ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

რატომ არის საშიში ნაბახუსევიდან „გამოსვლა“ ალკოჰოლით – ექიმის რჩევები

0

ალკოჰოლი ტოქსიკური და ფსიქოაქტიური ნივთიერებაა დამოკიდებულების გამომწვევი თვისებებით, თუმცა ის ფაქტი, რომ ხშირად სოციალიზაციის რუტინულ ნაწილად მიიჩნევა, აძნელებს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სათანადო შეფასებას.

ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების საერთო გავრცელება საკმაოდ მაღალია – 78.5%. ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი). მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი 18.3 პროცენტია.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

გაიცანით ქეთი მექერიშვილი გურჯაანიდან, რომელიც მინას ამუშავებს და სხვადასხვა ნივთებს ქმნის

0

გურჯაანში მცხოვრები ხელოვანი, მხატვრული მინის დიზაინერი ქეთი მექერიშვილი მინას ამუშავებს და მისგან სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, პანოებს, ყველის დაფებს, ვიტრაჟებს, მინისგან შექმნილ პეიზაჟებს და პორტრეტებს ამზადებს.

ქეთი აღნიშნული საქმიანობით 15 წლის წინ დაინტერესდა. საქართველოში თეორიული სწავლის შემდეგ, ევროპაში მიიღო ყველაზე დიდი პრაქტიკული გამოცდილება, შემდეგ კი ისევ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა და წლების განმავლობაში მივიწყებული დარგის ხელახლა გაცოცხლება გადაწყვიტა.

ქეთი თავდაპირველად თბილისში, შემდეგ კი გურჯაანში ჩამოვიდა და აქტიურად საქმიანობა დაიწყო. ის საკუთარი ხელით ამუშავებს მინას და საკუთარი დიზაინით, ქართულ მოტივებზე ქმნის ყველა ნივთს, რომლის ანალოგსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მეფუტკრეების მხარდასაჭერად მიზნობრივი პროგრამა

0
მეფუტკრეების მხარდასაჭერად მიზნობრივი პროგრამა
#image_title

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ახალი პროგრამა მეფუტკრეობის  განვითარებისთვის, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდება. პროგრამის მიზანი კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბებაა.

პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი, არაუმეტეს 5,000 ლარი ერთი ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.

პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).

მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მეფუტკრეობის განვითარებას არაერთი პროგრამისა თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს, რომელთა მიზანია ხარისხიანი თაფლის წარმოების მდგრადობის ხელშეწყობა, დარგობრივ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის შესახებ ცნობადობის ზრდა, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი მოხვდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე.

საყურადღებოა, რომ მეფუტკრეთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამით ისარგებლა 200-ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, მათ სახელმწიფოს მხრიდან 70%-იანი თანადაფინანსებით მიიღეს 18,000-ზე მეტი სკა და მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი.

თუმცა, გაჩნდა საჭიროება, რომ მსგავსმა პროგრამამ მოიცვას არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები არამედ, როგორც ფიზიკური, ასევე საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირები. მომზადდა მიზნობრივი პროგრამა, სადაც გათვალისწინებულია ამ ეტაპზე ყველა ის პირობა, თუ დათქმა, რაც საჭიროა პროგრამის ეფექტური და დროული განხორციელებისათვის.

ძირითადი დეტალები

  1. ფინანსური მხარდაჭერა: მეფუტკრეებს გაწვდებათ სკების ღირებულების 50%–70 ლარამდე, თუმცა სულ არ უნდა აღემატებოდეს 5,000 ლარს თითო ბენეფიციარზე.
  2. მონაწილეობის პირობები: მონაწილე უნდა ჰყავდეს მინიმუმ 10 ფუტკრის ოჯახი და მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების 150%-ს.
  3. რეგისტრაციის მოთხოვნები: ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული როგორც ბიზნესოპერატორი და საფუტკრე უნდა იყოს რეგისტრირებული ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).
  4. გადაწყვეტილებები და მიღწევები: პროგრამა გაწვდილი 200-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომლებმაც 70%-იანი თანადაფინანსებით მიიღეს 18,000-ზე მეტი სკა და საჭირო ინვენტარი.

თუ თქვენ გაქვთ მეფუტკრეობის საქმიანობა და გაინტერესებთ პროგრამაში მონაწილეობა, დაეფუძნეთ შესაბამის ინფორმაციას და რეგისტრირდით საჭირო სისტემებში, რათა მიიღოთ ფინანსური დახმარება და გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესის ეფექტურობა.

ფუტკარი (Apis mellifera) არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინექციური მწერი, რომელიც plays critical role in გაწვდილი მცენარეების პოლინიზაციაში. ფუტკრები ძირითადად ცალკე ოჯახებში ცხოვრობენ, რომელთა სადგომია სკა. თითოეულ ოჯახში არსებობს ერთი დედოფალი, მრავალი მუშა ფუტკარი და მეძუძური ფუტკრები.

რუსთავში ღამურამ და ზღარბმა ორი ადამიანი დაკბინა

0
ღამურამ და ზღარბმა ორი ადამიანი დაკბინა
#image_title

რუსთავში ღამურამ და ზღარბმა ორი ადამიანი დაკბინა.

დაკბენილებს ცენტრალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარება გაუწიეს, სადაც მათ შესაბამისი ანტირაბიული აცრები ჩაუტარდათ.

სამედიცინო დაწესებულების ანტირაბიული განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი ჯანგულაშვილმა გააცხადა, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

#drpkhakadze

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ავტობუსები გადაეცა,რომლებიც 13 ლოკაციაზე გადანაწილდა

0

ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მერის ბატონი ზაზა დიასამიძის დიდი ძალისხმევის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ავტობუსები გადაეცა,რომლებიც 13 ლოკაციაზე გადანაწილდა.

მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით,რაც იმას ნიშნავს,რომ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული საჭიროებები მოუგვარდება.

ჩვენი გუნდისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება.მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა,ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ჩართულია მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ლეჩხუმური ნიგოზი არის ზეთით სავსე, ამიტომაც გამოდის პური გემრიელი”…

0
„ლეჩხუმური ნიგოზი არის ზეთით სავსე, ამიტომაც გამოდის პური გემრიელი
#image_title

„ლეჩხუმური ნიგოზი არის ზეთით სავსე, ამიტომაც გამოდის პური გემრიელი”…

🥐 ლეჩხუმური ნიგვზიანი პური

იცოდით, რომ მარკეტში ნაყიდი ანანასის გამრავლება შეგვიძლია?

0
იცოდით, რომ მარკეტში ნაყიდი ანანასის გამრავლება შეგვიძლია?
თუ გიყვართ ეგზოტიკური მცენარეები, აუცილებლად ნახეთ 👇

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

აგვისტოში (თუ ივლისში გამოგვრჩა მხედველობიდან) აუცილებელია ნაყოფით დახუნძლული ხეებისთვის ორკაპი საყრდენების შეყენება

0

აგვისტო 

ბაღი. აგვისტოში იკრიფება საადრეო ჯიშის ვაშლი (პაპიროვკა, სუისლაპერი, ზა­ფხულის ატ­მისებრი, ლეჩხუმური შაფრანა), მსხალი (კა­ხური გულაბი, ქართული გულაბი, სამარიობო, სოხუმის დუშესი, კლაპის ფავორიტი, ვენის ტრი­უმფი, უზუნ-არმუდი) და ქლიავის საადრეო ჯიშები (მწვანე რენკლოდი, ონტარიო, ჭრელი პედრიგონი, დიდი ჰერცოგი და სხვ.).
აგვისტოში (თუ ივლისში გამოგვრჩა მხედველობიდან) აუცილებელია ნაყოფით დახუნძლული ხეებისთვის ორკაპი საყრდენების შეყენება, რისთვისაც ორკაპში წინასწარ მცირეოდენ თივას ან სხვა რბილ მასალას ვათავსებთ, რათა ტოტი არ გაიხეხოს. ამ პერიოდში იცის სარეველების მომრავლება, ამიტომ ნუ დაიზარებთ მამაპაპური თოხით მათ განადგურებას.
ვენახი. საჭიროებისამებრ ტარდება ბორდოს 1%-იანი ხსნარით შესხურება, ასევე გო­გირ­დით შეფრქვევა, ოღონდ წამლობას წინ უნ­და უძღოდეს ზედმეტი ყლორტების – შტამ­ბზე ამონაყარების მოცილება (გარდა იმ ამო­ნა­ყარისა, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს გა­დასაწიდნად ან დაზიანებული მხარის შესაც­ვლელად). ამ პერიოდში ხდება ყლორტების მიბმა საყრდენზე და ნამხარის შეცლა; მტევნის ზემოთ 10 ფოთლის, ანუ 10 მუხლის, დატოვება და წვერის წაწყვეტა, ხოლო სიმწიფეში შესვლისთანავე იმ ფოთლების მოცილება, რომლებიც მტევნებს ჩრდილავს.
აგვისტოში ასევე აუცილებელი ღონისძიებაა თოხნა მიწის გაფხვიერებისა და სარევე­ლების მოსპობის მიზნით. საუკეთესო საშუ­ალებაა დამულჩვა, ანუ ვაზის ძირში ნათოხნი ბალახის, ნაკელის, ტორფის და ა.შ. დაფენა. ეს ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და სარეველებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.
ბოსტანი. კომბოსტო. იღებენ საშუალო-საგვიანო ჯიშის (თეთრთავიანი, წითელთავიანი და სავოიის) კომბოსტოს მოსავალს თანდათანობით. მოსავლის აღების დაგვიანება იწვევს თავების დახეთქას და საყვავილე ისრების განვითარებას.
სტაფილო. დამატებითი გამოკვების სახით სტაფილოს კვლებში შეაქვთ ამონიუმის გვარჯილა ან მინერალური სასუქის ნარევი გადამწვარ ნაკელთან ერთად.
ჭარხალი. იღებენ ადრეულ პერიოდში და­თესილი სუფრის ჭარხლის მოსავალს შერჩე­ვით. გვიან დათესილ ან დარგულ ჭარხალს და­მატებით უტარებენ გამოკვებას ისევე, როგორც სტაფილოს.
თვის ბოლოკი და ბოლოკი. თესავენ თვის ბოლოკს სექტემბერში მოსავლის აღების მიზ­ნით. აუცილებელია ხშირი რწყვა, ვინაიდან წყლის ნაკლებობისას ძირხვენი არ იზრდება, უხეშდება და საკვებად უვარგისი ხდება.
ამავე თვეში ითესება წითელი, ანუ ჩინური ბოლოკი, რომლის მოსავალს ოქტომბერ- ნოემბერში იღებენ.
თავიანი ხახვი. აგვისტოს ბოლოს, როცა ხახვის ფოჩები დაჭკნება და ჩაწვება, იწყებენ მის ამოყრას. მომწიფებული ბოლქვი უნდა დაუყოვნებლივ ამოიღოთ, რადგან დაგვიანებისას შეიძლება ახალი ფესვი და ფოჩი განივითაროს.

ივლისი – თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივ­ლისშიც ბევრი სამუშაოა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

10 წლის მეფუტკრე დედოფლისწყაროდან

0
„ჩემი ცხოვრება ფუტკრის გარეშე არ წარმომიდგენია”
| 10 წლის მეფუტკრე დედოფლისწყაროდან

გიორგი მეფუტკრეების ოჯახის მეოთხე თაობის წარმომადგენელია. გიორგის დიდ ბაბუას ანუ როგორც კახეთში უწოდებენ, პაპას, შალვა ლეკაშვილს მეფუტკრეობის სკოლა დაუმთავრებია და პროფესიონალი მეფუტკრე გამხდარა. ომიდან დაბრუნების შემდეგ კოლმეურნეობაში გაუგზავნიათ მეფუტკრედ, თანამშრომლად მეუღლე, ფატიმა გოძიაშვილი წაუყვანია.

ფუტკრის მოვლაში თავის პაპასა და მამას – ბესიკს, უმცროსი გიორგიც შეუერთდა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„სამინისტრო მიჰყვება ასოცირების შეთანხმების და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას“

0
„დღევანდელ მსოფლიოში, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებასთან და მის შედეგებთან ბრძოლა სულ უფრო მეტად აქტუალურია. შესაბამისად, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის გარემოსდაცვითი პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული და მისი განხორციელება ხელს უწყობდეს ქვეყნის მდგრად და დაბალანსებულ განვითარებას. გარემოს დაცვის მიმართულებით, სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც, საბოლოოდ, მიზნად ისახავს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, მოახდინოს 27 გარემოსდაცვით დირექტივა/რეგულაციასთან დაახლოება. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ჰარმონიზებულია ევროკავშირის 21 სამართლებრივ აქტთან.
მისი განცხადებით, 2023 წელს მიღებულია სამი მნიშვნელოვანი ახალი კანონი: „სამრეწველო ემისიების შესახებ“, ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ” და „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ”.
სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის მიზნით, 2026 წლის შემდგომ, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგება სრულიად ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა, რომლის საფუძველს ქმნის „სამრეწველო ემისიების შესახებ” საქართველოს კანონი. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი სისტემა უზრუნველყოფს ახალ ტექნოლოგიებზე სამრეწველო სექტორის მუდმივ ორიენტირებულობას და ქვეყანაში „მწვანე ეკონომიკის“ სტიმულირებას.
კანონი „წყლის რესურსების მართვის შესახებ” სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან და უზრუნველყოფს ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მსოფლიოში აღიარებული წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის მოდელზე გადასვლა. ერთ-ერთ მთავარ სიახლეს საქართველოსთვის წარმოადგენს მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის დანერგვა და ზედაპირული წყლით სარგებლობაზე ეკონომიკური მექანიზმის ამუშავება, რაც ხელს შეუწყობს წყლის რესურსების უფრო გონივრულ გამოყენებას და სათანადოდ მართვას.
„პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ წყლის ხარისხსა და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 237 წერტილში; ხოლო, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მონიტორინგის განხორციელების მიზნით, 68 წყალპუნქტზე დამონტაჟდა თანამედროვე ჰიდროგეოლოგიური აპარატურა“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli