გურიაში 15 ჰექტარზე დაცული ტერიტორია შეიქმნება

გურიაში 15 ჰექტარზე დაცული ტერიტორია შეიქმნება | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, გურიაში დაცული ტერიტორია უნდა შეიქმნას.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მისი მიღების შემდეგ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია – გურიის ეროვნული პარკი. უნდა შეიქმნას გურიის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, სადაც საჭიროა არაუმეტეს 20 საშტატო ერთეული.

„1990-1991 წლებში დამუშავდა საქართველოში დაცული ტერიტორიების სივრცითი სტრუქტურის განვითარების პირველი სქემა, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და გერმანელი ექსპერტები. აღნიშნული სქემის ფარგლებში განისაზღვრა საქართველოს შემდეგ რეგიონებში ეროვნული პარკების შექმნა: კოლხეთის დაბლობი, ცენტრალური კავკასიონი, ფშავ-ხევსურეთ-თუშეთი, მთიანი კახეთი, ივრის ზეგანი, ბორჯომი და აჭარა-გურია-იმერეთი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დღეის მდგომარეობით, დაარსებულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, თუშეთის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელას ეროვნული პარკი, რაჭის ეროვნული პარკი და ერუშეთის ეროვნული პარკი. აღნიშნული სქემის გათვალისწინებით, დარჩენილია გურიის ეროვნული პარკის დაარსება გურიის რეგიონში“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტზე მომხსენებლად გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილია დანიშნული.

კანონი დამტკიცების შემდეგ ძალაში 2024 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა შევიდეს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). გურიაში 15 ჰექტარზე დაცული ტერიტორია შეიქმნება. 8 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/guriashi-15-heqtarze-datsuli-teritoria-sheiqmneba/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. გურიაში 15 ჰექტარზე დაცული ტერიტორია შეიქმნება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/guriashi-15-heqtarze-datsuli-teritoria-sheiqmneba/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network