პარასკევი, ივლისი 17, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისაზოგადოება„საქართველოში ამინდი ისევ არასტაბილური იქნება“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება

„საქართველოში ამინდი ისევ არასტაბილური იქნება“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, თუმცა ამინდი კვლავ არასტაბილური იქნება.

მისი განმარტებით, ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ხოლო ცალკეულ რაიონებში დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს.

მეტეოროლოგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად სიცხისა, ჯერჯერობით სტაბილურად მზიანი დღეები არ არის მოსალოდნელი. შესაბამისად, სხვადასხვა რეგიონში ამინდი პერიოდულად შეიცვლება და მზიან ინტერვალებს ღრუბლიანობა და ადგილობრივი ნალექი ჩაანაცვლებს.

„მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში მიმდინარე კვირაშიც უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და ზოგან კვლავ ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.ჯერჯერობით სტაბილურად მზიანი დღეები არ იქნება“,- წერს კობა ფარტენაძე.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები