2023 წელს ფიქსირებული ინტერნეტი დამატებით 31 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებების პენეტრაცია შინამეურნეობებზე 95.7%-ს შეადგენდა.

რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებზე ფიქსირებულ ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ყველაზე მაღალი პენეტრაციის მაჩვენებელი აჭარაში იყო და 137%-ს უტოლდებოდა. აჭარის შემდეგ, 136%-ით წარმოდგენილი იყო თბილისი. 98%-ით სამცხე-ჯავახეთი, ხოლო 85-85%-ით ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას შინამეურნეობების 72% მოიხმარდა. 66-66%-ით იყო წარმოდგენილი კახეთი და იმერეთი, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენდა. გურიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 58%-ს, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში კი – 19%-ს უტოლდებოდა.

2023 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3 385 სოფელია, საიდანაც 2 541-ში აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 31 სოფლით მეტია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). 2023 წელს ფიქსირებული ინტერნეტი დამატებით 31 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი. 12 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/2023-წელს-ფიქსირებული-ინტერნ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. 2023 წელს ფიქსირებული ინტერნეტი დამატებით 31 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/2023-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9c/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network