ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიძვირფასი ზეთოვანი კულტურა - ნა­­ყოფის წვნიანი რბილობი 25-40%-მდე ზეთს, ცილებს, C ვიტამინსა...

ძვირფასი ზეთოვანი კულტურა – ნა­­ყოფის წვნიანი რბილობი 25-40%-მდე ზეთს, ცილებს, C ვიტამინსა და კაროტინს შეიცავს, კურკაში 12%-მდე ტექნიკური ზეთია

ზეთისხილი

მარადმწვანე მცენარეა ზეთისხილისებ­რ­თა ოჯახიდან, ძვირფასი ზეთოვანი კულტურა. ნა­­ყოფის წვნიანი რბილობი 25-40%-მდე ზეთს, ცილებს, C ვიტამინსა და კაროტინს შეიცავს, კურკაში 12%-მდე ტექნიკური ზეთია. ნაყოფი საჭმელად გამოიყენება მწნილისა და მარინა­დის სახით. მწიფე ნაყოფის მსუბუქი დაწნეხით ხდიან უძვირფასეს ზეთს, რომელიც სალათების მოსამზადებლად და მედიცინაში გამოიყენება. უფრო ძლიერი დაწნეხით მიიღება ასევე საკვები ზეთი, რომელიც კულინარიაში იხმარება. ნაყოფის რბილობისა და კურკის ძლიერი, ცხელი დაწნეხით მიიღება შესანიშნავი ტექნიკური ზეთი, რომელიც `ხის ზეთის~ სახელით არის ცნობილი. ზეთისხილი კავკასიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე შემოიტანეს, მაგრამ მისი ბაღები არაერთხელ განადგურდა მტრის შემოსევების გამო.

ველური ზეთისხილის ხე არ არსებობს, გაველურებული კი გვხვდება იმ რეგიონებში, სადაც ეს კულტურა დიდი ხნის წინ გააშენეს. ამ მხრივ, არც საქართველოა გამო­ნაკლისი: გაველურებული ზეთისხილი და რამდენიმე ადგილობრივი ჯიში აფხაზეთის (გაგრა) ტყეებში გვხვდება.
ზეთისხილი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი მცენარეა – ცნობილია ხეები, რომელთა ასაკი 200 წელია, ოღონდ, უხვმოსავლიანია მხოლოდ 50 წლის ასაკამდე. დედამიწაზე არანაკლებ 500 ჯიშის ზეთისხილი არსებობს.
ვინც ამ შესანიშ­ნავი კულტურით და ინტერესდება, უნ­და იცოდეს, რომ თესლით გაშენებული პლანტაცია ნა­­­ყოფს მხოლოდ 10-12 წლის შემდეგ ისხამს, კალმებით გა-
­მ­რავლებული – 4-6 წლის შემდეგ. ხმელ­თაშუა ზღვის თბილი ზა­მთრის პირობებში ზე­თის­­ხი­ლის ვეგე­ტა­ცია მთე­­ლი წლის გან­მავლობაში გრძელდება. ის მშრა­­ლი სუბტროპი­კების ტიპური მცენარეა, კა­­რ­­­გად იტანს მშრალ, ცხელ ზაფხულსა და გრილ, ტე­ნიან ზამ­თარს. მაშასადამე, დასავლეთ სა­­ქარ­თველოში ზეთის­ხილისთვის შესაფერისი პირობები არსებობს. აღმოსავლეთ საქართველოს თბილ ად­გი­ლებ­შიც შეიძლება ისეთი ჯიშის გაშენება, რომელიც უძლებს 14-16º ყინვას.
ზეთისხილს თესლით, კალმებით, ფესვის ამო­ნაყარებითა და მყნობით ამრავლებენ. თეს­ლით, როგორც წესი, ზეთის საწარმოებელ ნარგაობებს აშენებენ, ვეგეტაციურად – საკონსერვო პლან­ტაციებს. ზეთისხილი გაზაფხულზე ითესება, თუმცა სტრატიფიცირებული თესლი ძალიან ნელა ღივდება და ნიადაგიდან 1,5 წლის განმავლობაში შეიძლება ვერც ამო­აღწიოს.
ზეთისხილის 1-2-წლიან მცენარეებს გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში ამყნობენ, კა­ლ­­­მებად კი ერთწლიან ამონაყარებსა და მრა­ვალწლოვან ტოტებს იყენებენ.
ზეთისხილის კალმები ძნელად ფესვიანდება, მაგრამ საქართველოში არსებობს შესა­ნიშნავი საშუალება „ბიორაგი“, რომლით დამუშავების შემდეგ დაფესვიანების მაღალი პროცენტი გარანტირებულია. დაკალმებულ და ნამყენ ნერგებს 2-3 წლის განმავლობაში ამყოფებენ სათბურში, რის შემდეგაც გადააქვთ ღია გრუნტში. პლანტაციის გასაშენებელი ადგილი დაცუ­ლი უნდა იყოს ცივი ქარებისაგან. მცენარეთა შორის მანძილი მწკრივში 6-8მ უნდა იყოს, მწკრივებს შორის – 8-10 მ. შემდგომში ნიადაგს მთლიანად ამუშავებენ – ხნავენ ან ბარავენ.
დასამწნილებლად და მარინადისთვის ისეთ ნაყოფს კრეფენ, რომელმაც ნორმალურ ზომას მიაღწია, მაგრამ გამუქება ჯერ არ დაუწყია (უნდა იყოს მწვანე ან ყვითელი).
ზეთის გამოსახდელად და დასამწნილებლად იკრიფება მწიფე ნაყოფი. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან დაჟეჟილი ნაყოფით გაკეთებული მწნილი ადვილად ფუჭდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ზღვაზე არსებობს სანერგე მეურნეობა, სადაც შესაძლებელია წინასწარი შეკვეთით ნერგების შეძენა.

გრე­იპ­ფრუტის წვენი აუმ­­ჯო­ბესებს საჭმლისმომნელებელი სის­ტემის მოქმედებას, ხელს უწყობს ღვიძ­ლის მუ­შაობას, „წვავს“ ცხი­მებს და, შე­სა­ბამისად, წონაშიც თავისთავად იკლებენ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები