“საქართველოს ფოსტა” მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკებს მოაწყობს

მარიამ ბერიძე
1 წუთიანი წაკითხვა

“საქართველოს ფოსტამ”, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას.

პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ამავე ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად, ეწვია შემდეგი სოფლების ბაგა-ბაღებს: სტეფანწმინდა, არშა-გარბანი, გუდაური.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და ამავე მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის მხარდაჭერით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მერის მოადგილემ ტარიელ ხულელიძემ, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ციცია ქაცაშვილმა. პროექტი ერთი წელი გრძელდება.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და სოფლის ცხოვრება. ასახავს სოფელში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, პრობლემებსა და წარმატებებს.
კომენტარები ჯერ არ არის