კახეთში დამატებით 1015 ჰა სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება

ნინო კვარაცხელია
1 წუთიანი წაკითხვა

კახეთში დამატებით 1015 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება.

ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც 4 კმ-მდე სიგრძის სხვადასხვა რიგის წყალგამანაწილებელი არხის და მისი განშტოებების აღდგენას, 25 კმ სიგრძის ლითონის მილების მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.

სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.7 მლნ ლარით ფინანსდება.

რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის საშუალებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ქოდალოს, არაშენდასა და დარჩეთის სავარგულები მოირწყვება. სამუშაოები 2025 წლის მაისში დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაშიაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საქართველოს რეგიონები და სოფლები. აღწერს კახეთს, იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, გურიასა და სხვა კუთხეებს — ტრადიციები, ადამიანები, ბუნება.
კომენტარები ჯერ არ არის