ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა

ირინა დათაშვილი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა

დავიწყოთ იმით, რომ ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა. სასარგებლო დანიშნულებისაა არა მარტო ნა­ყო­ფი, რომელიც შეიცავს შაქრებს (15%-მდე); ორგანულ მჟავებს (1,5-2,4%); ვიტამინებს – B1, B2, P, PP, ჩ, კაროტინს, პექტინებს (11%-მდე); მინერალურ მარილებს; მთრიმლავ ნივთიერებებს (0,2%). ყუნწები, თავის მხრივ, შეიცავს ტანინს, ფოთლები: ვიტამინ ჩ-ს, კვერციტრინს, კუმარინებს, ლიმონის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს. კურკა: ცხიმოვან ზეთს (25-35%), ეთერზეთს, გლიკოზიდ ამიგდალინს. ალუბლის ნაყოფს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა კვებაში.
სამკურნალოდ გამოიყენება: ნაყოფი, კურ­კა, ფოთოლი, ტოტები, ნაყოფის ყუნწები და ფესვები.
მიუხედავად ალუბლის კულტურის ამდენი სასიკეთო თვისებისა, საქართველოში არასო­დეს ყოფილა მისი ნარგაობის საკმარისი რა­ოდენო­ბა. არადა, ერთ-ერთი ყველაზე ადვი­ლად გასამრავლებელი ხეხილია. მრავლდება ფესვის ამო­ნაყარებით, ირგვება 4ხ4 ან 5ხ5მ-ის დაცილე­ბით ერთმანე­თისგან.
ჩვენში ძირითადად გავრცელებულია ად­გი­­­­ლობრივი ჯიში, რომელიც განსხვავებულ ნი­ადა­გურ და კლიმატურ პირობებში სხვადასხვა სისხოსი და შემცველობის ნა­ყოფს იძ­ლევა. გვხვდება აგრეთვე `შპანკას~ სახელწოდებით გავრცელებული ჰიბრიდული ჯიშები ბალსა და ალუბალს შორის.
ალუბალი კარგად გვარობს მსუბუქ ნიადაგებზე, უძლებს სიმშრალეს და ვერ იტანს ზედმეტ ტენიანობას.
ნაყოფი უმთავრესად გამოიყენება სამურა­ბედ, წვენების დასამზადებლად, კერკად და ე.წ. „ვიშნოვკის“ დასაყენებლად.
წვენისაგან უძვირფასესი ალკოჰოლური სას­მლის დაყენებაც შეიძლება. კურკაგამოცლილი ნაყოფისგან აყენებენ ე.წ. ალუბლის ღვინოს.
საქართველოში გავრცელებული ალუბლის ჯიშებია: ჰორტენზია, ესპანურა (შპანკა), ორმაგი შუშისებრი და სხვ.

ქლიავი – კურკოვან კულტურებში ქლიავი ერთ-ერთი საუკეთესოა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. სპეციალიზდება აგრარულ სიახლეებზე, მოსავლის, ბოსტნეულისა და მეცხოველეობის თემებზე.
1 კომენტარი