სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა

სასწაული ციხისჯვრის მონასტერში | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვრის წმინდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის სახელობის დედათა მონასტერში სასწაულის მომსწრენი გახდნენ.

როგორც თვითმხილველი ამბობს, გვიან საღამოს, მონასტრის ეზოში მდებარე განათების შუქზე ღვთისმშობლის გამოსახულება აირეკლა. წმინდა მარიამის გამოსახულება, სპონტანურად, მონასტერში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდა ქალმა ტელეფონით გადაღებისას დააფიქსირა.

ნინო ხუნძაყიშვილი მონასტრის წინამძღვრის ნათესავია. მან მონასტერში ცხრა დღე დაჰყო. ნინო “პრაიმტაიმს” მის თვალწინ გამოცხადებულ სასწაულზე უყვება.

ნინო ხუნძაყიშვილი: მონასტერი უნდა დამეტოვებინა და ტაძარში ჩემი ნივთების ასაღებად რომ ავედი, ძალიან ლამაზად თოვდა… ღამე იყო. მარტო ვიყავი ტაძარში, ცოტა შიში დამეუფლა. ისე ლამაზად თოვდა, დავიწყე ვიდეოს გადაღება. თავიდან განათების შუქი მრგვლად ჩანდა, შემდეგ უკვე ფორმა მიიღო. ბოლოს დაპატარავდა და თითქოს დაიკარგა. თავდაპირველად მამა გაბრიელის სილუეტად აღვიქვი. მაგრამ შემდეგ გადაღებულს რომ დავაკვირდი, ღვთისმშობლის ხატება დავინახე…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გაგიმხელთ იმასაც, რომ როგორც წუხელ ვიყავი, ასეთი ემოციური არასდროს ვყოფილვარ. ტაძარში რომ შევედი, ტირილი ამივარდა. ის ცხრა დღე და ბოლოს ტაძარში, ღამით, ეს ერთგვარი, გამოსამშვიდობებელი შესვლა, ჩემთვის ძალზე ემოციური აღმოჩნდა. გადავიღე და თითქოს ჩემი იქ ყოფნის საპასუხოდ მივიღე ეს ხილვა… განაგრძეთ კითხვა

 

#drpkhakadze #აქხარისხია
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა. 14 თებერვალი, 2026. https://shenisofeli.ge/sastsauli-tsikhisjvris-monastershi-ra-kadrebi-daafiqsir/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/sastsauli-tsikhisjvris-monastershi-ra-kadrebi-daafiqsir/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network