აღნიშნული საწარმოები სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შეიქმნა – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის რეგიონში იმყოფება

აღნიშნული საწარმოები სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მინისტრი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კომპანიების Family Farm (ფემილი ფარმი) და FFF Georgia (ფფფ ჯორჯია) მესაქონლეობის ფერმას, ცხოველთა საკვების საწარმოს და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს.

აღნიშნული საწარმოები სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შეიქმნა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტრი გორის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში შექმნილ საკალმახე და სასათბურე მეურნეობებში ფერმერებს შეხვდება და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას მოისმენს.

დაგეგმილია შეხვედრები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებთან. დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის სატყეო სამსახურის რეაბილიტირებულ ოფისსაც დაათვალიერებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). აღნიშნული საწარმოები სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შეიქმნა – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის რეგიონში იმყოფება. 23 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/aghnishnuli-satsarmoebi-sakhelmtsifo-programebis-mkhard/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. აღნიშნული საწარმოები სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შეიქმნა – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის რეგიონში იმყოფება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/aghnishnuli-satsarmoebi-sakhelmtsifo-programebis-mkhard/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network