კულინარიულმა პლატფორმა TasteAtlas-მა 2024-25 წლების მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც საქართველოც მოხვდა.
რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს 100 ქვეყნის ტრადიციულ კერძებს 5-ბალიანი სისტემით აფასებს, საქართველომ 4.26 ქულით, 29-ე ადგილი დაიკავა.
ამასთან, წლის საუკეთესო კერძებს შორის 46-ე ადგილი ხაჭაპურმა დაიკავა.
რაც შეეხება 2024 წლის TOP 5 ქვეყნის სამზარეულოს, TasteAtlas-მა რეიტინგის წამყვანი პოზიციები საბერძნეთს, იტალიას, მექსიკას, ესპანეთსა და პორტუგალიას მიანიჭა.
საუკეთესო კერძების ხუთეული კი ასეთია:
- კოლუმბიური ლეჩონა
- ნეაპოლიტანური პიცა
- ბრაზილიური პიკანა
- ალჟირული რეჩტა
- ტაილანდური ქარი