მთავარი აგრო სიახლეები ოთახის მცენარეების მორწყვა – მორწყეთ თბილი წყლით, რომლის ტემპერატურა 1-2º-ით აღემატება ოთახისას

ოთახის მცენარეების მორწყვა – მორწყეთ თბილი წყლით, რომლის ტემპერატურა 1-2º-ით აღემატება ოთახისას

0
ოთახის მცენარეების მორწყვა – მორწყეთ თბილი წყლით, რომლის ტემპერატურა 1-2º-ით აღემატება ოთახისას
#image_title

ოთახის მცენარეების მორწყვა

მორწყეთ თბილი წყლით, რომლის ტემპერატურა 1-2º-ით აღემატება ოთახისას.
სუბტროპიკული მცენარეების მოსარწყავად გა­მოიყენეთ 20-25º ტემპერატურამდე შემთბარი წყა­ლი. ასეთივე წყლით მორწყეთ მცენარეები, რო­­მელ­თა ზრდა და კოკრების გაშლაც გეჩქარებათ.
დაუშვებელია ანადუღარი წყლით მორწყვა, რადგან მასში არ არის გახსნილი ჰაერი. არ ვარგა ხისტი, კი­რი­ანი ან ჭის წყალი. მოსარწყავად სა­უ­კე­­თე­სოა წვიმის ან მდი­ნარის წყალი. ზა­­ფხულობით მცენა­­­­რეები მორწყეთ სა­­ღა­­მოთი, ხოლო ზამ­­თარში – დილით. ძლიერი სიცხის დროს მორწყეთ დილა-­სა­ღამოს.
მზეზე მცენარის მორწყვა არ შეიძლება, რადგან ღეროსა და ფოთლებზე მოხვედრილი წვეთები გამადიდებელ შუშასავით კრებენ მზის სხივებს და სერიოზულად აზიანებენ მცენარეს.
პატარა ქოთანში დარგულ მცენარეს უფ­რო ხშირად ესაჭიროება რწყვა, ვიდრე დიდ ქოთანში.
კაქტუსებს რწყავენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ნიადაგი სავსებით გამოშრება.
მორწყვისას წყალმა ქოთნის ძირიდან უნდა გაჟონოს. თუ ქოთანში ნიადაგი ძალიან გამხმარია, მორწყვის დროს მთელი წყალი ქვედა სადგარში ჩაედინება ისე, რომ მიწას არ ასველებს. ასეთ შემთხვევაში წყალი ჩაასხით ქვედა სადგარში და მიწა გაიჟღინთება ქვემოდან.
ქვესადგარიდან ირწყვება ბოლქვიანი და ტუბერიანი მცენარეები – ტიტა, ყოჩივარდა და სხვ. შვებულების დროს ოთახის მცენარეები უწყლოდ რომ არ გაგიხმეთ, გთავაზობთ ორ მეთოდს:

1.პლასტმასის ბოთლის სახურავი ნემსით გახვრიტეთ, ბოთლი აავსეთ წყლით და ღრმად ჩადგით ქოთანში თავდაყირა.

2. დად­გით წყლი­ანი ქილა ყვავილის ქოთანზე მაღლა. აიღეთ შალის სქელი ძაფი და მისი ერთი ბოლო მოათავსეთ წყლიან ქილაში (წყალმა იატაკზე რომ არ იწვეთოს, ძაფი გაუყარეთ კოქტეილის ჩხირში), მეორე ბოლო კი ჩაფალით ყვავილის ქოთანში

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ოთახის მცენარის აუცილებელი საკვები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

drpkhakadze

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ოთახის მცენარეების მორწყვა – მორწყეთ თბილი წყლით, რომლის ტემპერატურა 1-2º-ით აღემატება ოთახისას [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%ac%e1%83%a7/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here