ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!
2021 წელს, თემით – „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა“ – ეს დღე ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ პროცესებზე, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვასა და ინოვაციურ მიდგომებზე, რომელთაც შეუძლიათ მსოფლიოს ეკოსისტემების აღდგენა.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად დაცული ტერიტორიების სააგენტო უნიკალური ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა შორის არის ქურციკების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.
თითოეული ჩვენგანის მოქმედებაზეა დამოკიდებული დედამიწისა და ჩვენი მომავალი. ყველას გვჭირდება ჯანმრთელი დედამიწა, რომელიც ჩვენი, ჩვენი შვილების კეთილდღეობის საფუძველია.
ერთად ვიზრუნოთ დედამიწის უკეთეს მომავალზე!