„დღეს იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია” – დავით სონღულაშვილი

„დღეს იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია” – დავით სონღულაშვილი | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ღვინის გლობალური ბაზარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, რაც ღვინის მწარმოებელი ქვეყნების წინაშე ახალ გამოწვევებს ქმნის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ასეთ პირობებში ქართული მეღვინეობის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის ხარისხს.

მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში ღვინის მოხმარების შემცირების ტენდენცია გავლენას ახდენს თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაზე და შესაბამისად, ქართული მეღვინეობის განვითარების პოლიტიკაც ახალ რეალობას უნდა მოერგოს.

„ღვინის სექტორი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის. 1961 წლის შემდეგ ღვინის მოხმარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ეს, თავისთავად ცხადია, გავლენას ახდენს ღვინის მწარმოებელ ქვეყნებზე. ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ამ გამოწვევებისთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ღვინის ექსპორტი ამ ეტაპზე სტაბილურია და მცირე ზრდაც ფიქსირდება, თუმცა არსებული ვითარება სექტორის განვითარების მიმართულებების გადახედვას და ხარისხზე კიდევ უფრო მეტ აქცენტირებას მოითხოვს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„ის, რომ ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურია და მცირე ზრდაც გვაქვს, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მომავალ გამოწვევებს ყურადღება არ მივაქციოთ. გარდაუვალია ცვლილებები და იმისთვის, რომ მზად ვიყოთ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხი. ღვინის სამშობლოსთან ერთად, ჩვენ უნდა გვქონდეს ხარისხობრივი უპირატესობაც“, – აღნიშნა მინისტრმა.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფა იწყება ვენახიდან და ხარისხიანი ყურძნის წარმოებიდან. სწორედ ამიტომ, მევენახეობისა და მეღვინეობის სექტორში განხორციელებული ცვლილებები ერთიანი სტრატეგიის ნაწილია.

„ეს არის ერთიანი ჯაჭვი. თუ მევენახეს არ ექნება მოტივაცია, აწარმოოს ხარისხიანი ყურძენი, მეღვინეს გაუჭირდება შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება. დღეს უკვე გარემო შეიცვალა და იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მთავარი გამოწვევა ხარისხია. ზუსტად ამას პასუხობს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მივიღეთ“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მეღვინეობა-მევენახეობის სექტორის განვითარების ახალ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, რაოდენობაზე ორიენტირებული მიდგომა ეტაპობრივად შეიცვალოს ხარისხზე ორიენტირებული წარმოებით, რაც ქართულ ღვინოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „დღეს იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია” – დავით სონღულაშვილი. 21 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/დღეს-იმ-ეტაპზე-ვართ-როდე/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „დღეს იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია” – დავით სონღულაშვილი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9b-%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network