
ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი მოემსახურება

წაღვერი – სუფთა ჰაერი, მინერალებით მდიდარი სამკურნალო წყლები
წაღვერი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში
წაღვერი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მოიპოვება მინერალური წყლები.
დაბა წაღვერი ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კმ-ში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე,
მდინარეების გუჯარეთისწყლისა (გუჯარულას) და ბაკურიანის შერთვის ადგილას მდებარეობს. დაბას გარშემო წიწვოვანი ტყეებით (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) დაფარული მაღალი მთები აკრავს. ტყეთა მასივებიდან გამორჩეულია მარიჯანისა და არჯევანიძის ტყეები. მარიჯანის ტყეს სახელი ცნობილი პოეტი ქალის, მარიამ ტყემალაძის (მარიჯანი მისი ფსევდონიმი იყო) პატივსაცემად დაერქვა – მას წაღვერში ჰქონია აგარაკი, რომელსაც ქართული კულტურის ცნობილი მოღვაწეები სტუმრობდნენ; `არჯევანიძის ტყე კი იმ საზოგადო მოღვაწის სახელს ატარებს, რომელმაც წაღვერში 1910 წელს პირველი სკოლა დააარსა. ისევე როგორც თემის დანარჩენი სოფლები დაბა, ტიმოთესუბანი და მზეთამზე წაღვერსაც კლიმატური კურორტის სტატუსი აქვს. მის ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებს წარმოადგენს დაბლობისა და მაღალი მთის კლიმატს შორის გარდამავალი ჰავა, წიწვნარის სურნელით გაჟღენთილი ზომიერად ტენიანი სუფთა ჰაერი და სხვადასხვა მინერალებით მდიდარი სამკურნალო წყლები. წაღვერი საბავშვო კურორტია, თუმცა აქაურობა სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გამო მაღალი მთის კლიმატს ვერ ეგუება.
წაღვერი არის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც გარშემორტყმულია მთლიანად წიწვოვანი ტყით. აქ მდებარე მინერალურმა წყაროებმა და სუფთა, ტენიანმა ჰაერმა განაპირობა ის ფაქტი, რომ წაღვერი საუკეთესო საშუალებაა კომპლექსური დაავადებების სამკურნალოდ.
წაღვერში კურორტული მკურნალობის ჩვენებებია: ქრონიკული გასტრიტი, ჰეპაროქოლეცისტიტი და საშარდე გზების დაავადებები.
რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?
ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას.
ფაქტები, რომელიც 2023 წელს, მედიცინის ისტორიაში პირველად მოხდა
2023 წელს არაერთი სამედიცინო გარღვევის მომსწრენი გავხდით. ისტორიაში პირველად, ქალს ერთდროულად 2 ორგანო გადაუნერგეს. ეს ისტორიული მომენტია, რადგან გულ-ღვიძლის ტრანსპლანტაცია ერთდროულად აქამდე არასდროს ჩატარებულა. დიდი ალბათობა იყო იმის, რომ პაციენტის ორგანიზმი მხოლოდ გულის გადანერგვას ვერ გაუძლებდა.
შესაბამისად, საჭირო იყო ღვიძლის გადანერგვაც. ოფიციალური განცხადებითდ, ორმაგი ტრანსპლანტაცია ეფუძნება იმუნოპროტექტორულ მიდგომას, რა დროსაც დონორის ღვიძლი იმუნოდაცვით ინდუცირებას ახდენს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ქვევრის აშენება და გამოწვა – ქართული ტრადიციული უძველესი ღვინის ჭურჭელი
ქართული ტრადიციული ქვევრი ღვინის უნიკალური და უძველესი ჭურჭელია. არქეოლოგიური გათხრებისას თიხის კულტურა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია აღმოჩენილი. პირველი თიხის ნაკეთობები ძველი წელთაღრიცხვის VIII ათასწლეულს მიეკუთვნება და მათი უდიდესი ნაწილი სწორედ მეღვინეობას უკავშირდება. ესენია: ქვევრი, კულა, ხელადა, აზარფეშა, ჭინჭილა, დოქი, ფიალა, სურა. ძველისძველ ჭურჭელს ეს სახელები მათი ფორმისა და დანიშნულების შესაბამისად დაერქვა. უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოში ქვევრს ჭურს ეძახიან. ზოგი ვერსიით, ჭური მხოლოდ დიდ ქვევრს ჰქვია, რომელშიც ადამიანს შეუძლია ჩასვლა, თუმცა დღეს ისინი სინონიმებია და ერთნაირი მნიშვნელობით იხმარება.
არქეოლოგიური აღმოჩენები ისტორიკოსებს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მეთუნეობა, იგივე გამომწვარი თიხისგან საგნების დამზადების კულტურა საქართველოში ნეოლითის ხანიდან იწყება. ძვ. წელთაღრიცხვის ბოლოს კი საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეთუნეო დარგი, რომელიც დღემდე უწყვეტად ვითარდება.

2013 წელს ქართულმა ქვევრმა მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა – UNESCO-მ ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციულ მეთოდს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ორგანიზაციის შესაბამის დოკუმენტში ქვევრის ღვინის დამზადების უნიკალური ტექნოლოგია აღწერილია ასეთი ფრაზით: „მარტივი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ყურძნის საწნახელში დაწურვისგან, ყურძნის ტკბილის, კანის, ყუნწების და წიპწის ქვევრში ჩასხმისგან, ქვევრის დალუქვისგან და ამ ნაერთის 5-6 თვის განმავლობაში დაძველებისგან შედგება“.
ქვევრის აგებულება
- ქვევრის თავი – ასე ეწოდება ქვევრის იმ ნაწილს, რომელსაც მიწის ზემოთ ტოვებენ და თავისივე ზომის თავსახურს ახურავენ;
- ქვევრის პირი – ეს ქვევრის ზედა ნაწილია, რომელიც მიწის ზემოთ რჩება, სანამ დაკირავენ;
- ქვევრის ყელი – ეს არის ქვევრის ზედა ნაწილი, სადაც ფორმა წვრილდება;
- ქვევრის მუცელი – ქვევრის მუცელი ქვევრის შუა წელია, ჭურჭლის ყველაზე გამობერილი ნაწილი;
- ქვევრის ძირი – ეს უკვე ქვევრის ქვედა ნაწილია, ფსკერი.
- ქვევრის ქუსლი – ქვევრის უკიდურესი ქვედა ნაწილი, რომელიც ქვევრის საყრდენია, ძირითადად 10-15 სანტიმეტრის დიამეტრისაა.
მიუხედავად ქვევრის არსებობის მრავალათასწლოვანი ისტორიისა, ქვევრის დამზადების ტრადიციული წესი არ შეიცვალა.
„ბევრ ქვეყანაში აკრძალული ქიმიკატები ჩვენთან უპრობლემოდ შემოდის“ – „ელკანას“ დირექტორი
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ გადაცემა „რედაქტ2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქიმიური ნივთიერებები, რომლის გამოყენება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, საქართველოს ბაზარზე უპრობლემოდ შემოდის.
მისი თქმით, რისი აკრძალვაც ხდება ევროკავშირში, იმის ასახვა მაშინვე არ ხდება ჩვენთან.
„ლიმფოზინატები ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, ჩვენთან არ არის აკრძალული და შემოდის. ყველაზე სავალალო მდგომარეობა ისაა, რომ მის ტარას იყენებენ ან ყრიან. ამ ნარჩენების გადამუშავების გარკვეული წესები არსებობს, რისი ცოდნის და განათლების პრობლემაა. მხოლოდ ის კი არა, რომ არ აცვიათ სპეციალური ტანსაცმელი, იყო შემთხვევები, როცა ხუმრობით ერთმანეთს წუწავდნენ, რაც დაუშვებელია. ყოფილა გარდაცვალების შემთხვევებიც, როცა პრეპარატი არასათანადო ჭურჭელში ესხა.
კონტროლის მექანიზმები არ არის საკმარისი და არ არის ცოდნა. კანონი კრძალავს დაირღვეს შეფუთვა, მაგრამ როცა მთლიანი შეფუთვის შეძენის საშუალება არ აქვთ, ხშირია შეფუთვის დაზიანება, რაც სავალალოდ სრულდება“, – აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და 971 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოავლინა
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სფეროში 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირება განხორციელდა საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში, ხორცისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო, ასევე, ნედლი რძის თერმული დამუშავების ობიექტებში, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ა.შ.
აღინიშნა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე; ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირების წესისა და რეალიზაციის ვადების დარღვევა.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სულ გამოვლინდა 971 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
მონიტორინგის ფარგლებში აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 817 ნიმუში/სინჯი.
პირველ კვარტალში სურსათის ლაბორატორიული კვლევისას არ გამოვლენილა არც ერთი დარღვევა: პესტიციდების ნარჩენები მცენარეულ და ცხოველურ სურსათში (შემოწმდა 72 ნიმუში); ტრანსცხიმები (შემოწმდა 21 ნიმუში); გმო (შემოწმდა10 ნიმუში); ლისტერია (შემოწმდა 50 ნიმუში); ხორცისა და ხორცის პროდუქტების სახეობრივი კვლევა (შემოწმდა 41 ნიმუში); კალციუმის შემცველობა ხორცის პროდუქტებში (შემოწმდა 15 ნიმუში).
რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისთვის აღებული 60 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 1 ნიმუშში; ბრუცელოზი აღმოჩნდა ნედლი რძის 2 ნიმუშში, რის შესახებაც ეცნობა ბიზნესოპერატორს და შესაბამისი გამოკვლევის დასრულებამდე აეკრძალა რძის მიღება.
მიმდინარე წლის განმავლობაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს სურსათის/სასმელი წყლის 6000-ზე მეტი ნიმუშის/სინჯის აღება აქვს დაგეგმილი.

რთველის სუბსიდირება გრძელდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ ერთ ლარს.
კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითელზე 20 თეთრს. საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება იმისთვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს მოსავლის ჩაბარება. ყველაფერი გაკეთდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს და ასევე შესაბამის კომპანიებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
“სოსო ბუქვაიძე ქმნის ამ საოცრებებს” – „ვაშენებ ქვით და ვასრულებ მოსაპირკეთებელ სამუშაოებს. ნამუშევრები ქვისგან კეთდება. საკმაოდ შრომატევადია …“ – სოსო ბუქვაიძე.
ბაღში, ეზოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი წყალია. განსაკუთრებით, მოძრავი წყალი, რომელიც ეზოს აგრილებს და ბაღს სულ სხვა ხიბლს სძენს. მომაჯადოებელი და საინტერესოა.
Soso Bukvaidze სოსო ბუქვაიძე სწორედ ამ სფეროს გამოცდილი სპეციალისტია და წლებია, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
“სოსო ბუქვაიძე ქმნის ამ საოცრებებს”
სოსო ბუქვაიძე ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში ცხოვრობს, წლებია მუშაობს ქვაზე.











