როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი

SheniSofeli.ge
2 წუთიანი წაკითხვა

როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი

საბოსტნე ადგილს სამხრეთის ან სამხრეთ-აღ­მოსავლეთის მზით კარგად განათებული ად­გილი დაუთმეთ. დაყავით იგი თარგებად, როგორც ქვემოთ არის მოცემული (ცხრი­ლი #1).
6 თარგად დაყოფილი მიწის მთლიანი ფართობი 270 მ2-ია, რაც სავსებით უზრუნველ­ყოფს ბოსტნეულით ერთ საშუალო ოჯახს. ნაკვეთის სიგრძე 16,2 მ-ია, სიგანე – 16,5 მ. ყოველი თარგი, რომლის ფართობიც 40 მ2, დაყოფილია 8 კვლად და თითოეული მათგანის ფართობია 5მ2. თარგებს შორის მანძილი 60სმ-ია, რაც განკუთვნილია ბილიკებისათვის.

როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი | შენი სოფელი

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი | შენი სოფელი

როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი | შენი სოფელი
ნაკვეთის დასაგეგმად კანაფზე გადაზომეთ სამი (3, 4 და 5 მ) მონაკვეთი და ერთმანეთს გადააბით. 4 მ-იანი მონაკვეთის ბოლო მიამაგ­რეთ პალოზე (0) და მიწაში ჩაარჭვეთ, შემდეგ კანაფი გაჭიმეთ, მისი მეორე ბოლო პალოზე (1) დაამაგრეთ და ისიც მიწაში ჩაარჭვეთ. შემდეგ მიუბრუნდით პირველ პალოს და იქიდან სწორი კუთხით გაჭიმეთ 3 მ-იანი კანაფი, რომლის ბოლოც ასევე პალოთი (2) დაამაგრეთ. 5 მ-იანი კანაფი გააბით მეორე და პირველ პალოებს შორის, რომლებიც ისე გადააადგილეთ, რომ კანაფი დაიჭიმოს. შედეგად მიიღებთ მართკუთხა სამკუთხედს, რომლის ერთი გვერდი იქნება 3მ, მეორე – 4მ, ხოლო მესამე – 5 მ. ასე გააგრძელებთ საბოსტნე ნაკვეთის დაგეგმვას სასურველ ფართობამდე.

როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი | შენი სოფელი

საბოსტნე ნაკვეთი გამოყავით მზიან ადგილას და უზრუნველყავით სარწყავი წყლით. თუ ნიადაგს საჭიროების მიხედვით დაამუშავებთ და სასუქსაც შეიტანთ, აუცილებლად მიიღებთ კარგ მოსავალს.

როგორ დავგეგმოთ ნაკვეთი, სად რა და როგორ დავრგოთ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი. 20 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/როგორ-დავგეგმოთ-საბოსტნე/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. როგორ დავგეგმოთ საბოსტნე ადგილი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%92%e1%83%94%e1%83%92%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
1 კომენტარი
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network