ჯონჯოლი საქართველოში ძალიან ცნობილია. როგორც ამბობენ, მის გარეშე სუფრა არ გაიშლება.
ჯონჯოლი ქართულ კულინარიაში გვხვდება არა მარტო მწნილის, არამედ ნიგვზით ან თხილით შეზავებული ფხალეულისა და დამოუკიდებელი კერძის სახითაც.
ჯონჯოლს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს და გირჩევთ, ჩართოთ ის თქვენს რაციონში.
1 კილო მწნილის გასაკეთებლად ქორფა ჯონჯოლის გარდა მარილი და ალუბლის ფოთლები დაგჭირდებათ.
შევარჩიოთ ქორფა ჯონჯოლი, გაუშლელი ყვავილებით, გავარჩიოთ, მოვაშოროთ უვარგისი მაგარი ღეროები, გავრეცხოთ ცივ წყალში, შემდეგ გავწუროთ და ჩავუშვათ სუფთა კასრში ან ქილაში, მოვაყაროთ მარილი, შემდეგ მეორე პირი ჯონჯოლი და განვაგრძოთ ასე, თან მრგვალი ხით მაგრად უნდა ვტენოთ ქილაში, სანამ არ გაივსება.
ზემოდან დავაფაროთ ალუბლის ფოთლები, მოვუკრათ ქილას თავი და შევინახოთ გრილ ადგილას. ერთი კვირის შემდეგ ვნახოთ, თუ ჯონჯოლი აკლია, დავამატოთ, მოვაყაროთ მარილი და მოვუკრათ თავი.
ჯონჯოლის დამწნილებას სჭირდება დაახლოებით 1 კვირა.
100 გრამი ჯონჯოლი 23 კილოკალორიას შეიცავს.
ცილები – 2,36 გრამი
ცხიმები – 0,86 გრამი
ნახშირწყლები – 1,69 გრამი
საკვები ბოჭკოები – 3,2 გრამი
ნაცარი – 8,04 გრამი
წყალი – 83,85 გრამი
ფოსფორი – 10 მილიგრამი
კალიუმი – 40 მილიგრამი
ნატრიუმი – 196,4 მილიგრამი
მაგნიუმი – 33 მილიგრამი
კალციუმი – 40 მილიგრამი
კაჟი – 50 მიკროგრამი
თუთია – 320 მიკროგრამი
სპილენძი – 0,374 მილიგრამი
მანგანუმი – 0,078 მილიგრამი
სელენი (სელენიუმი) – 1,2 მიკროგრამი
რკინა – 1,67 მილიგრამი
B1 (თიამინი) — 0,018 მილიგრამი
B2 (რიბოფლავინი) — 0,139 მილიგრამი
B6 (პირიდოქსინი) — 0,023 მილიგრამი
B9 (ფოლიუმის მჟავა) — 0,023 მილიგრამი
C — 4,3 მილიგრამი
E — 0,88 მილიგრამი
К (ფილოქინონი) — 0,0246 მილიგრამი
PP (ნიაცინის ეკვივალენტი) — 0,652 მილიგრამი
ქოლინი — 6,5 მილიგრამი
A — 0,007 მილიგრამი
ბეტა–კაროტინი — 0,083 მილიგრამი
B5 (პანტოთენის მჟავა) — 0,027 მილიგრამი.
აძლიერებს მეხსიერებას და ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას
საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებისას აღადგენს ნაწლავების მუშაობას
შველის გაციებისა და ვირუსული დაავადებების დროს გართულებული ხველებისას
არეგულირებს რეპროდუქტიული სისტემის მუშაობას ქალებშიც და მამაკაცებშიც
აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს უჯრედის დონეზე, რისი წყალობითაც მაღლდება კუნთოვანი ქსოვილის ტონუსი და მუხრუჭდება დეგენერატულ-დისტროფიული ორგანული ცვლილებები – რადიკულიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზები.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები