პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისაზოგადოებაგადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან აქტიური კონსულტაციის შედეგად შეიცვალა - „პლასტკის ბოთლების აკრძალვაზე ბიზნესმა...

გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან აქტიური კონსულტაციის შედეგად შეიცვალა – „პლასტკის ბოთლების აკრძალვაზე ბიზნესმა ითხოვა დრო და ინსტრუმენტების შემუშავება – დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, პლასტიკის ბოთლებით სასმლის იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის აკრძალვის გადავადება ბიზნესმა ითხოვა.

სასმლის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვის 4 წლით, 2031 წლამდე გადავადების შესახებ დღეს, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ბიზნეს სექტორთან აქტიური კონსულტაციის შედეგად შეიცვალა. სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი საკითხთან დაკავშირებული დარგობრივი უწყების ხელმძღვანელს არ გაუკეთებია. მოაგვიანებით დავით სონღულაშვილის კომენტარი უწყებამ გაავრცელა.

სამინისტროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებების შედეგად კერძო სექტორთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით დრო ითხოვეს.

„ბიზნესი საქართველოში გარემოსთან და ჯანმრთელობასთან მიმართებით გამორჩეულად მაღალი პასუხისმგებლობით არის, ზუსტად ამიტომ გადაწყვეტილებასთან მიმართებით აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო – ითხოვეს დრო ამასთან მიმართებით, კონკრეტული მექანიზმების და ინსტრუმენტების შემუშავებაც, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული. ეს გადაწყვეტილებაც ბიზნესთან აქტიურ, აქტიურ კონსულტაციებს ეფუძნებოდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და მსოფლიოში პლასტიკის გამოწვევა ნარჩენების მართვის და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების ნაწილში დგას და აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ხედვით, პლასტიკის ნარჩენების გამოყენება მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. „ზუსტად ამიტომ იყო მიღებული ის გეგმა, რომლის მიხედვითაც მიღებული იყო გადაწყვეტილებები“, – განაცხადა დავით სონღულაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2027 წლის 1 თებერვლიდან იგეგმებოდა. გამონაკლისი წყლის მიმართულებით 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს შეეხებოდა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ ბიზნესის მინერალური, მტკნარი, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ 16 მარტს განაცხადა, რომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ბიზნესსექტორთან კონსულტაციების გარეშე არ მიიღებდნენ. მთავრობის მეთაური რეგულაციის გადავადების ან შეცვლის განხილვის მზაობასაც გამოთქვამდა.

რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება რომელიც PET-ის პლასტიკის ბოთლებს სრულად აკრძალავს.

 

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები