„მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ…“ – მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი

„მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ...“ | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ვირუსებთან ბრძოლის დროს, ბუნებრივი საშუალებების მიღება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მით უფრო, როდესაც ღმერთმა ისეთი პროდუქტებით დაგვასაჩუქრა, როგორიცაა – ნიორი, ქონდარი, ოსპი…

შეგვიძლია მარტივად მოსამზადებელი წვნიანებისა და კრემ-სუფების მოხარშვა. სასარგებლოა და იაფიც დაგვიჯდება.

მზარეული და ჟურნალისტი, ესმა კუნჭულია ძველ მეგრულ რეცეპტს გვთავაზობს. წვნიანი სახელად “ტიბუ” ანტივირუსულია. ამდენად მისი ამ პერიოდში მომზადება ნამდვილად დროულია.

“სუსხიან, თოვლიან, ვირუსებიან დღეებში ეს წვნიანი სასწაულია. ვიდრე ყოველ ფეხის ნაბიჯზე აფთიაქები გაჩნდებოდა, ძველი მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ”, – ამბობს ესმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მისი თქმით, წვნიანის ინგრედიენტები მედიცინის ისტორიის ნაწილია – ნიორი, რომელიც ტუტენჰამონის საფლავში იპოვეს და ქონდარი, რომელიც ასევე უხუცესი სამკურნალო მცენარეა და სწორედ ქონდრით ამარცხებდნენ ჯერ კიდევ ძველი შუმერები სასტიკ ბაცილებს.

“ტიბუ” მეგრულად “თბილს” ნიშნავს და ეს წვნიანი თბილი უნდა მიირთვათ.

რეცეპტი (4 ულუფა): 1 ლიტრი წყალი აადუღეთ. ცალკე ქვასანაყში ჩანაყეთ 2 სუფრის კოვზი გამხმარი ქონდარი, რამდენიმე კბილი ნიორი, წიწაკა, დაამატეთ მარილი. გახსენით ჭიქაში 3-4 კოვზი მჭადის ფქვილი და ჩაუშვით თუხთუხა წყალში. კარგად მოურიეთ, თხელი კრემ-სუპის სისქე უნდა გამოვიდეს. დაუმატეთ ჩანაყილი ქონდარი და ნიორი. მოურიეთ. ადუღებთ 10 წუთი. ბოლოს უმატებთ 2 სუფრის კოვზ კარგ ძმარს.

„ტიბუს“ რეცეპტში მინი-კორექტივები შევიტანე:

ა) მჭადის ფქვილი წინასწარ მოვხალე – მიყვარს ეს გემო.

ბ) ბოლოს დავამატე ჩახეხილი შებოლილი სულგუნი;

გამომაცოცხლა, გადამარჩინა, აღმადგინა!

მიირთმევთ “ტიბუს” და მიირთმევთ ისტორიას:

1) ძველი ეგვიპტელები ქონდრით ბალზამებს ამზადებდნენ;

2) ძველი ბერძნები მხოლოდ ქონდრის ბუჩქებს წვავდნენ ტაძრებს მსხვერპლშეწირვებზე.

3) ძველი რომაელი მეომრები ბრძოლის წინ აუცილებლად წვებოდნენ ქონდრის აბაზანებში ან მიირთმევდნენ ქონდრის ჩაის. შუა საუკუნეებში ცოლები მეომარ ქმრებს თილისმას ატანდნენ, სადაც აუცილებლად ერია ქონდრის ფოთლები. ამბობდნენ, სჯეროდათ, სწამდათ, რომ ქონდარი მამაცობას მატებდა.ქონდარი ეთერზეთების ბუდეა, ამოსახველებელი საშუალება, აწყნარებს ნერვებს, ებრძვის ნევროზებს… მხოლოდ საქართველოში 13 სახის ქონდარი ხარობსო, გვითხრა ცნობილმა ფიტოთერაპევტმა დათო ვაშაძემ. ნიორი კი ნამდვილი მხედარია ანთებების წინააღმდეგ ბრძოლებში… 1858 წელს ლუი პასტერმა პირველად, საფუძვლიანად აღწერა ნივრის ანტიბაქტერიული თვისებები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). „მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ…“ – მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი. 12 დეკემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/megrelebi-nebismier-viruss-am-tsvnianit-amartskhebdnen/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „მეგრელები, ნებისმიერ ვირუსს, ამ წვნიანით ამარცხებდნენ…“ – მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/megrelebi-nebismier-viruss-am-tsvnianit-amartskhebdnen/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network