„მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს და ექნება გარემოსდაცვითი კონტროლის განმახორციელებელ უწყებას“-დავით სონღულაშვილი

„მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს და ექნება გარემოსდაცვითი | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უპირველესი პრიორიტეტია.

გარემოსდაცვითი მიმართულება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს და ექნება გარემოსდაცვითი კონტროლის განმახორციელებელ უწყებას. კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერების პროცესი, რომლის შემადგენელი ნაწილია რეგიონული ოფისების მშენებლობა/რეაბილიტაცია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის განყოფილების ოფისში, რომელიც ამბროლაურში მდებარეობს, სარემონტო სამუშაოები 2025 წლის ივნისში დაიწყო. რემონტის დასრულების შემდეგ ოფისი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე მინისტრთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). „მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს და ექნება გარემოსდაცვითი კონტროლის განმახორციელებელ უწყებას“-დავით სონღულაშვილი. 2 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/maqsimaluri-mkhardachera-aqvs-da-eqneba-garemosdatsviti/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს და ექნება გარემოსდაცვითი კონტროლის განმახორციელებელ უწყებას“-დავით სონღულაშვილი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/maqsimaluri-mkhardachera-aqvs-da-eqneba-garemosdatsviti/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network