ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ
1. ხახვისა და ნივრის ფოთლების ნაყენი და ნახარში გამოიყენება ხეხილისა და ვაზის აბლაბუდიანი ტკიპებისა და მცენარეული ტილების წინააღმდეგ.
ნაყენის მომზადების წესი: ხახვის ან ნივრის დაქუცმაცებული მწვანე ნაწილების 200გ ჩაიყრება ვედროში, დაესხმება 10 ლ თბილი წყალი, 4-5 დღის შემდეგ გაიწურება. ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება 3-ჯერ 5 დღის ინტერვალით მავნებლების გამოჩენისთანავე.
ნახარში შემდეგნაირად მზადდება: ვედროში ნახევრამდე ჩაიყრება ხახვის და ნივრის ფოთლები, ქერცლები, დაესხმება 10 ლ მდუღარე წყალი. ერთი დღე-ღამის შემდეგ გადაიწურება და გამოიყენება შესასხურებლად (1:2 შეფარდებით წყალთან) იმავე მავნებლების წინააღმდეგ და იმავე ვადებში, როგორც ნაყენი.
2. თამბაქოს ფოთლების, ყლორტების ჩამონამტვრევებისა და მტვრის ნაყენი ან ნახარში გამოიყენება ხეხილის მწუწნავი მავნებლების: ტილების, ფსილებისა და ხერხიების ღიად მცხოვრები პირველი ხნოვანების მატლების წინააღმდეგ.
ნაყენის მომზადების წესი: 400 გ ხმელ ნარჩენს ასხამენ 10 ლ წყალს და ტოვებენ 2 დღე-ღამეს, შემდეგ წურავენ საცერში და უმატებენ 10 ლ წყალს, მიმკვრელობის გასაზრდელად უმატებენ 40 გ საპონს და ასხურებენ ხეხილის მწვანე მასას 2-ჯერ 15 დღის ინტერვალით.
ნახარშის მომზადების წესი: 400 გ ხმელ თამბაქოს ნარჩენებს ასხამენ 10 ლ წყალს და აჩერებენ ერთ დღე-ღამეს, შემდეგ ადუღებენ 2 საათს. გაცივების შემდეგ უმატებენ 10 ლ წყალს და შესხურების წინ უმატებენ 40 გ საპონს. ამავე წესით ამზადებენ თამბაქოს მტვრის ნახარშსაც
10 სასარგებლო რჩევა – რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები