საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ კახეთში ნუშისა და ხეხილის ბაღები გააშენა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ ნუშის და ხეხილის ბაღები გააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 6.5 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი ნუშისა და ხეხილის ნერგების შეძენას, დარგვას, სარწყავი სისტემის პროექტირებას, საჭირო ტექნიკის შეძენასა და ნაწილობრივ, მიმდინარე  ხარჯების დაფარვას მოხმარდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთში, სოფელ ბოდბისხევში, 75 ჰექტარზე ნუშის, ხოლო სოფელ კარდენახში, 50 ჰექტარზე ხეხილის ბაღი გაშენდა. კომპანია სამომავლოდ ბაღების გაზრდას, ხეხილისთვის სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და ნუშის გადასამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. კომპანიის გეგმებში ასევეა პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

გააგრძელეთ კითხვა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ კახეთში ნუშისა და ხეხილის ბაღები გააშენა. 5 მაისი, 2026. https://shenisofeli.ge/saqartvelos-bankis-mkhardacherit-shps-agromatsivarma-ka/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ კახეთში ნუშისა და ხეხილის ბაღები გააშენა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/saqartvelos-bankis-mkhardacherit-shps-agromatsivarma-ka/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network