გრე­იპ­ფრუტის წვენი აუმ­­ჯო­ბესებს საჭმლისმომნელებელი სის­ტემის მოქმედებას, ხელს უწყობს ღვიძ­ლის მუ­შაობას, „წვავს“ ცხი­მებს და, შე­სა­ბამისად, წონაშიც თავისთავად იკლებენ

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გრეიპფრუტი

გრეიპფრუტი ძნელად ეგუება ყინვას, ამიტომაც, სხვა ციტრუსებისაგან განსხვავებით, გაცილებით თბილი გარემო ესაჭიროება. როგორც ჩანს, ამი­ტომაც მცირე რაოდენობით აშენებენ ჩვენს პირობებში. ძირითადად გრეიპფრუტის მოყვა­რულები ამერიკელები არიან – შტატებში მის პლან­ტაციებს საკმაოდ დიდი ფართობი უჭირავს.
გამორჩეულად გრე­­იპფრუტს ქალები ეტა­ნებიან. ჭარბი წო­ნის მოსაშორებლად მასზე უკეთეს სა­შუ­ა­ლებას ძნელად თუ იპოვი, თანაც არც დი­­ეტაა საჭირო. გრე­იპ­ფრუტის წვენი აუმ­­ჯო­ბესებს საჭმლისმომნელებელი სის­ტემის მოქმედებას, ხელს უწყობს ღვიძ­ლის მუ­შაობას, „წვავს“ ცხი­მებს და, შე­სა­ბამისად, წონაშიც თავისთავად იკლებენ.
გარდა ამისა, გრეიპფრუტი ათე­როს­კლე­რო­ზისგანაც და­­გი­ცავთ, რადგანაც სი­ს­ხლში ქოლესტერინის შემცველობას ამცი­რებს.
ერთი ცალი გრეიპფრუტი შეიცავს იმდენ C ვიტამინს, რამდენიც ადამიანს დღიურად სჭირდება; მასში შემავალი ბიოფლავონოიდები წმენდს და ამაგრებს კაპილარებსა და სისხლ­ძარღვებს. ამიტომ მისი მიღება მათთვისაც აუცი­ლებელია, ვისაც სისხლჩაქცევები აქვს და თრომბის საშიშროება ემუქრება.
ცნობისათვის: მანდარინისა და სხვა ციტრუსოვანთა ყინვაგამძლეობასა და დაავადებების მიმართ მდგრადობას მნიშვნელოვნად ამაღლებს პრეპარატი „ბიორაგი“ .
თუ იმასაც დავუმატებთ, რომ გრეიპფრუტი აფხიზლებს და ამხნევებს ორგანიზმს, ზრდის შრო­მის ნაყოფიერებას, ისღა დაგვრჩენია, ჩვენს მენიუში ხშირად ჩავრთოთ ეს ციტრუსი, ხო­ლო, თუ დასავლეთ საქართველოში ც­ხოვრობთ (განსაკუთრებით შავი­ზღვისპირეთში), თქვენს მამულ-დედულშიც ახაროთ.

გულით დაავადებულებს ურჩევენ ლიმონის წვენის მიღებას

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). გრე­იპ­ფრუტის წვენი აუმ­­ჯო­ბესებს საჭმლისმომნელებელი სის­ტემის მოქმედებას, ხელს უწყობს ღვიძ­ლის მუ­შაობას, „წვავს“ ცხი­მებს და, შე­სა­ბამისად, წონაშიც თავისთავად იკლებენ. 24 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/გრეიპფრუტის-წვენი-აუმ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. გრე­იპ­ფრუტის წვენი აუმ­­ჯო­ბესებს საჭმლისმომნელებელი სის­ტემის მოქმედებას, ხელს უწყობს ღვიძ­ლის მუ­შაობას, „წვავს“ ცხი­მებს და, შე­სა­ბამისად, წონაშიც თავისთავად იკლებენ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9e%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9b/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network