ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები

ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
შრატის ნაყენი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბუნებრივი საშუალებაა მცენარეთა კვებისა და დაცვისთვის. ეს ძველი მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანული მეურნეობისთვის.

ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები

რწყვის ნორმებისა და ვადების დადგენა და­კავშირებულია ნიადაგის ტიპის, კლიმატური პი­რობებისა და ხეხილოვან მცენარეთა განვითა­რების თავისებურებებთან.
ხეხილის ბაღის მორწყვის 3 ძირითადი წესი არსებობს:
1. შტამბის გარშემო ჯამებში მიშვებით; 2. მო­ღ­ვარვა მთელ ფართობზე; 3. კვლებით რწყვა.
მცირე ზომის ფართობებზე და, მით უმეტეს სარწყავი წყლის უკმარისობის დროს, ყველაზე ხელსაყრელია ჯამებში მიშვება. ერთ ხეს საშუალოდ 100ლ წყალი სჭირდება.
გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: ხში­რად ფესვთა სისტემის განვითარების ზონა­ში არსებობს მლაშე წყალი. ასეთი ნიადაგის უხვმა და ხშირმა რწყვამ, შესაძლოა, მლაშე წყა­ლი ზედა ფენაში ამოიყვანოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სარწყავი წყალი გრუნტისას შეუერთდება.

რწყვის საორიენტაციო ვადებია:
1. ადრე გაზაფხული, კვირტების გაშლამდე;
2. ყვავილობისა და გამონასკვის დამთავრებიდან 15-20 დღის შემდეგ;
3. ივნისში, ნაყოფის ზრდის უზრუნველსაყო­ფად; ნიადაგში ტენის სიმცირის შემთხვევაში მორწყვა ხელს უწყობს ნასკვების განვითარებასა და საყვავილე კვირტების ჩა­სახვას;
4. მოსავლის აღებამდე 15-30 დღით ადრე – საჭიროების შემთხვევაში;

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

5. მოსავლის აღების შემდეგ;
6. შემოდგომით, ფოთლების მასობრივი ცვენის შემდეგ.

გახსოვდეთ

ყოველი მორწყვის შემდეგ შეშრო­­ბის­თანავე ნიადაგი გააფხვიერეთ. სა­უკე­თესო საშუალებაა ნარგაობის ძირებში ახალ­გათიბული ბალახის ან ფოთლების სქელ ფენად დაყრა; ამას დამულჩვა ჰქვია. მიწა შესანიშნავად ინარჩუნებს ტენს და ნიადაგის დასკდომა გამორი­ცხულია.

წაყინვით დაზიანებული ხეხილის მოვლა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები. 4 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/khekhilis-rtsqvis-vadebi-normebi-da-tsesebi/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ხეხილის რწყვის ვადები, ნორმები და წესები [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/khekhilis-rtsqvis-vadebi-normebi-da-tsesebi/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network