მთავარი სამინისტრო „2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის სამი განსხვავებული ფასი, რომელიც პირდაპირ იქნება მიბმული ყურძნის კონდიციურობაზე“-ლევან მეხუზლა

„2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის სამი განსხვავებული ფასი, რომელიც პირდაპირ იქნება მიბმული ყურძნის კონდიციურობაზე“-ლევან მეხუზლა

0
„2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის სამი განსხვავებული ფასი, რომელიც პირდაპირ იქნება მიბმული ყურძნის კონდიციურობაზე“-ლევან მეხუზლა
2026 წელს ყურძნის ახალი ფასწარმოქმნის სისტემა შემოღებული იქნება, რომელიც კონდიციურობას დაეფუძნება. ეს ცვლილება ხარისხზე ორიენტირებული ღვინის წარმოების სტიმულირებას მიზნად ისახავს.

მიმდინარე წელს აქტიურად გაგრძელდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის ღონისძიებები როგორც საექსპორტო პროდუქციაზე, ასევე ადგილობრივ ბაზარზე, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ 2026 წლის გეგმებზე საუბრის დროს განცხადა.

მისი თქმით, წელს იგეგმება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ორიენტირებულია ხარისხის უზრუნველყოფაზე.

„აღნიშნული ცვლილებები განაპირობა მსოფლიო გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების შემცირებამ და ბაზარზე მაღალმა კონკურენციამ. დაგეგმილი ღონისძიებებიდან აღსანიშნავია, რომ 2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის სამი განსხვავებული ფასი, რომელიც პირდაპირ იქნება მიბმული ყურძნის კონდიციურობაზე. ხარისხიანი ღვინის მისაღებად აუცილებელია, ყურძენი მივიდეს საჭირო სიმწიფემდე. ყურძენი, რომლითაც ღვინო მზადდება, არ უნდა იყოს 17%-ზე დაბალი შაქრიანობის“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

მისი თქით, წელიწადის ამ დროს მიმდინარეობს ვენახების ფორმირება და მევენახეებმა უნდა გაითვალისწინონ დაგეგმილი ცვლილებები.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ასევე მიმართულია ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ. კერძოდ, საუბარია „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებზე“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. მათ შორის, აღსანიშნავია მიმდინარე  წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობა, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

„ჩვენი რეფორმები გათვლილია დარგის მომავალსა და განვითარებაზე. ღვინის ხარისხი იწყება ვენახიდან და ის უნდა იყოს ტექნოლოგიურად სწორად გაშენებული. ბოლო ათწლეულია, დარგისადმი ინტერესი დიდია, გაიზარდა ვენახების ფართობები და ეს ხდება სპონტანურად. დაწყებული ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ვაზის ნერგებით – ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, რომელიც გამოყენებული იქნება საუკეთესო ღვინის დასამზადებლად. ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ კომერციულ/სამეწარმოეო ვენახებს და არ ეხება უკვე გაშენებულს“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. „2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის სამი განსხვავებული ფასი, რომელიც პირდაპირ იქნება მიბმული ყურძნის კონდიციურობაზე“-ლევან მეხუზლა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/2026-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%92/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here