ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება ჯერ კიდევ მიმდინარეობს

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

სოფლის განვითარების სააგენტო:

გვინდა შეგახსენოთ, რომ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
პროგრამის მიზანია ბიოწარმოების მხარდაჭერა ბიოპროდუქტების წარმოების ზრდის უზრუნველსაყოფად.
პროგრამა მოიაზრებს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:
საკონსულტაციო მომსახურება
თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურეობა
ბიო სერტიფიცირება
კონვერსიის პერიოდში გაწეული ხარჯი ანაზღაურდება 70%-ით (არაუმეტეს 7,000 ლარი). დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსების შემთხვევაში თანადაფინანსდება 40% (არაუმეტეს 4,000 ლარი).
პროგრამა დამატებით ითვალისწინებს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:
მევენახეობისათვის
ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა
მეფუტკრეობისათვის
ფუტკრის ბიოპრეპარატების შეძენა
ბიოფიჭის შეძენა
1 ჰა-ზე გადაანგარიშებით თანადაფინანსდება 70% (არაუმეტეს 5,100 ლარი). დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსების შემთხვევაში თანადაფინანსდება 40% (არაუმეტეს 2,900 ლარი).
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 30 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/biotsarmoebis-khelshetsqobis-programashi-ganatskhadebis/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება ჯერ კიდევ მიმდინარეობს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/biotsarmoebis-khelshetsqobis-programashi-ganatskhadebis/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network