ოთარ შამუგია: „განათლების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ დეფიციტური პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის“

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
0 წუთიანი წაკითხვა
გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 51 აქტიური საწარმოდან 31-მა დანერგა უწყვეტი ჰაერის მონიტორინგის სისტემა. სოფლის მცხოვრებთათვის ეს ნიშნავს გარემოს ხარისხის უკეთეს კონტროლს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტს 2023 წლის ანგარიში წარუდგინა. სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება პრიორიტეტულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, დეფიციტური პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის არაერთი აქტივობა ხორციელდება.
„ვახორციელებთ  მწვანე და აგროსტიპენდიების პროგრამას, რომლის ფარგლებში 100-მდე წარჩინებული სტუდენტი დავაჯილდოვეთ 1500 ლარამდე სტიპენდიებით. წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის