართველოში გავრცელებული ზღმარტლის ფორმებია:
ფორმა 6 – ნაყოფი მსხვილია, ზომით 3,8ხ5,0 სმ-მდე, წონა 35 გ
ფორმა 7 – ნაყოფი მსხვილია, ზომით 4,0ხ3,5 სმ-მდე, წონა 25 გ
ფორმა 10 – მომრგვალო ნაყოფი, საშუალო, ზომით 2,6ხ3,0 სმ-მდე
ფორმა 11 – მომრგვალო ნაყოფი, საშუალო, ზომით 3,3ხ3,1 სმ-მდე
ფორმა 12 – მოგრძო-ოვალური, საშუალოზე მსხვილი ნაყოფი, ზომით 3,3ხ4,0 სმ-მდე
ფორმა 14 – მომრგვალო-ცილინდრული, საშუალოზე მსხვილი ნაყოფი, ზომით 3,4ხ4,0სმ-მდე
ფორმა 15 – მომრგვალო-ბრტყელი მსხვილი ნაყოფი ზომით 4,2ხ5,2 სმ-მდე
ფორმა 17 – ბრტყელი ნაყოფი, ზომით 3,0ხ3,8 სმ-მდე
ფორმა 20 – შებრუნებულკონუსისებური მსხვილი ნაყოფი ზომით 4,0ხ3,8 სმ-მდე
ფორმა 22 ბოლქვისებური მსხვილი ნაყოფი ზომით 3,5ხ4,2 სმ-მდე
ფორმა 23 – მოგრძო-კონუსისებური, საშუალოზე მსხვილი ნაყოფი ზომით 2,8ხ3,5 სმ-მდე.

მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, ამრავლებენ მყნობით. ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და C ვიტამინს; ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი — მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს იყენებენ სახარატო ნაკეთობისათვის. თაფლოვანია.

ზღმარტლი შეიცავს შაქრებსა და თითქმის ყველა ვიტამინს, მინერალურ ნივთიერებებს: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სელენი, თუთია და ა.შ.

განსაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი, ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს

კომში ერთ-ერთი ძვირფასი კულტურაა თავისი ქიმიური შემცველობითა და გამო­ყენების მრავალფეროვნებით – მისი ნაყოფი, თესლი და ფოთოლი ოდითგანვე გამოიყენებო­­და როგორც სამკურნალო საშუალებები

0
კომში ერთ-ერთი ძვირფასი კულტურაა თავისი ქიმიური შემცველობითა და გამო­ყენების მრავალფეროვნებით

კომში

კომში ერთ-ერთი ძვირფასი კულტურაა თავისი ქიმიური შემცველობითა და გამო­ყენების მრავალფეროვნებით. გარდა იმისა, რომ იხმარება ხილად, საკონდიტრო და კულინარიულ ნედლეულად, მისი ნაყოფი, თესლი და ფოთოლი ოდითგანვე გამოიყენებო­­და როგორც სამკურნალო საშუალებები შინაგანი დაავადებების სამკურნალოდ (სისხლ­ნაკლებობა, შარდმდენი, ამოსახველებელი და სხვ.).
კომშის ნაყოფი შეიცავს 5-12% შაქრებს, 5%-მდე მჟავებს, 0,1-1,8% მთრიმლავ ნივთიერებებს, 3%-მდე პექტინებს, ვიტამინ ჩ-ს და ეთერზეთს, რომლის გამოც ნაყოფი გამოირჩევა შეუდარებელი სურნელებით. ნა­ყოფი კარგად ინახება.
ნაყოფის გადამუშავების შედეგად მიღებუ­ლი პროდუქტებია: მურაბა, ჯემი, კომპოტი, ჟე­ლე და მაღალხა­რის­ხო­ვა­ნი მარმელა­დი. კულინარიაში გა­მო­იყე­ნება სხვა­და­სხვა კერ­ძის შე­­სა­კაზ­მად. მე­რქანი იხ­­მა­რება სა­­­ხა­­რატო სა­ქ­­მეში. საუკეთესო
სა­­ძი­რეა ნაგალა (ჯუ­ჯა) მსხლის ჯიშების გამოსაყვანად, ზღმარტლის დასამყნობად.
ხე ცოცხლობს 50-70 წელს, თუმცა გადაბელ­ვით მისი სიცოცხლის 100 წლამდე გა­ხან­გ­რძლივებაც შეიძლება.
მრავლდება ფესვის ამონაყარებით, შტამბზე ამონაყარების გადაწვენით, კალმების დაფესვიანებით და მყნობით.
დასაფესვიანებლად კალმებს იღებენ გვიან შემოდგომით, აღმოსავლეთ საქარ­თველოში ოქ­­ტომბრის დამლევს ან ნოემბრის თვეში, ხო­ლო დასავლეთ საქართველოში – ნოემბრის შუა რიცხვებიდან. გვიან შემოდგომაზე აჭრილი კალმების 80-90% ფესვიანდება ნორმალურად, გაზაფხულზე აჭრილის დაფესვიანება არ აღემატება 10%-ს. კომში რომ ერთ-ერთი ძვირფასი კულტურაა, გავრცელების არეალზეც ეტყობა. მოჰყავთ მთელ მსოფლიოში, სადაც კი მის გასამრავლებლად შესაფერისი პირობები არსებობს. იგი უძველესი კულტურაა და, ზოგიერთი ავტორის ცნობით, მას 4000 წლის წინათაც კი იცნობდნენ.
კომშის წარმოშობისა და გავრცელების რა­იონებია კავკასია და კასპიის ზღვის სამხრეთ-აღ­მოსავლეთი მხარე. აქედან კომში გატანილ იქნა ბაბილონსა და ეგვიპტეში. დაახლოებით 700 წლით ადრე ჩვ.წ.-მდე იგი შეუტანიათ საბერძნეთში. ძველ საბერძნეთში კომში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ამის მაგალითია ის, რომ საქორწინო ცე­რემონიის დროს, მაშინ არსებული კანონის მიხედვით, სასიძოს საპატარძლოსთვის უნდა მიერთმია კომშის ნაყოფი, რომელიც ბედნიერი ოჯახური ცხოვრების სიმბოლოდ ითვლებოდა.
საქართველოც რომ კომშის სამშობლოა, ამას ადასტურებს მისი ველური ფორმების არსებობა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
არსებობს კომშის უამრავი ჯიში, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ვეგეტატიური ნაწილების, ასევე ნაყოფის ფორმითა და სიდიდით. არსებობს მსხვილნაყოფა ჯიშები – წონით 1,5, 2 და 3-კგ-იანი – ერთ-ერთია „კშაივა“.
ჩვენც გვაქვს ადგილობრივი მსხვილნაყოფა ჯიშები, თუმცა მათი წონა 500-დან 730 გ ფარგლებში მერყე­ობს. ასეთებია: დერჩული #86 – 500 გ, მსხლი­სებრი #84 – 650 გ და ლაგოდეხის მსხვილნაყოფა – 732გ.
საქართველოში გავ­რცე­ლებული კომშის ჯიშებია:
ვაშლისებრი 38 – მომჟა­ვო-მოტკბო ნაყოფია, ზომით 10,2ხ9,9სმ-მდე
ვაშლისებრი 52 (წყალბია) – პატარა, მომჟავო-მოტკბო ნაყოფია
ვაშლისებრი 54 – მომჟავო-მოტკბო ნაყოფია, ზომით 7,8ხ7,9 სმ-მდე, წონა 300 გ
ვაშლისებრი 60 – ნაყოფის ზომა 7,6ხ7,4 სმ-მდეა, წონა 200 გ
მსხლისებრი 22 – მომჟავო-მოტკბო ნაყოფია, ზომით 9,3ხ4,4 სმ-მდე
მსხლისებრი 33 – მომჟავო-მოტკბო ნაყოფია, საშუალო წონა 250 გ
მსხლისებრი 84 – მომჟავო ნაყოფია, ზომით 10,6ხ9,9 სმ-მდე, წონა 650 გ
მსხლისებრი 85 – ტკბილი ნაყოფია, ზომით 12,5ხ8,5 სმ-მდე, წონა 400 გ
დერჩული 86 – მომჟავო-მოტკბო, დიდი ზო­მის ნაყოფია, წონა 500 გ-მდე
ტინისხიდის ტკბილი – ტკბილი, არომატული ნაყოფია, ზომით 7,2ხ6,2 სმ-მდე, წონა 135გ
ქართული მჟავე – მომჟავო-ტკბილი ნაყოფია, ზომით 8,7ხ8,7 სმ-მდე, წონა 375 გ
მეჯვრისხევის მჟავე 114 – ცვალებადი სიდიდის მომჟავო-მოტკბო ნაყოფია
გორული ტკბილი 126 (მალაჩინა) – მომჟავო-მოტკბო ნაყოფია, ზომით 7,4ხ8,1 სმ
ლაგოდეხის მსხვილნაყოფა – ნაყოფის ზო­მა 12,3ხ10,2 სმ-მდეა, წონა 732 გ
შილდური – ნაყოფის ზომა 7,5ხ6,8 სმ-მდეა, წონა 815 გ
სანავარდო – ტკბილი ნაყოფია, ზომით 14,2ხ9,6 სმ-მდე
ახალსოფლის კომში – გემრიელი, ტკბილი ნაყოფია, ზომით 8,8ხ7,4 სმ-მდე
ფორე – მომჟავო-მოტკბო მსხვილი ნაყოფია, ზომით 10ხ8,6სმ-მდე, წონა 325 გ
საკომპოტე – ტკბილი ნაყოფია, ზომით 7,6ხ6,6 სმ-მდე, წონა 350 გ

ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli