აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საკითხს

აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მრეწველთა კავშირის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა.

 მინისტრმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, სექტორში არსებული ვითარების დეტალები განიხილა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საკითხს.

 მხარეებმა შეხვედრაზე წარმოებებში დასაქმების, ბაზრების დივერსიფიცირების და ფასების რეგულაციების საკითხებზე იმსჯელეს.

 როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის კერძო სექტორის მხარდაჭერა პრიორიტეტია. დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან, მწარმოებლებთან შეხვედრებზე განიხილება ყველა გამოწვევა და გადაწყვეტილებები შეჯერებული მოსაზრებების საფუძველზე მიიღება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საკითხს. 16 იანვარი, 2026. https://shenisofeli.ge/aghnishnuli-mimartuleba-gansakutrebuli-mnishvnelobisaa/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საკითხს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/aghnishnuli-mimartuleba-gansakutrebuli-mnishvnelobisaa/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network