„არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რაც დღეს „იუნესკომაც“ დაადასტურა – ქართული ხორბალი, ქვეყნის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილია“ – დავით სონღულაშვილი

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციის სათავეებიდან მოდის და მსოფლიო ღირებულებებს  ქმნის, მათ შორის აგრარული მიმართულებით, ღვინო, რომელიც საქართველოში დაიბადა და დღეს უკვე აღიარებულია ქართული ხორბალი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართული ხორბალი ქვეყნის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილია.

„იუნესკოს“ დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, რომელიც გაჯერებულია ღირებული კულტურული მემკვიდრეობებით. ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციის სათავეებიდან მოდის და მსოფლიო ღირებულებებს  ქმნის, მათ შორის აგრარული მიმართულებით. ღვინო, რომელიც საქართველოში დაიბადა და დღეს უკვე აღიარებულია ქართული ხორბალი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები. ქართული ხორბალი, ჩვენი ქვეყნის როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის ნაწილია. მისი ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის და არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რაც დღეს „იუნესკომაც“ დაადასტურა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის