მერქნიანების მორწყვის საუკეთესო ვადები…

მერქნიანების მორწყვის საუკეთესო ვადები... | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა

მერქნიანების მორწყვის საუკეთესო ვადებია:
1. ადრე გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე. ეს ხელს უწყობს ნორმალურ ყვავილობასა და გამონასკვას. ყვავილობის პერიოდში მორწყვა დაუშვებელია, რადგან ნასკვები დიდი რაოდენობით ცვივა.
2. გამონასკვიდან 15-20 დღის შემდეგ. ამ პერიოდში რწყვა მნიშვნელოვანია, როგორც მიმდინარე ნაყოფიერების, ისე მომავალი წლის საყვავილე კვირტების ჩასახვისათვის.
3. განუვითარებელი ნასკვების ჩამოცვენის შემდეგ შერჩენილი ნაყოფის ზრდის უ­ზრუნველსაყოფად, თუ ნიადაგში ტენი საკმარისია, ნუ მორწყავთ.
4. განსაკუთრებით საჭიროა მორწყვა უშუალოდ მოსავლის აღების შემდეგ, რადგან ფეს­ვთა სისტემა დასუსტებულია და წყალთან ერთად საჭიროებს სასუქის შეტანასაც.
ვენახი. მიუხედავად იმისა, რომ ვაზი გვა­ლ­­ვაგამძლე კულტურაა, მინიმუმ სამი მორწყვა მაინც სჭირდება:
1. ყვავილობამდე (ეს, რა თქმა უნდა, უკვე ჩატარებული გექნებათ).
2. ისრიმობის ფაზაში, ანუ როცა მწვანე მარ­ცვალი მსხვილდება.
3. სიმწიფის დაწყებამდე.
ბოსტანი, ბაღჩა. სხვადასხვა კულტურა ნი­ადა­გის ტენიანობას სხვადასხვანაირად მოითხოვს.
ტენიანობის ყველაზე მომთხოვნ მცენარე­ებად ითვლება: თვის ბოლოკი, ისპანახი, სალათა, კომბოსტო, ფოჩიანი ხახვი, კამა, ნიახური; მათთვის აუცილებელია 4-5 დღეში ერთხელ მორწყვა – 1მ2-ზე საშუალოდ 40 ლ წყალი.
ნაკლებად მომთხოვნია (ზემოთ ჩამოთ­ვლილ­­თაგან შედარებით): კიტრი, თავიანი ხა­ხვი, ნიორი, პამიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი; სეზონზე საკმარისია 7-8 მორწყვა (7-8 დღეში ერ­თხელ) – 1მ2 -ზე საშუალოდ 35 ლ.
უფრო ნაკლებად მომთხოვნია: ჭარხალი, ყაბაყი, სტაფილო, კარტოფილი, ბარდა, ლობიო, სატაცური; 5-6 მორწყვა სეზონზე, 1მ2 -ზე – დაახლოებით 30ლ.
გვალვაგამძლეა: გოგრა, ნესვი, საზამთრო, სიმინდი; ესაჭიროება 15-18 დღეში ერ­თხელ მორ­წყვა, 1მ2-ზე – 30 ლ.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემებისა, აუცილებელია ამინდის გათვა­ლისწინებაც.

თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივ­ლისშიც ბევრი სამუშაოა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). მერქნიანების მორწყვის საუკეთესო ვადები…. 22 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/merqnianebis-mortsqvis-sauketeso-vadebi/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. მერქნიანების მორწყვის საუკეთესო ვადები… [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/merqnianebis-mortsqvis-sauketeso-vadebi/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network