22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება! ერთად ვიზრუნოთ დედამიწის უკეთეს მომავალზე!

22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ფერმერებისთვის. სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვის ჰარმონია ჩვენი მომავლის გასაღებია.
22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება!

ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!

პირველად დედამიწის დღე 1970 წელს აღინიშნა, მას შემდეგ ყოველწლიურად მსოფლიოს 192 ქვეყანაში ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლისთვის აღინიშნება.
2024 წლისთვის დედამიწის დღის თემა პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგაა მიმართული და 2040 წლისთვის პლასტმასის წარმოების 60%-ით შემცირებას ითხოვს.

2021 წელს, თემით – „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა“ – ეს დღე ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ პროცესებზე, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვასა და ინოვაციურ მიდგომებზე, რომელთაც შეუძლიათ მსოფლიოს ეკოსისტემების აღდგენა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად დაცული ტერიტორიების სააგენტო უნიკალური ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელთა შორის არის ქურციკების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თითოეული ჩვენგანის მოქმედებაზეა დამოკიდებული დედამიწისა და ჩვენი მომავალი. ყველას გვჭირდება ჯანმრთელი დედამიწა, რომელიც ჩვენი, ჩვენი შვილების კეთილდღეობის საფუძველია.

ერთად ვიზრუნოთ დედამიწის უკეთეს მომავალზე!

გარემოზე ზრუნვა ყველას პასუხისმგებლობაა!
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). 22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება! ერთად ვიზრუნოთ დედამიწის უკეთეს მომავალზე!. 28 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/22-aprils-dedamitsis-dghe-aghinishneba-ertad-vizrunot-d/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. 22 აპრილს „დედამიწის დღე“ აღინიშნება! ერთად ვიზრუნოთ დედამიწის უკეთეს მომავალზე! [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 16]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/22-aprils-dedamitsis-dghe-aghinishneba-ertad-vizrunot-d/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network