ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არც ერთი სახეობა არ შეიცავს გმო მარკერს, რაც ადასტურებს, რომ ისინი ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს არ წარმოადგენს

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დათესილი კულტურების ინსპექტირება განახორციელეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის სპეციალისტების მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ნათესებიდან შერჩევითი წესით აღებულია კარტოფილის, სიმინდის, ხორბლის, ქერის, იონჯას, საზამთროსა და პომიდვრის 30 ნიმუში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არც ერთი სახეობა არ შეიცავს გმო მარკერს, რაც ადასტურებს, რომ ისინი ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს არ წარმოადგენს.

საქართველოში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში კულტივირება აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ქვეყნის მასშტაბით მცენარეების სხვადასხვა სახეობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე 2015 წლიდან დღემდე სისტემატურად ამოწმებს. დღემდე დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ სულ შემოწმებულია 4923,93 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და აღებულია 332 ნიმუში. მათგან გმო მარკერები დადგინდა მხოლოდ იონჯას კულტურაში (2 შემთხვევა). ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არც ერთი სახეობა არ შეიცავს გმო მარკერს, რაც ადასტურებს, რომ ისინი ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს არ წარმოადგენს. 10 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/ლაბორატორიული-კვლევის-შე/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არც ერთი სახეობა არ შეიცავს გმო მარკერს, რაც ადასტურებს, რომ ისინი ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს არ წარმოადგენს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network