საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა.

თითქმის საუკუნის განმავლობაში, თბილისის ბოტანიკური ბაღი კავკასიაში ერთადერთი სამეცნიერო კერა იყო, სადაც ბოტანიკის მიმართულებით კვლევას აწარმოებდა.

მოეწყო შესაბამისი ლაბორატორიები და სასწავლო კაბინეტები. ამ დროს აიგო მერქნიან მცენარეთა ორანჟერეა, გაკეთდა ტერასები, გაიყვანეს სარწყავი სისტემა. ამავე პერიოდში ააშენეს ხიდი ჩანჩქერის თავზე. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, მდინარე წავკისის წყალი ჩანჩქერთა კასკადს ქმნის. მათგან ყველაზე შთამბეჭდავი 26 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერია, რომელიც ბაღის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ბოტანიკურ ბაღში საქართველოსა და მსოფლიო ფლორის 4000-მდე ნაირსახეობაა წარმოდგენილი.

ბაღის საუცხოო კოლექციები, ლანდშაფტი, ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ეკოლოგიურად სუფთა გარემო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორებზე.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მას ურბანულ გარემოში იყენებდეს.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა. 10 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/saqartvelos-erovnuli-botanikuri-baghisatvis-ofitsialuri/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებიდან 179 წელი გავიდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/saqartvelos-erovnuli-botanikuri-baghisatvis-ofitsialuri/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network