რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ – „ასეთი კონსერვები ინტოქსიკაციას უცებ არ იწვევენ, მაგრამ თანდათან ზოგი ღვიძლს აზიანებს, ზოგი თირკმელს”

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის უვნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა გადაცემაში “შუადღე” როგორც სახლში დამზადებული, ასევე ნაყიდი კონსერვების უსაფრთხოებაზე საუბრობს და განმარტავს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ:

როდესაც კონსერვებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, დაავადება ბოტულიზმი გვახსენდება. ბოტულიზმი შესაძლოა, შებოლილი პროდუქტების გამოყენებამაც გამოიწვიოს. თუმცა, ვთქვათ, რატომ ვაკავშირებთ ამ დაავადებას პირდაპირ კონსერვებთან – ბაქტერია, რომელიც ბოტულიზმს იწვევს, უჟანგბადო სივრცეში მრავლდება და ტოქსინებს გამოყოფს. ისეთ გარემოში, როგორიც, მაგალითად, დახუფულ კონსერვშია. გარდა ამისა, ობის სოკოებიც უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ, კონსერვის გახსნისას თავზე გვინახავს ობი, რომელსაც მოაშორებენ ხოლმე და შემდეგ პროდუქტს ჩვეულებრივად მიირთმევენ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა.

პირველ რიგში, რაც სახლში დამზადების დროს უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ აუცილებლად საღი პროდუქტი გამოვიყენოთ. თითოეული ბადრიჯანი, პომიდორი, ხახვი, თუ სხვა სათითაოდ უნდა იყოს გადარჩეული. ლპობის პროცესი თუ ერთ პროდუქტში მაინცაა დაწყებული, მთელ კონსერვს გაგვიფუჭებს და ობის სოკოებიც გაჩნდება.

ძალიან ბევრი სახეობის სოკო არსებობს. 250-მდე მათგანი ტოქსინებს გამოჰყოფს, რაც ჩვენი ორგანიზმისათვის ძალიან საშიშია. მიკოტოქსინებს ყველას თავისი სამიზნე აქვს. თუ ის ჩვენს ორგანიზმში მოხვდება, ზოგი ღვიძლს აზიანებს, ზოგი თირკმელს, შეიძლება, დნმ-ს ცვლილებაც კი გამოიწვიოს. თუ ამას სისტემატური ხასიათი აქვს, წლებია, კონსერვებს მივირთმევთ და შეგვხვედრია ხშირად ობიანი პროდუქტი, ობი მოგვიშორებია, შემდეგ გაგვიგრძელებია ჭამა, ის ტოქსინები, ობის სოკოზე მეტად საშიშია. შესაძლოა, ინტოქსიკაცია მაშინვე არ გამოიწვიოს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ღვიძლის, თირკმელების, შარდ-სასქესო სისტემების პრობლემები შეგვიქმნას. არც გახსნის შემდეგ დაგროვილი ობის მოშორება და შემდეგ პროდუქტის მირთმევაა გამართლებული, ვერ გამოვიცნობთ, როგორი ტიპის სოკოა. არსებობს სოკოები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისათვის ტოქსიკური არ არის. მაგრამ, ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ამას ვერ დავადგენთ. ამიტომაც, წამოდუღებას აზრი არ აქვს, მთლიანად უნდა გადავაგდოთ.“

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ვრცლად:

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ – „ასეთი კონსერვები ინტოქსიკაციას უცებ არ იწვევენ, მაგრამ თანდათან ზოგი ღვიძლს აზიანებს, ზოგი თირკმელს”. 5 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/ras-unda-mivaqtsiot-quradgheba-rom-janmrteloba-ar-daviz/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ – „ასეთი კონსერვები ინტოქსიკაციას უცებ არ იწვევენ, მაგრამ თანდათან ზოგი ღვიძლს აზიანებს, ზოგი თირკმელს” [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/ras-unda-mivaqtsiot-quradgheba-rom-janmrteloba-ar-daviz/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network