წვეთოვანი ან სხვა თანამედროვე მორწყვის სისტემის დამონტაჟების შემთხვევაში ბევრად მეტ და ხარისხიან მოსავალს მიიღებენ

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სოფლის მეურნეობაში წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და წვეთოვანი მორწყვის ტექნოლოგიის უპირატესობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფერმერებს აქტიურ რეჟიმში მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ წვეთოვანი ან სხვა თანამედროვე მორწყვის სისტემის დამონტაჟების შემთხვევაში, ისინი ბევრად მეტ და ხარისხიან მოსავალს მიიღებენ.

„წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც გვალვა და წყლის დეფიციტი ხშირია. ამ პირობებში ფერმერებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებად განიხილება წვეთოვანი მორწყვის სისტემა, რომელიც, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, წყლის მოხმარებას ბევრად ამცირებს. წვეთოვანი მორწყვა უკვე აღარ არის ინოვაცია და ხელმისაწვდომია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს ტექნოლოგია არის  აუცილებელი წინაპირობა თანამედროვე  სოფლის მეურნეობისთვის“, – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის