ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ

ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა

ივლისი

თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივ­ლისშიც ბევრი სამუშაოა. ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ. თუ ნარგავი ძალიან გახშირებულია, შეათხელეთ და ახალ ადგილზე გა­დარგეთ.
ბაღში ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე კვირტით მყნობის დროა. იმ დღეს, როცა მყნობას და­აპირებთ, თქვენთვის სასურველი ჯი­შის მსხმოიარე ხიდან ააჭე­რით წლე­ვანდელი, ოღონდ კარგად გამერქნებული ყლორტი. წააჭერით თავსა და ბოლოში ორი მუხლის სიგრძე და გადაყარეთ. რაც დაგ­რჩებათ, ის გახლავთ საუკეთესო სანამყენე კვირტები. წააჭერით ყველა ფოთოლი და დატო­ვეთ მხო­ლოდ ფოთლის ყუნწები, ჩა­ალაგეთ ყლორტები წყლიან ჭურჭელში ბოლოებით ქვემოთ ისე, რომ ჩაყოფილი ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუხლის ზომაზე. მიიტანეთ ამ მდგომა­რეობაში ყლორტები დასამყნობად შერჩეულ საძირე ხემდე. საძირის ტოტების ზედა ნაწილში სამყნობი და­ნით, რომელსაც საპირისპირო მხა­რეს აქვს სპეციალური პლასტმასის ბრტყელი, წამახვილებული ფორმის ფირფიტა, გააკეთეთ ასო თ-ს მაგვარი ჭრილი, რომლის ზომებიც უნდა იყოს: ვერტიკალურად – 3-4 სმ, ჰორიზონტალურად – 1,5 სმ. დანის სპეციალური ფირფიტით (ან წამახვილებული ჯოხით) გახსენით კვირტის ჩასასმელი ადგილი, ამოიღეთ ყლორტი წყლიდან, აათალეთ კალმიდან კვირტი თავის ყუნწიანად ისე, რომ კვირტის ზემოთ დარჩეს არა უმეტეს 0,5სმ-ისა, ხოლო ქვემოთ – 1,5 სმ. ჩასვით კვირტი ფაქიზად და შ­ემოუჭირეთ საიზოლაციო ლენტი. სახვევი მოახვიეთ ზემოდან ისე, რომ კვირტი ჩანდეს, დანარჩენი ნაწილი კი კარგად იყოს შეკრული. 2 კვირის შემდეგ შეამოწმეთ ნამყენი. თუ ფოთლის ყუნწი ხელის ოდნავი შეხებით მოძვრება, ე.ი. კვირტი შეხორცებულია.

წაიკითხეთ სრულა

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ. 9 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/khendros-mosavlis-aghe-bidan-2-4-kviris-shemdeg-fotlebs/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ხენდროს მოსავლის აღე­ბიდან 2-4 კვირის შემდეგ ფოთლებს მთლი­ანად ჭრიან მიწის ზედაპირიდან 5-7 სმ-ის სიმაღლეზე და წვავენ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/khendros-mosavlis-aghe-bidan-2-4-kviris-shemdeg-fotlebs/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network