ბარვასაც ცოდნა უნდა

ბარვასაც ცოდნა უნდა | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

ბარვასაც ცოდნა უნდა

დასაბარ ნაკვეთს ვყოფთ ორ თანაბარ A და B მონაკვეთად. პირველი კვლიდან (ა) ამობარულ მიწას ათავსებენ იქვე, B მონაკვეთის კიდეზე (ბ). პირველი კვალი ამოივსება მეორე თხრილიდან ამოღებული ბელტით (ვ) და ა.შ. B მონაკვეთის პირველი კვლის ბელტით ავსებენ A მონაკვეთის ბოლო კვალს (გ). B მონაკვეთის ბოლო კვალი (დ) ამოივსება სულ პირველი კვლიდან ამოღებული ნიადაგით.
კვლების ფსკერზე სასურველია დაიყაროს გა­დამწვარი ნაკელი ან კომპოსტი.

დაბარული ნიადაგი კარგად უნდა ჩაითოხნოს და ფოცხით მოსწორდეს, რის შემდეგაც ვყოფთ კვლებად. კვლების გასატარებლად უმჯობესია კვლის თავსა და ბოლოში დავასოთ პალოები და გავაბათ ლარი.
ამის შემდეგ თოხის წვერით ვაკეთებთ კვლებს, მოვრწყავთ და შემდეგ ვიწყებთ თესვას. დათესილ კვლებს ფოცხით მოვასწორებთ და მსუბუქად დავტკეპნით. რაც უფრო წვრილია თესლი, მით უფრო ნაკლებ სიღრმეზე ითესება და პირიქით.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გახსოვდეთ

ბარი მიწაში უნდა ჩაუშვათ ვერტიკალურად, რათა ნიადა­გი უკეთ გაფხვიერდეს.

როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ბარვასაც ცოდნა უნდა. 2 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/barvasats-tsodna-unda/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ბარვასაც ცოდნა უნდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/barvasats-tsodna-unda/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network