ბათუმში ჭაჭა თაუერის ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება – მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება

ბათუმში ჭაჭა თაუერის ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი | შენი სოფელი
0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბათუმის საკრებულომ შპს “ბათუმი რივიერას” მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტირება აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება

ბათუმის ახალი პარკი, რომელიც ქალაქის გამწვანებული ზღვისპირა ზონის განუყოფელი ნაწილია, გთავაზობთ უამრავ სიახლეს და კომფორტულ გარემოს. პარკი არა მხოლოდ ნამდვილი დასვენების ადგილია, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებაც. აქ წარმოდგენილია ახალი ჯიშის ხეები, ბუჩქები და დეკორატიული მცენარეები, რაც პარკს ახალ სიცოცხლეს და სილამაზეს სძენს.

ახალ პარკში შენარჩუნდება არსებული ხეები და დაემატება მრავალი ახალი სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და დეკორატიული მცენარე. ბათუმელებს და პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველო-ბილიკები. პარკი ბუნებრივად ინტეგრირდება ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლში, როგორც ბათუმის ბულვარის გაგრძელება.

ბათუმში ჭაჭა თაუერის ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება - მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

“ბათუმში ახალი პარკის პროექტირებისთვის ლანდშაფტის დიზაინის წამყვანი დანიური კომპანია “MASU Planning” მოვიწვიეთ. სწორედ მათი პარტნიორია ცნობილი იაპონური არქიტექტურული სტუდია კენგო კუმა არქიტექტსი (KKAA), რომელიც სილქ თაუერსის პროექტზე უკვე მუშაობს. ამ ორ კომპანიას ბევრი წარმატებული ერთობლივი პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში. ბათუმსაც შეემატება თანამედროვე, მდგრადი არქიტექტურის პრინციპებით მოწყობილი პარკი, სადაც ბათუმელები და ქალაქის სტუმრები დაისვენებენ და ისიამოვნებენ ბათუმის სანაპიროს და ქალაქის სილამაზით. ეს პარკი ქალაქის საკუთრება იქნება და დარწმუნებულები ვართ, ბათუმის ურბანული სივრცის ორგანული ნაწილი გახდება”, – ალექსანდრე ტოგონიძე, “ბათუმი რივიერას” დირექტორი.

პარკის კონცეფცია შემუშავდა უკვე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, საიდანაც პარკი ორ ჰექტარ მიწაზე გაშენდება. კომპანია პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს და სამშენებლო სამუშაოების დაწყებას სექტემბრის ბოლოდან გეგმავს.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ბათუმში ჭაჭა თაუერის ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება – მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება. 30 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/batumshi-chacha-taueris-adgilas-akhali-munitsipaluri-pa/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ბათუმში ჭაჭა თაუერის ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება – მისი დასრულება აგვისტოს ბოლოს იგეგმება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/batumshi-chacha-taueris-adgilas-akhali-munitsipaluri-pa/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network